არჩევნებისთვის მზადების პირველი ეტაპის ღონისძიებები

ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი

პროექტის პირველი ვარიანტი

არჩევნებისთვის მზადების პირველი ეტაპის ღონისძიებები

ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი

1. 15 ივნისამდე – საარჩევნო პარტიული ერთობის „ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ“ ფორმირება (შეხვედრები პარტიებთან… მხარდამჭერ პარტიათა სიის დაკონკრეტება, დეკლარაციის და სხვა პროგრამული დოკუმენტების მომზადება-მიღება…პირველი შეკრების ჩატარება)

2. 1 ივლისამდე – პარტიული ერთობის „ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ“ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების სიის შედგენა;

3. 10 ივლისამდე – პარტიული ერთობის „ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ“ პრეზენტაცია „მეცნიერთა კონგრესის“, „ქართული ერთობის დარბაზის“, „საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის ლიგის“, „ინოვაციური ცენტრის“, პროექტ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის“, „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ , სხვა მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების და ცნობილი მოღვაწეების მონაწილეობით;

4. 15 ივლისამდე – პარტია „თეთრების“ ყრილობა

5. 1 აგვისტომდე – გასვლა რეგიონებში, არჩევნებში პარტიის მონაწილეობისთვის კანონით განსაზღვრული ხელმოწერების შესაგროვებლად (კანონით საჭიროა 25 000 ხელმოწერა… ჩვენ უნდა შევაგროვოთ 40 000-ის ფარგლებში).

6. 20 ივნისიდან – 20 ივლისამდე – საარჩევნო ერთობის „ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ“ რეგიონალური სტრუქტურების ფორმირება და ოფისების პრეზენტაცია საზოგადოების ფართო წარმომადგენლობით;

7. 10 ივნისამდე – საარჩევნო ერთობის „ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ“ სახელით, ხელშეკრულების გაფორმება სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“;

8. 10 აგვისტომდე – საარჩევნო პროგრამის შედგენა ცნობილი საერთაშორისო ექსპერტების და მეცნიერების მონაწილეობით;

9. 10 სექტემბრამდე – საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ხალხმრავალ სახალხო შეკრებაზე (მიტინგი),. ან სპორტის სასახლეში;

10. 1 აგვისტომდე – საარჩევნო ბანერების და პროსპექტების მომზადება;

11. 1 ივლისამდე – „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ მიღება ცნობილი მოღვაწეების მონაწილეობით (1000 კაცის ფარგლებში); სასურველია, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ შენობაში, ან მცხეთის ამფითეატრში ღია ცის ქვეშ, ან საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ან რუსთაველის თეატრში;

12. 1 აგვისტომდე – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებისა და რჩევის შესაბამისად, „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ ფორმირების დასრულება, სიის გაგზავნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტში, პრეზიდენტთან… გამოქვეყნება საინფორმაციო საშუალებებში. პირველი შეხვედრის ორგანიზება. სასურველია, ის შედგეს საპატრიარქოში, ან მეცნიერებათა აკადემიაში, ან ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში;

13. 20 ივნისამდე -საბოლოო -1 აგვისტომდე – „პიროვნებათა პარლამენტის“ საარჩევნო გუნდის ფორმირების ღია საზოგადოებრივი და სატელევიზიო პროექტის ორგანიზება, „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ გელათში მიღებული პრინციპების გათვალისწინებით . პირველი სიის გამოქვეყნება მედიის საშუალებებში, გამოქვეყნების შემდეგ, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ორგანიზება, პირველი შეკრება „ქართული ერთობის დარბაზისა“ და „მეცნიერთა კონგრესის“ პატრიონაჟით;

14. 1 ივლისამდე – საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგის შექმნის ღია სატელევიზიო პროცესის დასრულება,პირველი სხდომის ორგანიზება

15. 1 ოქტომბრამდე – საქართველოში ემიგრანტთა ოჯახებისა და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგის წევრების შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურებში (გაერო, ევროპული სტრუქტურები);

16. 15 ოქტომბრამდე – გაგრძელება პროექტის: „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი“… იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის შემდგომ, გაგრძელება ევროპის სხვა ქვეყნებში, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ამერიკაში;

17. 10 სექტემბრამდე – მუშაობის გაგრძელება პროექტზე:“მშვიდობიანი კავკასია“ შეხვედრები აზერბაიჯანში, სომხეთში და ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში – შემაჯამებელი შეხვედრით საქართველოში;

18. 1 აგვისტომდე – არჩევნებისათვის საჭირო ხელმოწერების შეგროვების პარალელურად, ვაგროვებთ 30 000 კაციან ხელმოწერას პარლამენტში ქვეყნის განვითარების პროგრამის : „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“ და კორუფციისა და ნეპოტიზმის სახელმწიფო ღალატად გამოცხადების დაკანონების მიზნით, პარლამენტის კომიტეტებსადა პლენარულ სხდომებზე განხილვისთვის;

19. 21 მაისიდან – მასშტაბური სატელევიზიო პროექტის დაწყება: „საქართველო-დიდი შესაძლებლობების ქვეყანა, პრობლემა ვაქციოთ პოზიტივად,შესაძლებლობა- რეალობად“ დისკუსია მიდის ყოველ სამუშაო დღეს, 16-დან 18 საათამდე, 5 თვის განმავლობაში, დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს 700-მდე მეცნიერი, ექსპერტი, სპეციალისტი;

20. ეტაპობრივად, პროგრამის დასრულება 15 ოქტომბრამდე – ინოვაციური პროექტების საჯარო პრეზენტაცია რამდენიმე ეტაპად, როგორც ადგილებზე, ასევე საწარმოებსა და ორგანიზაციებში, მეცნიერებათა აკადემიაში, სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში; პროექტების შემაჯამებელი გამოფენა-დათვალიერება ექსპო ჯორჯიას გამოფენების ცენტრში (წერეთლის გამზ)

21. 1 სექტემბრამდე – მხარდაჭერა დიდ მამულიშვილთა მიერ დაფუძნებული ტელევიზია „ქართული TV“ -ს ტექნიკური აღჭურვის, საკაბელო ტელევიზიებში ჩართვის, აზერსატზე შენარჩუნების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ სექტემბრის თვის დასაწყისისთვის მაუწყებლობამ მოიცვას საქართველოს მთელი ტერიტორია და უცხოეთის ის ქვეყნები, სადაც მაუწყებლობენ „იმედი“ , 1 არხი“, „რუსთავი 2“, მთავარი“, ფორმულა“ ტვ პირველი“; მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მონაწილეობით, უცხოური და ქართული ტელევიზიების გამოცდილების გათვალისწინებით., ტელევიზიის სრულყოფილი ვებგვერდის მომზადება.

22. 10 სექტემბრამდე – გვარების წარმომადგენელთა დიდი შეკრების ორგანიზება და მათ წინაშე პროგრამის „ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ – საქართველო – დიდი შესაძლებლობების ქვეყანა“ .

23. 1 ოქტომბრამდე – ორი მიზნობრივი ვიზიტის მომზადება – ორგანიზება: 1. სექტემბრის ბოლო დეკადაში – აშშ-ში,სადაც ცნობილ უნიერსიტეტში მოხდება მოხსენებით გამოსვლა და ივნისის ბოლომდე, რუსეთში – სადაც მოეწყობა დიდი პრესკონფერენცია რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვით; მიმართვის ტექსტი მომზადდება 10 ივნისამდე და გამგზავრებამდე მოხდება მისი გამოქვეყნება ქართულ საინფორმაციო საშუალებებში;

24. 1 აგვისტომდე – მოხდება ქვეყნის, ცნობილი ადამიანების (ყველა აკადემიკოსის, მეცნ. დოქტორის, მწერლის, მხატვრის, მუსიკოსის, თეატრალის, საქართველოს ყველა სოფელში 2-3 ადამიანის) მოსაზრებების შესწავლა საარჩევნო სიის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამ მიზნით რამდენიმე მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის ხელმოწერით, მათ გადაეცემათ წერილის ტექსტი (ჩვენი გათვლით, სასურველია, 10 ათასამდე ადამიანს უნდა ვთხოვოთ , თითოეულმა მოგვაწოდოს ათამდე ისეთი პიროვნების სია, რომელთა გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნიათ საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება. შემოსული მასალების დამუშავება მოხდება სპეციალური ჯგუფის მიერ და გამოქვეყნდება იმ პიროვნებათა სია, რომლებიც ყველაზე მეტად დასახელდებიან ცნობილი მოღვაწეებისა და მეცნიერების მიერ. ეს უნიკალური პროექტია, შრომატევადი და სერიოზულ თანხებთან დაკავშირებული; (მინიმუმ, 50 ათასი ლარი).

ეს არის ძირითად ღონისძიებათა გეგმა, რომელიც დაკონკრეტდება პარტიული ერთობის შექმნის შემდგომ, დღევანდელი ანალიზით, ამ პროგრამის რეალიზაციისთვის, გარდა საოფისე ქირისა და დაგეგმილ ღონისძიებათა ჩატარების ადგილებისათვის საჭირო თანხებისა, მინიმალურად აუცილებელია,
• ივნისში – 60 000 ლარი
• ივლისში – 75-80 000 ლარი
• აგვისტოში – 85-90 000 ლარი;
• სექტემბერში – 100 – 110 000 ლარი
• ოქტომბერში – საარჩევნო კომისიებში მიმაგრებულთა, სატრანსპორტო და კვებითი ხარჯების გათვალისწინებით – 200 000 ლარი.
ამ თანხების მობილიზება უნდა მოხდეს მეცნიერთა კონგრესის, «ქართული ერთობის დარბაზის», ერთობის მონაწილე პარტიების, დაინტერესებული პირების მიერ და შემოწირულობების სახით … ამ მიზნით, შეიქმნება ფონდი და გამოქვეყნდება ანგარიშის ნომრები.
ჩვენი გათვლით, მინიმუმ, 1 მილიონი ლარის პირობებში და თუ არ მოხდება არჩევნების გაყალბება, შესაძლებელი იქნება ქვეყნისთვის სასურველი შედეგის დადება.
წარსულის ანალიზი ადასტურებს, რომ ასეთი თანხით დღემდე შედეგი არ დაუდია არც ერთ პოლიტიკურ ძალას. მეტიც, 10 – 15 მილიონზე ნაკლები თანხა არ დაუხარჯავს არც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელთაც 1 პროცენტიანი ბარიერი გადალახეს. «მეცნიერთა კონგრესი», «ქართული ერთობის დარბაზი» თვლიან, რომ ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნის პროცესი უნდა წარიმართოს დიდი სახალხო მხარდაჭერით, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ეს იქნება ხალხის ინტერესების გამომხატველი და დამცველი გუნდი.
ყველაფერი რეალურია, მთავარია, შედგეს თავგანწირულ ადამიანთა გუნდი და ეს გაცნობიერდეს ხალხში.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *