ჩვიდმეტი წლის შემდგომ, ხვალ 11 სექტემბერს,  პირველად შევდივარ იმ შენობაში, რომელიც 2003 წლის 23 ნოემბერს დავტოვე იმერეთის  გუბერნატორის რანგში.

 

ჩვიდმეტი წლის შემდგომ, ხვალ 11 სექტემბერს,  პირველად შევდივარ იმ შენობაში, რომელიც 2003 წლის 23 ნოემბერს დავტოვე იმერეთის  გუბერნატორის რანგში.

ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი. მით უფრო, როცა მივდივარ შეხვედრაზე იმ ხალხთან, რომელთა დიდი ნაწილი სახელისუფლებო პარტიას წარმოადგენს, რომლის საქმიანობის მიმართ კრიტიკულად ვარ განწყობილი. მივდივარ იმის სათქმელად, რომ მართალია, მე თქვენი  მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ არა მტერი, როგორც თქვენ თვლით და მთავრად მიიჩნევთ იმას, რომ მე დამამარცხოთ, ჩემთვის კი უმთავრესია ქუთაისში მდგომარეობის შეცვლა.

მე კენჭს ვიყრი ქუთაისის გამარჯვებისთვის და ღრმად მწამს და მჯერა,რომ აქ მდგომარეობა გაცილებით უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე რეალურად დღეს არის. შემაშფოთებელია ის ანალიზი, რომელიც  მაქვს და ერთ-ერთი მთავარი ამ შეხვედრაზე იქნება მოთხოვნა საჯარო დებატების თაობაზე. ხალხმა უნდა იცოდეს, მე როგორ ვაფასებ მდგომარეობას და დაინახოს ისიც,  ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელობა  რამდენად იზიარებს ამას. ეს უნდა იყოს ჯანსაღი , კულტურული, აკადემიური, ქუთაისის საკადრისი დებატები ყოფილი და დღევანდელი ხელმძღვანელების.  მივდივარ იმისთვის, რომ  ხმამაღლა ვთქვა ყველას გასაგონად:  არ ვებრძვი არავის, ვიბრძვი ქუთაისისა და ქუთაისელებისთვის.

მე ძალიან ბევრ სახელისუფლებო (და, არა მარტო) რგოლს მივმართე შეხვედრების მოთხოვნით. ხვალ 12 საათზე პირველი ასეთი შეხვედრა ეწყობა ქალაქის მერობის მოვალეობის შემსრულებელ, ბატონ დავით ერემეიშვილთან. ჩემი წერილი ყველას მიმართ მთავრდებოდა იმით, რომ  ვართ თანამშრომლობის ჰარმონიზაციის მომხრე, როგორც ამას მეცნიერები მიიჩნევენ აუცილებელ მოთხოვნად დღევანდელ მდგომარეობაში მყოფი საქართველოსთვის და დღესაც ვადასტურებ იგივეს, რამეთუ 2020 წლის არჩევნები იმაზე მეტია, ვიდრე არჩევნები – ეს არის ღირსების ბრძოლა საქართველოსთვის.

დარწმუნებული ვარ, შევძლებთ თანამშრომლობას და საერთო ძალისხმევით მივაღწევთ, რომ  საარჩევნო კაბინა იქცეს „სინდისის კაბინად“. ეს წერილიც და ჩვენ მიერ გამოცემული ბუკლეტიც ემსახურება იმას, რომ უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების  ქუთაისის მოსახლეობა არ დავაპირისპიროთ, არ დავყოთ პარტიულ სამთავროებად, „ჩემიანებად“ და „სხვისიანებად“, ანუ მოწინააღმდეგეებად,  მეტიც, ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ქუთაისიდან დიდი ეროვნული შემოძახილის გაკეთება მთელი საქართველოსთვის.

პ.ს. ბუკლეტი და წერილი, რომელიც გადაეცა ყველას.

იხ. ბუკლეტი: ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ! “თეთრები” იწყებენ მეცნიერებით და იმარჯვებენ ხალხთან ერთად!

წერილი: გიგზავნით ჩემს გადაწყვეტილებას მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის თაობაზე

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *