თემურ შაშიაშვილისა და ვალერი გელბახიანის პოლიტიკური დუელი

რა სჭირდება დღეს საქართველოს? ერთიანი ოპოზიციური სია თუ ეროვნული თანხმობის პარლამენტი?

დღევანდელ ფეისბუქკონფერენციაზე “თეთრების” ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა საინტერესო სიახლე გვამცნო. მომდევნო ხუთშაბათს, 17 სექტემბერს, ის „პოლიტიკური დუელში“ იწვევს ცნობილ იურისტს კონსტიტუციონალისტ და ექსპერტ ვალერი გელბახიანს.

სიმართლე ითქვას პოლიტიკური დუელის იდეა თემურ შაშიაშვილმაჯერ კიდევ 2009 წელს გააჟღერა და მასში ცნობილი პოლიტიკოსი, “თავისუფალი დემოკრატი” ირაკლი ალასანია გამოიწვია. ეს იქნებოდა პოლიტიკოსთა შერკინება დუელისთვის დამახასიათებელი ყველა წესით. იდეა იმდენად საინტერესო და უცხო იყო ქუჩითა და აგრესიით გაჯერებული ქართული პოლიტიკური რეალობისთვის, რომ ცნობილმა ჟურნალისტმა ვანო პავლიაშვილმა საინტერესო სტატიაც კი მიუძღვნა გაზეთ „ქართულ სიტყვაში.“ სამწუხაროდ, მაშინ დუელი არ შედგა, და ამის მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა თემურ შაშიაშვილი. მომდევნო ჯერზე , უკვე 2016 წელს, “თეთრების” ლიდერმა კვლავ ირაკლი ალასანიას „ესროლა ხელთათმანი“ და კვლავ უშედეგოდ.

და აი, პოლიტიკური დუელის იდეა კვლავ დღის წესრიგშია ამჯერად “თეთრების” ლიდერის ოპონენტი იქნება ვალერი გელბახიანი. დუელის თემაც ცნობილია: რა სჭირდება დღეს საქართველოს?ერთიანი ოპოზიციური სია თუ ეროვნული თანხმობის პარლამენტი?
ბატონი ვალერი ერთიანი ოპოზიციური სიის მომხრეა, თემურ შაშიაშვილი კი მეცნიერთა იდეას იზიარებს ეროვნული თანხმობის პარლამენტის აუცილებლობის შესახებ.

ეს ორი პიროვნება უკვე დიდი ხანია ზედმიწევნით კარგად იცნობს ერთმანეთს. ორივეს საინტერესო პოლიტიკური ბიოგრაფია და ხედვები აქვთ. ასე რომ დარწმუნებული ვართ, დუელი იქნება ძალიან საინტერესო.

დავამატებთ ერთს. იმ მიზეზით, რომ ჩვენთვის სატელევიზიო ველი დახშულია, დუელი გადაიცემა ფეისბუქის ლაივში, ჩვენ კმაყოფილი ვიქნებით თუ ის სატელევიზიო სივრცეში გადაინაცვლებს თუნდაც ბატონი ვალერის მიმართ უაღრესად კეთილგანწყობილი ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში. სიამოვნებით ვიხილავდით სეკუნდანტის როლში ბატონ დავით აქუბარდიას!
იხ. ირაკლი ალასანიასა და თემურ შაშიაშვილის “თეთრი დუელი””

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *