ინტელექტუალური გენოციდი

 

      ინტელექტუალური გენოციდი  გულისხმობს ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც მოსახლეობის დიდ ნაწილში იწვევენ გონებრივ განუვითერბლობასა და დეგრადაციას.

საქართველოს განათლების სისტემაში, განსაკუთრებით, სკოლებში შექმნილი რეალობა, სწორედ მოსწავლეთა ყოველმხრივი განვითარებისათვის ხელოვნური, შორს გამიზნული წინაღობების შექმნით ხასიათდება.

საკმაოდ ორგანიზებულად და მიზანსწრაფულად მიმდინარეობს მუშაობა მოსწავლეთა ცნობიერებაზე მავნე, მხოლოდ ხელისუფლების, და არა ქვეყნის ინტერესების განხორციელებისთვის გამიზნული სოციალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური სტერეოტიპების შემუშავებისა და ახალგაზრდობის ფართო შრეეებში ჩანერგვისათვის (ცნობილი შეკითხვა „ზოგად უნარებში“ საგამოცდო ბილეთებიდან).

სწორედ ამ მიზნების რეალიზაციას ემსახურება  ხელისუფლების ახალი ინიციატივა – სკოლებში „ნატოს“ კუთხეების (სახელწოდებას მიაქციეთ ყურადღება, ხომ არ იწვევს კონკრეტულ ასოციაციებს ახლო წარსულიდან?) გახსნა.

ეს მონობაც კა არ არის, რადგან მონას – ღირსებაშელახულ და სრულიად უუფლებო ადამიანს, არავინ დაავალდებულებს საკუთარი პატრონის, მონათმფლობელის „კუთხე“ მოაწყოს.

     ეს მონობაზე უარესია, რადგან  ფაქტიურად არის

     მონობის სურვილის დემონსტრაცია,

რაც ადამიანურ „ანტიფასეულობათა“ ნუსხაში პირველ ადგილზეა დასაყენებელი.

„საგრძნობი წარმატებებია“ მიღწეული  მოსახლეობის აზროვნების დეგრადირების მხრივ, თუმცა, ეს მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების მიღცევად არ უნდა ჩაითვალოს.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *