„ქალაქში მკვლელი დადის და იგი პრეზიდენტია“

ღმერთი არ გვაპატიებს, რომ ეს ეს სიმართლე არ გავაცნოთ საქართველოს მოსახლეობას.

 

2 მაისს ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე  ხუბულოვის  მკვლელობის 6 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის კორტებთან გამართულ სოლიდარობის აქციაზე   განსაკუთრებულად შევეხე ფილმს „ქალაქში მკვლელია“

ეს ფილმი ძნელია საყურებლად, მაგრამ ის  მაინც ყველამ უნდა ნახოს საქართველოში და უნდა ნახონ ჩვენმა მეგობრებმა უცხოეთში.  მივმართავ   პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორის  წარმომადგენლებს რათა ჩვენ ყველამ ერთად  ეს შევძლოთ  6 მაისიდან 23 ნოემბრამდე.

მე  ვთვლი, რომ  ფილმი აუცილებლად უნდა აჩვენონ სახელისუფლებო ტელეარხებმა: „რუსთავი -2“-მა, „იმედმა“, „1 არხმა“. მხოლოდ ამის შემდგომ შეძლებს ხალხი სწორი დასკვნის გაკეთებას.

„ფილმი „ქალაქში მკვლელია“ ადასტურებს, რომ ქვეყანას მართავს სისხლიანი ხელისუფლება, რომ ქალაქში მკვლელი დადის და ის პრეზიდენტია, რადგან   მისი მითითებით არათუ  იძიებენ პოლიციელების  მიერ  150 ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტებს, არამედ აწინაურებენ მკვლელებს.

რეალური ოპოზიცია  პრაქტიკულ ქმედებებზე უნდა გადავიდეთ.არჩევნების არჩევნებამდე მოგება ეს არის ამ ხელსიუფლების მხილება და ხალხთან სიმართლით მისვლა.  ამ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  სწორედ ამ ფილმის ჩვენება იქნება, რადგან მხილება ხალხისთვის სრული ინფორმაციის მიწოდების გარეშე თავისთავად პოლიტიკაში წაგებას ნიშნავს.

 

სამწუხაროა, რომ თითქმის ყველა, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, მედიის საშუალებებში, არასამთავრობო სექტორის დიდ ნაწილში მტრად ექცა უნიკალურ სატელევიზიო პროექტს „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“. ამ პროექტის მიზანი სწორედ ეს იყო, მხილება და ხალხისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.  როგორც ფილმი „ქალაქში მკვლელია“, ასევე „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ გამართული რამდენიმე სასამართლო პროცესი (ზურაბ ვაზაგაშვილისა და აფრასიძეების საქმეები) ძალიან ცოტა ვინმემ თუ ნახა.

ის რომ ამ ფილმს და სასამართლოს ჩანაწერებს   არ აჩვენებენ  სახელისუფლებო ტელეარხები  უკვე ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ეშინია სიმართლის და ჩვენი ვალია სოფელ-სოფელ,  ქალაქ-ქალაქ ვიაროთ,  ხალხს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ვაჩვენოთ როგორც ფილმი, ასევე ხალხის სასამართლოს სატელევიზიო ჩანაწერები.

დღევანდელ საქართველოში გმირობის ტოლფასია ყველა იმ პიროვნების ქმედება, ვინც დაკავშირებულია როგორც ფილმის გადაღებასთან, ასევე  „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ სასამართლოსთან.

„ჩვენ ღმერთი არ გვაპატიებს, რომ  ეს სიმართლე არ გავაცნოთ საქართველოს მოსახლეობას. ვიწყებთ ამ დიდ პროცესს. ვიწყებთ სოციალური ქსელებით. შევეცდებით მაქსიმალურად ბევრს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია.  ყველა, ვინც ჩვენს მიერ მიწოდებულ მასალებს შემდგომ გაავრცელებს, კეთილ სამსახურს გაუწევს ქვეყანასაც, ხალხსაც, სიმართლესაც და დაღუპული ბიჭების სულებსაც.

დიდი მადლობა უნივერსიტეტის სტუდენტობას, რომლებმაც გუშინ სოციალური ქსელებით ასეთი ტექსტი გამომიგზავნეს:

“საღამოს მრგვალ ბაღში მოვაწყვეთ ფილმის ჩვენება ბატონო თემურ რომელსაც 150 ახალგაზრდა ესწრებოდა, რადგან უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უარი გვითხრა არა მხოლოდ უნივერსიტეტის ბაღში არამედ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის ჩვენებისა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და იქვე იყო კუდის თანამშრომლებიც!!!ძალიან ამაღელვებელი და კარგად გაკეთებული ფილმია ზუსტად ასახავს ჩვენს რეალობას!!!!“

 

ასეთი გაბედული ქმედებაა საჭირო…

დუმილი დღეს ღირსების დაკარგვის ტოლფასია!

დავიბრუნოთ ღირსება და სხვა საქართველოში ვიცხოვრებთ!

 

თემურ შაშიაშვილი

2012 წლის 3 მაისი

 

ფილმი “ქალაქში მკვლელია”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *