ეკონომიკური გენოციდი.

.    

  ეკონომიკური ტერორი

       ეკონომიკური გენოციდი განიმარტება, როგორც სოციალურად საშიში მოვლენა, რაც ვლინდება სახელმწიფოს მიერ ისეთი პოლიტიკის გატარებაში, რომელიც იწვევს საკუთარი ხალხის ცხოვრების დონისა და ხარისხის დაქვეითებას და რომლის შედეგია მოსახლეობის გაღატაკება და, შედეგად, ფიზიკური მოსპობა.

ეკონომიკურ გენოციდთან ერთად უნდა აღინიშნოს მისი გამოვლენის კიდევ ერთი ცნობილი ფორმა, რომელსაც ეკონომიკური ტერორი ჰქვია.                 

       ეკონომიკური ტერორი არის ეკონომიკური გენოციდის ერთ–ერთი სახე, რომელიც მდგომარეობს მოსახლეობის ბიოლოგიური, მატერიალური და სულიერი–ძალისმიერი გზებით დაყაჩაღებაში და რომლის მიზანია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაშინება, გარყვნა, გამოთაყვანება და ფიზიკური მოსპობა.

უამრავი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი, რომელიც ადასტურებს საქართველოში მოსახლეობის მიმართ ეკონომიკური ტერორის განხორციელებას.

ერთ–ერთი  მათგანია, ბოლო წლების არჩევნების პრაქტიკა, როდესაც სწორედ დაშინების, მოსყიდვისა და მოტყუების მთელი არსენალის გამოყენებით, ხელისუფლებამ მოახერხა მისთვის საჭირო შედეგებით არჩევნების ჩატარება.

თანაც,  იმ ფონზე, როდესაც ამომრჩეველთა  მთელი რაოდენობის 70 პროცენტზე მეტი, კონფიდენციალურობისა  და  დაუსჯელობის გარანტიის  შემთხვევაში,  მათ  მხარს არ დაუჭერდა.

ახალგაზრდობის გამოთაყვანებას ემსახურება განათლების სისტემაში წარმატებით განხორციელებული „იმპორტირებული“ გეგმა ნიჭიერ ქართველ ერში ისეთი „განათლების“ შეტანისა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, , მომსახურებისა და ვაჭრობის დარგებში მომუშავეთათვის, ჩამოყალიბებული საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველმყოფი  ინდივიდების ფორმირებას ემსახურება.

ხოლო საქართველოს ახალგაზრდობისათვის ისეთი ტრადიციული დარგები, როგორიც არის საბუნებისმეტყველო (განსაკუთრებით, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) და ჰუმანიტარული დარგების დიდი ნაწილი (იურისპრიდენციისა და ჟურნალისტიკის გარდა), ფაქტიურად, როგორც საშუალო, ასევე უმაღლესი განათლების სივრცის გარეთ აღმოჩნდნენ.

აღარაფერს ვამბობთ სულიერი დაყაჩაღების უამრავ მაგალითზე, როდესაც ქართული,  ტრადიციული აზროვნებისა და მენტალიტეტისათვის არა მარტო უცხო, არამედ მისი ნგრევისაკენ მიმართული იდეოლოგიის ჩანერგვასთან გვაქვს საქმე  (არატრადიციულ ორიენტაციისადმი ე.წ. „საერთაშორისო სტანდარტებით
მიდგომით დაწყებული – მოქალაქის პასპორტიდან და პირადობის მოწმობიდან ნებისმიერი მოქალაქისათვის, არა მარტო ქართველისათვის, საამაყო და მნიშვნელოვანი ცნების  – ეროვნების მაჩვენებლის– ამოღებით დამთავრებული).

     ამ იდეოლოგიის ერთ–ერთ მთავარ არგუმენტად  ტოლერანტობაა მოყვანილი.

     ეს არ არის ქართული ეტიმოლოგიის სიტყვა, მაგრამ შინაარსით – ღრმად ქართულია, რადგან საქართველოს განვითარების ყველა ეტაპზე, ქართველების დამოკიდებულება სხვა ყველა ერის წარმომადგენელთა მიმართ, არა მხოლოდ ტოლერანტული, ანუ მომთმენი, არამედ გაცილებით ღრმა და მაღალზნეობრივი  ნიშნების მატარებელი იყო.

ამდენად, მხოლოდ ტოლერანტობა ნამდვილად არ უდევს საფუძვლადხელისუფლების მიერ  საქართველოში და საქართველოს მოსახლეობის მიმართ გატარებულ პოლიტიკას, რომლის მიზნები და საბოლოო ამოცანები სრულიად ნათელია და მკაფიო.

 

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *