პიროვნება, რომლის სახელი და გვარი იმთავითვე ქუთაისთან ასოცირდება…
პიროვნება, რომლის სახელი და გვარი იმთავითვე ქ.ქუთაისთან ასოცირდება, სადაც არ უნდა წარსდგეს, მას ყოველთვის ამ უძველესი ქალაქის სურნელი დააქვს და იგრძნობა, რომ თავადაც ამაყობს ამით.
ბ.ნ თეიმურაზ შაშიაშვილი, პიროვნება, რომელსაც ყოველთვის სიყვარულით ხვდებიან, მისადმი კეთილდამოკიდებული ადამიანებით სავსეა ჩვენი ქალაქი, რაც ყველაზე დიდი გამარჯვებაა და ხაზს უსვამს როგორც პიროვნულ, ასევე მოვაღვაწეობრივ მორალს.
ბატონი თეიმურაზის მიმართ ამგვარად განწყობილ ადამიანთა რაოდენობა იმდენად დიდია, რამდენადაც მისი პიროვნებაა გამსჭვალული ეროვნული სულისკვეთებით. ადამიანი, რომელიც არასდროს ღალატობს საკუთარ პრინციპებს ქვეყნის ბედ-იღბალთან დამოკიდებულებაში.
ვფიქრობ, სრული უფლება მაქვს ჩემს საავტორო რუბრიკაში, #მევარბედნიერიშენით, რომელიც პირად დამოკიდებულებებს გამოხატავს, მესაუბრა ამ დიდებულ ადამიანზე, რადგან მისი სახელი ჩემი ბავშვობისა და ყმაწვილქალობის პერიოდის ძალიან პოზიტიურ განცდებს უკავშირდება.
იმ დროს, როცა ირგვლივ თითქმის ყველაფერი “რუხი” ფერისა იყო,ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრება იმ “სარკმელს” ჰგავდა, საიდანაც მხოლოდ მზე ანათებდა.
არაერთი რამ შემიძლია გავიხსენო, თუმცა არასდროს მტოვებს კადრი და ხმა იმ ერთერთი მისი სატელევიზიო გამოსვლიდან, სადაც რამდენიმე, ალბათ 2 ძვირფასი წუთი ჩემს პირველ ლექსთა მცირე კრებულზე საუბარს დაუთმო.
იმ დროს შეიძლება ამ კონკრეტულ საკითხზე სათქმელი ბევრი არაფერი ჰქონდა, თუმცა ამგვარი დამოკიდებულება აძლევს ადამიანს საშვალსბას რომ “დაიბადოს” და მეც თითქოს მეორედ მოვევლინე ქვეყანას.
მახსოვს, წერილებსაც ვწერდი.. .იმ წერილებს, რომელსაც ადრესატამდე არასდროს ვუშვებდი, მაგრამ მაინც…ეს ჩემი რუბრიკა არ არის ორიენტირებული მოღვაწეობრივი დეტალებისა და მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნაზე, არამედ მსურს გამოვხატო პირადი დამოკიდებულება ჩემთვის ძვირფასი კონკრეტული ადამიანის მიმართ და სწორედ იმიტომ, რომ თქვენ არსებობთ ბატონო თემურ, მინდა უფალს მადლობა გადავუხადო, ხოლო თქვენ მსურს, გულწრფელად გითხრათ, რომ…#მევარბედნიერიშენით!
ნათია ჯიმშელეიშვილი
Facebook Comments