დღეს ბრძოლაა იმ ძალებთან, რომლებსაც საქართველო ვერ წარმოუდგენიათ დიქტატორის გარეშე

  aqciaდღეს საქართველოს მოსახლეობის ამოცანა უნდა იყოს, ჩამოვაცილოთ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ნაციონალური მოძრაობა,როგორც ჩასაფრებული პარტია და ჩასაფრებული პრეზიდენტი და მერე ყველამ გადავინაცვლოთ იმ პროგრამის შესრულებაზე, რომლითაც ივანიშვილი მოვიდა.

„მილიონი ხელმოწერაა შეგროვილი უკვე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. ნახეთ, 20 იანვარს უამრავი ადამიანი გამოვა ქუჩაში, ვინც ხელი მოაწერა, ვინც  თვლის,რომ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ არის.

მიხეილ სააკაშვილი იმდენად არარაობაა, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ წუთს არ დავხარჯავ.

დღეს ბრძოლაა იმ ძალებთან, რომლებსაც საქართველო ვერ წარმოუდგენიათ დიქტატორის გარეშე. მათი დიქტატის განმხორციელებელი კი არის სააკაშვილი. სააკაშვილი არის არარაობა, მაგრამ როცა გაანალიზებ, ვინ დგას მის უკან,  ვინ არის „პეტერსონ ბლეკნაფი“, ვინ არის სოროსი და მისი ფონდი; როდესაც გაანალიზებ, რა მიზნით შეიქმნა „თავისუფლების ინსტიტუტი“ და მისი იდეოლოგია, როდესაც ნახავ, მიწის მართვის ინისტიტუტების და ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უკან ვინ არის, უკვე სერიოზულად ფიქრობ იმაზე, რომ მართლა დიდ ომში ხარ.

ეს მართლა დიდგორია. დიდგორი არის სწორედ იმ ძალების დამარცხება, რომლებზეც სააკაშვილი დგას. ეს არის ქართული ცნობიერების საწინააღმდეგოდ მომართული ძალები. ამათ უნდათ, რომ მართლმადიდებლური რელიგია მოკვდეს და ყველა სიძველე, ტრადიცია.

 

სრულად: ინტერვიუ “ახალ თაობას” 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *