„თეთრები“ იწყებენ – ხალხი იმარჯვებს

ძვირფასო მეგობარო, ეს განსაკუთრებული წერილია… ჩვენ თანადგომას ველოდებით ჩვენ ამ წერილის, ამ მიმართვის უფლების მოპოვებისათვის მთელი წელიწადი ვშრომობდით. ჩვენი პროგრამები არის დასტური იმისა, თუ რას ნიშნავს ინტელექტუალური რადიკალიზაცია ძალისმიერი რადიკალიზაციის სანაცვლოდ, ანუ იმის სანაცვლოდ, რითაც გაჟღენთილია მთელი ქართული პოლიტიკური სისტემა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური. პროგრამა „ხსნა დემოკრატიაშია“ – ეს არის ორიენტაცია გონებაზე, მოაზროვნე ადამიანებზე და უარის თქმა აგრესიასა და მონურ ფსიქოლოგიაზე. ჩვენ მივდივართ კლასიკური დასავლური ტიპის პარტიის გზით: მთავარია არა პარტიის წევრთა რაოდენობა, არამედ ღრმა პროგრამები და მხარდამჭერთა რაოდენობა.

ჩვენი საქმიანობა ეყრდნობა შვიდ მთავარ პრინციპს:

პირველი: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი;

მეორე: ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს;

მესამე: უმჯობესია რამდენიმე პროგრესული, მოაზროვნე და წესიერი კაცი გიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად გიკრავდეს ტაშს;

მეოთხე: სხვისი ლანძღვა-გინება, საკუთარი წესიერების მტკიცება სულმოკლეობაა, საკუთარი უმწეობისა და უსუსურობის დადასტურებაა;

მეხუთე: ვინც ხმას იყიდის, ქვეყანას გაყიდის და ქვეყანას ყიდის ისიც, ვინც ხმას ყიდის;

მეექვსე: პოლიტიკოსი საკუთარი აზრებითა და ხალხის გრძნობებით უნდა ცხოვრობდეს;

მეშვიდე: თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მეცნიერული ანალიზი, გვაქვს ქვეყნის პოტენციალის მეცნიერული კვლევა და, რაც მთავარია, ამ ანალიზის გათვალისწინებით ქვეყნის პოტენციალის ამოქმედების რეალური პროგრამა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი პარტიის საფუძველი იყოს„კონვერგენციის თეორია“, ანუ თეორია, რომელიც კაპიტალიზმის (საბაზრო ეკონომიკის) და შვედური (ევროპული) სოციალიზმის მთავარი პრინციპებს აერთიანებს (კონკურენცია ადამიანის ბუნებითი უფლებების სრული დაცვით), ანუ ეს არის ნიჭის ძალაუფლების პრინციპი, განათლებულ ადამიანთა მმართველობა.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი წევრების რეალური მონაწილეობით (პრაქტიკულად საავტორო უფლებებით) შევქმენით ინტერნეტ-ტელევიზია „თეთრები“. „თეთრების“ მიზანია – ეს იყოს თავისუფალი და მართალი ტელევიზია ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზია 24 საათი მაუწყებლობს, სპეციალური დრო ეთმობა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, რეგულარულად კეთდება პირდაპირი ჩართვები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, პირდაპირ ეთერში გადაიცემა პოლიტიკური შეკრებები და დისკუსიები, ყოველდღიურად ათზე მეტი პოლიტიკური ლიდერი გამოთქვამს თავის პოზიციას, პირდაპირ ეთერში გადაიცემა დისკუსიები განათლებაზე, ეკონომიკაზე, სოციალურ სფეროზე. თავისუფალი მიკროფონი ეთმობა ნებისმიერს, ვისაც სურვილი აქვს ტელევიზიით გამოსვლის. მოკლე პერიოდში „თეთრები“ ცნობილი ადამიანების (ჯანსუღ ჩარკვიანი, დავით მაღრაძე, ეკა ბესელია) მოსაზრებათა გამოთქმის ასპარეზად იქცა.

ამჟამად მიმდინარეობს „ხალხის სასამართლოში“ განხილული პროცესების გადაცემა, უახლოეს მომავალში პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემული „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ სასამართლო პროცესები. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ვებ.გვერდი 7 თვის განმავლობაში 50 ათასმა მეტმა ვიზიტორმა დაათვალიერა. ჰიტების რაოდენობა 300 ათასს აჭარბებს. “თეთრების” ვებ-გვერდი ყოველდღიურად საშუალოდ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იხსნება.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი პარტიის ემბლემის ავტორი თანამედროვეობის უდიდესი ხელოვანი, დიდი ქართველი, დიდგორის არქიტექტურული კომპლექსის, დავით აღმაშენებლის, დავით გურამიშვილის ძეგლების, „მუზას“, „კიდევაც დაიზრდებიან“ შემქმნელი, მერაბ ბერძენიშვილია. მიწაში ჩარჭობილი ხმალი, ომის დამთავრებას და მიწიდან ამოსული,ხმალშემოხვეული ვაზი მშვიდობასა და შენებას ნიშნავს. რა დიდი ფილოსოფიაა ამ სიმარტივეში, როგორი ქართული სულით სუნთქავს ეს ემბლემა, მით უფრო, როცა იცი, რომ ქართველებმა მისცეს ცივილიზაციას ხალიბებიც და ვაზის კულტურაც. სისუფთავეა საჭირო – სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ „თეთრები“. ქვეყანას სუფთა ადამიანები და ის ხელისუფლება გადაარჩენს, რომლებიც ქვეყნის გარედან არ იმართება და რომლის წევრები ზნეობრივი ადამიანები არიან. „თეთრებმა“ ამით სათქმელი ვთქვით. თუ თქვენ გაგიჩნდებათ გვერდში დგომის სურვილი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თანამონაწილენი ვხდებით იმ განწყობით მოქმედებისა, რომელიც ჩვენს პროგრამებშია.

ჩვენ მივესალმებით ყველას, ვისაც აქვს, ან მომავალში გაუჩნდება ჩვენთან თანამშრომლობის, ჩვენი პროგრამების განხორციელებაში თანამონაწილეობის, ჩვენდამი თანადგომის სურვილი. ჩვენ ღიად ვაცხადებთ ჩვენს სურვილსაც, მისამართსაც და ჩვენს საბანკო რეკვიზიტებსაც, ანუ ყველა დაინტერესებულ პიროვნებას ექნება როგორც დახმარების (ფინანსური, მატერიალური, ტექნიკური), ასევე მიღებული დახმარების გამოყენების კონტროლის შესაძლებლობა .

„თეთრები“ იწყებენ და ხალხი იმარჯვებს . ეს იქნება ჩვენი მოქმედების მთავარი სურვილი და განწყობა. ვიყოთ ერთად და გავიმარჯვოთ, ვიცხოვროთ რეალური დემოკარტიის თავისუფლების, რწმენის და სიყვარულის ქვეყანაში – ჩვენი სახელიც („თეთრები“) ხომ ამას ნიშნავს!

ქვენთან

რთად

ავისუფლების

ეალურ

დეით

წინასწარ მადლობას გიხდით თანადგომისათვის. გვფარავდეს ღმერთი!

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ („თეთრები“)

დამფუძნებლები

2010 წლის 1 სექტემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *