პარტიის გერბი

 

gerbi1“თეთრი” ოდითგან იყო სისპეტაკის, სისუფთავის, ღვთიური ნათელის, სიამაყის სინონიმი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, თუ პოეზიის ბუმბერაზთა შემოქმედებაში თეთრი განასახიერებდა ყოველთვის ამაღლებულს, მიწიერ ამაოებათა ზედა;

`თეთრი რაში”, `თეთრი გედი”, თეთრი მანდილი~. . . ქედუხრელობის, სინატიფისა და კდემამოსილების რა სიმბოლოებია ამ სიტყვებში, როცა უკვდავ ნაწარმოებებს ვკითხულობთ, თუ ტკბილხმოვან ქართულ სიმღერას ვისმენთ.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი პარტიის ემბლემის ავტორი თანამედროვეობის უდიდესი ხელოვანი, დიდი ქართველი, დიდგორის არქიტექტურული კომპლექსის, დავით აღმაშენებლის, დავით გურამიშვილის ძეგლების, „მუზას“, „კიდევაც დაიზრდებიან“ შემქმნელი, მერაბ ბერძენიშვილია.

ღვთისმშობლის კალთისფერ ფონზე დაბლა დაშვებული მახვილი ვაზის მტევნებით. მიწაში ჩარჭობილი ხმალი, ომის დამთავრებას და მიწიდან ამოსული, ხმალშემოხვეული ვაზი მშვიდობასა და შენებას ნიშნავს. რა დიდი ფილოსოფიაა ამ სიმარტივეში, როგორი ქართული სულით სუნთქავს ეს ემბლემა, მით უფრო, როცა იცი, რომ ქართველებმა მისცეს ცივილიზაციას ხალიბებიც და ვაზის კულტურაც.

სისუფთავეა საჭირო – სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ „თეთრები“. ქვეყანას სუფთა ადამიანები და ინტელექტუალი პოლიტიკოსები გადაარჩენენ, რომლებიც ქვეყნის გარედან არ იმართებიან.

დიახ, ემბლემაზე ვაზია – ქართველისათვის მარადიული სიცოცხლის სიმბოლო, ხოლო დაშვებული ჯვრისებრი მახვილი მრავალ ჭირ-ვარამგამოვლილ უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში მშვიდობიანი აღმშენებლობის დამკვიდრებისაკენ ერის სწრაფვაა. მაგრამ, მახვილი ყოველთვის მზადაა აღიმართოს სამშობლოს ინტერესების დასაცავად.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *