გერონტოციდი

.                 

           გერონტოციდი   არის გენოციდის ფორმა, რომელიც მდგომარეობს ხანდაზმული ადამიანებისათვის სიცოცხლისათვის შეუთავსებელი საცხოვრებელი პირობების  შექმნაში.

დღეს, საქართველოში 60 წელს გადაცილებული ერთ მილიონამდე ადამიანია, მათ შორის პენსიონერია  – 800 000.

მინიმალურ პენსიას – 80 ლარს – იღებს ნახევარ მილიონზე მეტი, მაშინ როდესაც ოფიციალურად დადგენილი საარსებო მინიმუმი –152 ლარია.

60 წელს გადაცილებულ მოქალაქეს არ აზღვევს სადაზღვევო კომპანიების დიდი უმეტესობა, ხოლო თუ აზღვევს, ერთ–ერთი ძირითადი მომხსახურების–მედიკამენტების შეძენაზე დახარჯული თანხის მხოლოდ 20 პროცენტს უნაზღაურებს.

თანაც, იმის გაუთვალისწინებლად, ვინ იყო, როგორ იმსახურა, რა ჯილდოების თუ წოდებების მქონეა დაზღვეული პირი, როგორია მისი ოჯახური მდგომარეობა და, რაც მთავარია, რამდენად მძიმედ არის დაავადებული.

სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ხარისხი, დონე, მედიკამენტების უვნებლობა, მათი ხარისხი და ფასები ცალკე მსჯელობის საგანია, მაგრამ ის,  რომ საქართველოს მოქალაქეთა 25 პროცენტი, რომელთა ასაკი 60 წელს გადასცდა, აბსოლუტურად მიტოვებულია სახელმწიფოს მხრიდან–სამწუხარო რეალობაა.

60 წელს გადაცილებული ადამიანი, საქართველოში ვერც განვადებით შეიძენს სასურველ ნივთს.

დისკრიმინაციის მსგავსი ფაქტის მონახვა სხვა ქვეყნებში ალბათ, გაჭირდება.

პირიქით, მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, პენსიონერები, მოქალაქეთა სხვა კატეგორიებთან შედარებით, ამ მხრივაც მნიშვნელოვანი უპირატესობებითა და შეღავათებით სარგებლობენ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *