ხალხის ნდობა და სიყვარული, რისთვისაც ღირს ბრძოლა და თავდადება

“თეთრების” ლიდერს, თემურ შაშიაშვილს დაბადების დღე უამრავმა ადამიანმა მიულოცა. უნიკალური სიტყვები, გულიდან სულიდან ამომავალი. მართლაც, ბედნიერებაა, როცა ადამიანებს გულწრფელად უყვარხარ. გენდობიან, მოგყვებიან და მომავალს იმედით, რწმენით უყურებენ. ასეთი ადამიანებისთვის ღირს ბრძოლა და თავდადება. აკი ხშირად იმეორებს  “თეთრების” ლიდერი: “ჩემგან ღალატი არ იქნება!”  ის თავისი ცხოვრებით ადასტურებს თავის ნათქვამს.

პ.ს უამრავი თბილი და ლამაზი მოლოცვის მხოლოდ   ნაწილი გამოვაქვეყნეთ.

პოეტი გიზო თავაძე: უნდა შევაქო! თემურ შაშიაშვილის დაბადების დღე ყოფილა.უნდა შევაქო!
ახლა ამაზე ამიყეფდებიან, კომუნისტი იყოო (სოლიკო ხაბეიშვილი და მამუკა ასლანიკაშვილი იყო…) თანაც ისინი, პარტბიუროს მდივნები და ლენინური სტიპენდიანტები რო იყვნენ და იქიდანაც გამოსავალს რომ ელოდნენ…
თემურისთანა უშიშარი კაცი, მე იშვიათად მინახავს (შევარდნაძე თავზეხელაღებული იყო!..) სხვები რომ სოროებში ძვრებოდნენ, მან მკერდით გადაეფარა ქალაქს.
უმწირესი დაფინანსებით ქუთაისი ყველაზე სუფთა ქალაქად აქცია.
მან დადგა დიდი დავითის ძეგლი ქუთაისში.
მან ამხილა, ერთ-ერთმა პირველთაგანმა (ათასი ჯურის) ცრუ რეფორმატორები.
მე ცოტა მეგულება კაცი, თავისი ქალაქი და სამშობლო ასე უყვარდეს!..
ის არის კულტურის (მხატვართა საერთაშორისო პლენერი რად ღირს!..) შემოქმედების უსაშველოდ დამფასებელი (ჰკითხეთ მხატვრებს).
მას ლანძღავენ ისინი, გუშინ რო ფეხებს უკოცნიდნენ!..
სუსტი მხარეც ჰქონდა – კადრები, ზოგი რომ ოფისშიც არ უშვებდა, როცა მან თანამდებობა დატოვა!..
უნაკლო ძეხორციელი, აბა სად თქმულა!..
ხოლო, ვინაც მე ახლა ამ სიტყვებისთვის ამიყეფდება და გაწიწმატდება, წიწმატი მიატანოს ლეჩხუმურ (თუნდაც ბათუმურ) ლობიოს! .
მრავალჟამიერ, თემურ ბატონო!

Avraham Paata Yosef ბ ა ტ ო ნ თ ე ი მ უ რ ა ზ შ ა შ ი ა შ ვ ი ლ ს

პარტია “თეთრების” ლიდერს, გელათის აკადემიის აკადემიკოსს, გასულ წლებში იმერეთის გუბერნატორს, ქ, ქუთაისის მერს, აშშ-ში ბევრი ქალაქის საპატიო მოქალაქეს და ქვეყნის ერთერთ სუფთა და ძლიერ პოლიტიკოსს ვ უ ლ ო ც ა ვ დ ა ბ ა დ ე ბ ი ს დ ღ ე ს !ბატონო თეიმურაზ, არ დამავიწყდება ის ბედნიერი დღე, როცა ზამთრის სუსხამ დილით ჩემ ელ.პოსტაზე მივიღე თქვენი მოსაწვევი, მივიღო მონაწილეობა მეცნიერ და საზოგადო მოღვაწეთა კონფერენციაზე, შემდეგ მის პირველ ყრილობაზე ბაგრატის საერო აკადემიაში, გელათში, ამავე დროს მიმიწვიეთ დავსწრებოდი ბატონ შალვა გერაძის დავით აღმაშენებლის უნიკალური ჭედური ხატის შებრძანებას გელათის აკადემიაში.ასეთი ღირსებით თქვენი მოძრაობის და მეცნიერთა დიდი ჯგუფის მონაწილე და წევრი გამხადეთ,ეს დიდი გავლენის მქონე სიტყვებიც:ქართველ ებრაელობაში უნიკალური პიროვნება ხართ, დიდი ღვაწლი მიგიძღვით, გირჩევთ ჩვენი მოძრაობის პრეს კონფერენციის და მეცნიერთა ყრილობის წევრათ.არ დამვიწყებია და არც დავივიწყებთ ამ სიკეთეს ბატონო თეიმურაზ!მის შემდეგ მონაწილენი ვიყავით ბევრ სასიკეთო ღონისძიებაზე, ჩემ შემოქმედებით საღამოებზე, რისი მსვლელობაც თქვენ მშვენივრად მიგყავდათ!ძვირფასო მეგობარო, ბედნიერება და სულის სიმშვიდე მინდა გისურვოთ,ვიცი თქვენ ვერც ბედნიერი იქნებით და ვერც სულის სიმშვიდე დაგეუფლებათ, თუ ერთი გაჭირვებული ქართველი სადმე დაიკვნესებს.ერთად ვილოცოთ, საქართველოში აღარ იყვეს სიდუღჭირე, გაჭირვება და ხალხის წუხილი!უკეთესი მომავალი ვუსურვოთ გაბრწყინებულ და გაძლიერებულ საქართველოს, ისეთს როგორზედაც თქვენ ბ-ნო თემური და თქვენი გუნდი ოცნებობს!თეიმურაზ შაშიაშვილი:პარტიებისთვის წერილის გაგზავნით, ჩვენ გადავდგით გაბედული ნაბიჯი,თუ არ მიიღებენ მეცნიერთა წინადადებებს, ჩვენ გადავდგამთ კიდევ უფრო გაბედულ ნაბიჯს: შევქმნით ქართულ პოლიტიკურ ცენტრს”.წარმატებები ძვირფასო მეგობარო, ერისა და და ქვეყნის თავდადებულო ბელადო, წმინდა წარსულის და პირნათლად გაბრწყინებული საქართველოს მომავლის შორსმჭვრეტელო მამულიშვილო, ხელსუფთა პოლიტიკოსო, ბატონო თეიმურაზ!

პატივისცემით, პაატა იოსებაშვილი

საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქესაქართველოს კულტურის დესპანი ისრაელში, მეცნიერ-აკადემიკოსი, არქიტექტორი.,საქართველოს მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა “გზა ცივილიზებურ სახელმწიფოსაკენ” მოძრაობის წევრი, მოძრაობა “თეთრები”ს მომავალი წევრი!

Koba Godoladze “ბატონი თემური ის კაცია , რომელსაც უკანმოხედვის ადასდროს ეშინია , ხალხი ამ გადასახედიდან უფრო მეტად აფასებს . მაღალ პოსტებზე ყოფნისას არ აყვა ცდუნებას , ეშმაკს არ მიყიდა სული , სუფთად გაიარა ურთულესი გზა ..”

Arnold Gegechkori ვულოცავ ბატონ თეიმურაზს , სამშობლოზე , ოჯახზე, მეგობრებზე გადაგებულ კაცს, მჭერმეტყველს , პირნათელს …..მრავალჟამიერ!!!!

იზა ვეფხვაძე ბატონ თემურს, საამაყო და რჩეულ ქართველს ვულოცავ დიდი პატივისცემით და სიყვარულით…მისი თვალთახედვით ხილულ საქართველოში ცხოვრება ბედნიერება იქნება…

Kote Tavartqiladze .გულით ვულოცავ ბატონ თემურ შაშიაშვილს დაბადების დღეს.
ქართველი ხალხის მსახურებაში გაატარა ბატონმა თემურმა მთელი თავისი ღრმაშინაარსიანი ცხოვრება.
და კიდევ ველოდებით მის აქტიურ ჩართულობას თანამედროვე სახელმწიფოებრივ საქმიანობაში.
წარმატებებს ვუსურვებ

#მწერალიპუბლიცისტი#ზაალნემსაძედაბადების დღეს გილოცავთ სარდალო! ეს ის დღეა, სინდის-ნამუსი რომ იყოს, მთელმა ერმა უნდა აღნიშნოს და იზეიმოს! ამის დროც მოვა! მოვა იმიტომ, რომ ქვეყანას, სამწუხაროდ, ცოტა ჰყავს თემურ შაშიაშვილისებრი თავგანწირული კაცები!
დიდი ბედნიერება მინდა გისურვოთ! თქვენი ბედნიერება ქვეყნის ბედნიერებაა, რადგან თუ ერთი შეჭირვებული ქართველიც თუ სადმე გეგულებათ, თქვენ ბედნიერი ვერ იქნებით! მშვიდობა თქვენს სახლს და ოჯახს! მშვიდობა ჩვენს სამშობლოს! პატივისცემით ზაალ ნემსაძე.

#რეზობალანჩივაძე ბატონო თეიმურაზ! თქვენ და სრულიად საქართველოს ვულოცავ თქვენ დაბადების დღეს! სრულიად საქართველოს იმიტომ, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას რომ ვაკვირდები, ღმერთმა თქვენ დაგაკისრათ ქვეყნის ხსნის მისია! პირდაპირ ვიტყვი: ქვეყანა განსაცდელშია. ორი ბნელი ძალა ებრძვის ერთმანეთს. ამ ორი ძალიდან რომელმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ქვეყანა განადგურდება. ეს იცით თქვენ და იცის პატრიარქმა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თქვენ როგორ ფხას და ნიჭიერებას გამოიჩენთ! წარმატებებს გისურვებთ ამ ბრძოლაში. ეს ჩემი პირადი აზრია!

ლია მიჩიტაშვილი ადვილი არ არის, ამ წუთისოფელში, ისეთ გზას ადგე, ნახევარს რომ გაივლი და უკან მიხედვის არ შეგეშინდება… თუმცა, შიში რა ბედენაა, რომ არ შეგრცხვება!… აი, ასეთი უშიშარი კაცის დაბადების დღე იყო გუშინ… თეიმურაზ შაშიაშვილი ! მე ღრმად მწამს რომ მას არასოდეს გადაუხვევია კაცის ცხოვრებიდან და მეამაყება რომ ბევრი მოაზროვნე ადამიანი სწორად აფასებს მის მოღვაწეობას!
იმ ცოტას, ვინც არ იცნობს ბატონ თემურს და იშვიათად, მაგრამ მაინც ჩნდება ბოღმიანი კომენტარები ფბ სივრცეში მათი დაუფიქრებელი აზროვნების გამო, ვურჩევ მოუსმინონ მის გამოსვლებს, პროგრამებს, ხედვას, ანალიზს და მერე გააკეთონ ხოლმე კომენტარი!
დღეს ისეა მოწყობილი სრულიად პლანეტის სისტემური მეზენქიმა, რომ გამონაზარდებით დაავადებული მთავარი ღერძი ამპლიტუდიდან გავიდა და სადაცაა თავზე ჩამოემხობა ეს გაურკვეველი ტემპერატურის მასა კაცობრიობას!… დღეცისმარე ზარალდება უფლის და ადამიანის ერთობლივი ნაღვაწი… ქართველებს გაცილებით მეტი საზრუნავი გაგვიჩნდა ეროვნული ფასეულობების, ისტორიული საზღვრების, ეკონომიკური კოლაფსის და გათითოკაცებული ერის შეკოწიწებისთვის! … ვერ დამისახელებთ სხვა მოძრაობას და პარტიას, რომელსაც უკეთესი ანალიზი და გათვლები ჰქონდეს,ვიდრე ბატონი შაშიაშვილის მოძრაობა თეთრები პარტიას და ვერ შეადარებთ ვერცერთ გუნდს იმ ღვაწლმოსილ ადამიანებს, ვიდრე თეიმურაზ შაშიაშვილის გარშემო შემოკრებილნი არიან!
ვულოცავ ბატონ თეიმურაზს დაბადების დღეს! უაზროდ განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტებს და იმ უბრალო ადამიანებს, ვისაც ქვეყნის მომავალი ისეთი წარმოუდგენია, რომ მის პასპორტში უნდა ჩაეტიოს და კონსტიტუციით იქნეს გამყარებული, წაიკითხეთ შაშიაშვილის და მისი თანამოაზრეების გამოსვლები, გაეცანით მათ პროგრამებს და თავად გადაწყვიტეთ არა ის, რომ მხარი დაუჭიროთ შაშიაშვილს, უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, რატომ არ უნდა მისცეთ ხმა ნებისმიერ არჩევნებში!
ერთხელ მაინც იფიქრეთ 200 პარტიის მიერ დაქუცმაცებულ მოსახლეობაზე და გათითოკაცებულ ერზე!
არის ეს ქართული სახელმწიფო?

ნოდარ ჯოჯუა 100%-ით მართალი ბრძანდებით ქალბატონო ლია! თქვენ დაასახელეთ ყველაზე საუკეთესო კანდიდატურა, საოცარი პოლიტიკოსი, ჭკვიანი, განათლებული, ქვეყნის ერთგული, რომელსაც ძალიან დიდი ხედვები აქვს და იცის ქვეყანას სად რა სტკივა, წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ თეიმურაზს!

Marina Nebieridze სრულიად გეთანხმებით მაგრამ ხალხი იმედგაცრუებულია რწმენადაკარგულია და აჩემებულია ერთი ფრაზა მაინც არაფერი გვეშველება და ……არადა მშვენივრად გვეშველებათუ მივყვებით ბატონ თემურ შაშიაშვილის პროგრამას გამოვიღვიძოთ ვენდოთ და შევამოწმოდრა ქნება ორ სამ წელიწადში ენდეთ მათვინცსაქართველოს მიწაწყალზე იდგა და დგას და არა ვინც შრიდან ადევნებდა თვალს როგორ იქცეოდა ქვეყანა და იყინებოდა პენსიები და შიმშილით სულს ღაფავდა საქართველო.

თამაზ ჭეიშვილი ბატონ თემურ შაშიაშვილს ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ პირველ რიგში ჯანმრთელობას და წარმატებებს ქვეყნის საკეთილდღეოდ!

Dato Andguladze: საქართველოს კეთილდღეობისთვის მებრძოლ და დაუღალავ კაცს,ნამდვილ პოლიტიკოსს აკადემიკოს ბ-ნ თეიმურაზ შაშიაშვილს ვულოცავ დაბადების დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებებს თავის მორარულ გუნდთან ერთად,რომელიც ერთადერთი გზაა საქართველოს გადარჩენის და განვითარებისათვის.გფარავდეთ უფალი თქვენ და თქვენ მართალ საქმეს! პატივისცემით-(დავით ანდღულაძე).

ოლია ჭალელიშვილი ბ, თემურ შაშიაშვილი,ნაღდ ქართველს,ერის,დაუღალავ მებრძოლს, საქართველოსთვის კეთილის მსურველს ვულოცავ დაბადების დღეს ,გისურვებთ ჯანმრთელობას ,გამძლეობას, სიმტკიცეს, ოჯახის კარგად ყოფნას და უდრეკად დგომას ქრისტიანულ მართლმადიდებლობისთვის!

მამუკა კაპანაძე ქ::ქუთაისის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს,დიდ მამულიშვილს,,პარტია თეთრების თავჯდომარეს”ბატონ თემურს ვულოცავ და უერთდები ყველა იმ მომლცველს,ვინც იუბილარს პატივი დადო და მთელი გულით უსურვა წარმატებები,წინსვლა და საქართველოს ერთიანობაში გამარჯვება.

გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკე: ერისა და ქვეყნის ჭეშმარიტ მამულიშვილს ბ.ნ თეიმურაზ შაშიაშვილი ს”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ “ფონდი ვულოცავთ დაბადების დღეს.ძლიერება და გამარჯვება გვინდა ვუსურვოთ საქართველოს უკეთესი მომავლისათვის
უფალმა ინებოს გაბრწყინებული და გაძლიერებული საქართველო ,ისეთი როგორზედაც ბ.ნი თემური და მისი გუნდი ოცნებობს

Emzari Tsirdava გონთმაღალ დიდ ადამიანს , ერისა და ქვეყნის გულმნათ სასიქადულო მამულიშვილს
გულითა და სულით ულოცავ დაბადების დღეს ! ადამიანი , რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა ერისა და ქვეყნის აღმშენებლობას …აფხაზეთელებს ძნელბედობის პირველ დღეებიდანვე წლების მანძილზე ჭირში და ლხინში მამულიშვილურად ედგა გვერდით ..მისი სახელი ოქროს ასოებით შევა საქართველოს ისტორიაში …

Nana Gigiadze-Maglaperidze ჰაერივით ესაჭიროება საქართველოს ასეთი პატრიოტი, საქმის მცოდნე , უსპეტაკესი ადამიანი. კატეგორიულად მოვითხოვთ მის ყოფნას ქვეყნის სამსახურში!
წარმატებები ბატონო თემურ!

Avtandil Katchakhidze ღირსეულო ადამიანო გილოცავ დაბადების დღეს,თქვენი საინტერესო, აზრიანი და გამჭრიახი გონება გამოეყენებინოს ჩვენს ქვეყანას და როგორც თქვენ იტყოდით ღირსეულ საქართველოში გვეცხოვროს. საინტერესო წლები მიგეთვალოთ.

Lam Tsu ბ-ნო თემურ,როგორც ვხედავ ვერ ხერხდება და ძალიან გვიანდება ეროვნული ძალების გაერთიანება,თქვენ გაქვთ ის საორგანიზაციო ნიჭი და აგრეთვე დიდ კოლექტივებთან მუშაობის გამოცდილება,რომელიც აუცილებელია იმისთვის რომ ერთ ძლიერ ნაკადად გააერთიანოთ დაქსაქსული ეროვნული ძალები,წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ ნაცქოცებს შორის მოუხდება არჩევანის გაკეთება ქართველ ამომრჩეველს,ამიტომ თქვენ უნდა ითავოთ ეს რთული მისია,ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

Dodo Sharvashidze წარმატებები და წარმატებები, ბ.ნო.თემურ!!!.თქვენი ყველა სიტყვა გულს,რომ ათბობს და იმედს უსახავს იმ ხალხს ვისაც ნამდვილად უყვარს ქვეყნაც და ხალხიც.ღმერთმა გაგაძლიეროთ პრინციპულო და უშიშარო ადამიანო

George Basheleishvili  თუკი ხმის მიცემა იქნება და გვერდით დგომა ამ კაცს დავუდგეთ გვერდით. მახსვს ბნელი 90 იანებში ყველა ნაგავში რომ იღრჩობოდა, ბატონმა თემურმა ქუთაისი გააწკრიალა. გზები მოაწესრიგა შეძლებისდაგვარად. რომ ნახეს ეს ყველაფერი, სხვა ქალაქებმა მერე დაიწყეს იმათაც ქალაქების დასუფთავება.

Заза Мдивани ეროვნული იდეით გამთლიანებული საქართველო! – არჩევნებამდე უნდა ჩაეყაროს საძირკველი!

Dali Goguadze გილოცავთ!,,არ დაიჩოქოთ,არ შეშინდეთ შეიბმ მახვილი,,იმედით შემოგყურებთ,უნდა ეღირსოს ლუხუმს ლაშარის გორზე შადგომა,,…გამარჯვებას გისურვებთ ,ქვეყნის საკეთილდღეოდ.

Тамаз Обгадзе დაგლოცოთ უფალმა ბატონო თეიმურაზ. დღეს თქვენისთანა პროფესიონალი და ქართული სულის პოლიტიკოსების დიდი ნაკლებობაა 

ელგუჯა ჭეჟია სამწუხაროდ მე არ ვიცნობ ბატონ თემურ შაშიაშვილს. ყოველ მის ფეისბუქ საუბრებს დიდი ყურადღებით ვუსმენ და გული მწყდება რომ სამშობლოზე ასეთ შეყვარებულ და ზნეობრივად სუფთა ადამიანს აღიარება არა აქვს. ვულოცავ და ვუსურვებ ჯანმრთელობას.

Guljani Sirbiladze იქნებ გვეღირსოს წაღმა ტრიალი და წინ სვლა, თორემ 30 წელია (ზადნი ხოდით) უკან სვლით დავდივართ გამოფხიზლება და თვალების კარგად გახელაა საჭირო რომ არ გადავარდეთ უფსკულში, ფული ვის არ უყვარს მაგრამ ფულზე გაყიდული სული და სამშობლო და ქართველი ერი, არ არის საპატიებელი ვინც არ უნდა იყვეს ისინი, გამარჯვებას გისურვებთ ბატონო თემურ, ქართულად მოაზროვნე და მესაჭე აკლია საქართველოს იმედი გვაქ რომ ამას შეძლებთ თქვენ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *