(ახალი თაობა )თემურ შაშიაშვილი: 20 იანვარს ვდებთ დოკუმენტებს, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა გასამართლდეს“

სააკაშვილის გადადგომას უკვე მილიონი ადამიანი ითხოვს

temmmm“თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი იმ მზაკვრულ გეგმებზე საუბრობს, რომლის განხორციელებაც, მისი თქმით სააკაშვილის ინტერესებშია, შაშიაშვილის თქმით, საქართევლოს პრეზიდენტს ამ გეგმების განხორციელებაში დასავლეთიც ეხმარება.
რა შემთხვევაში ჩაატარებს ვანო მერაბიშვილი არჩევნებს და როდისთვის იგეგმება მერაბიშვილის შს მინისტრად დანიშვნა? – ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს თეთრების ლიდერთან.

– ბატონო თემურ, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს,რ ომ ხელისუფლებამ უკვე გაშიფრა ის სქმეა, რომლის იმედად სააკაშვილი იყო. და რაც მას, ასე ვთქვათ ხელისუფლების დაბრუნების იმედს უჩენდა. დამეტებული ხომ არ არის ივანიშვილის განცხადება, რომ სააკაშვილი უკვე ბეჭებზეა დადებული?
– ვფიქრობ, ყველა ადამიანის უდიდესი პასუხისმგებლობაა დავიცვათ 1 ოქტომბრის მონაპოვარი., ეს არჩევნები რომელიმე პარტიის გამარჯვება არ არის. ეს არის ქვეყანაში დიქტატურის დამთავრება . ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მომავლის საქართველო მხოლოდ თავისუფალ ადამიანს უკავშირდება. რომ თავისუფლება ჭეშმარიტებაშია. ჩვენი ყოველი ქმედება, ეს იქნება სახალხო კრებაში, ჩვენს პარტიაში, თუ „ერთსულოვნებაში“ რომელმაც 50-მდე ორგანიზაცია გააერთიანა და ლოკალური პროგრამა აქვს – პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა, ამით არის განპირობებული. . ჭეშმარიტებაა არა რომელიმე პარტიის გამარჯვება, არამედ დიქტატურს დამარცხება და ყველა, ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, მან უარი უთხრა დიქტატურას. დიქტატურისაგან განთავისუფლება მარტივი არ არის.. ამას სერიოზული საყრდენი სჭირდება. ეს საყრდენია პროგრამა, რომელიც 1 ოქტომბერს იქნა მხარდაჭერილი და მას ჩასაფრებული პოლიტიკური ძალა სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს. არადა ჩასაფრებული პოლიტიკური ძალა მეორე დღესვე გამოჩნდა. პრეზიდენტმა გამოაცხადა, მე ოპოზიციაში ვარო. ეს არის უნიკალური მოვლენა, როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი აცხადებს, რომ არის ოპოზიციაში, ანუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ჩაუდგა ოპოზიციაში და მთავარსარდალია. ასეთ შემთხვევაში , ნებისმიერ ქვეყანაში პრეზიდენტს იმპიჩმენტს გა მოუცხადებენ, მაგრამ ჩვენთან ეს საკითხი მოდუნდა. ვიღაცას გონია, რომ 1 ოქტომბერს ყველაფერი დამთავრდა, არადა, ამ დღეს დიდი პროცესი დაიწყო, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი. ამ პროცესის პირველი ეტაპია, რომ ჩამოსცილდეს ჩასაფრებული ძალები იმ პროგრამას, რომელსაც მომავლის პროგრამა ჰქვია და რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობამ არჩევნებში მხარი დაუჭირა. ვის მოსწონს „ქართული ოცნება“ და მასში შემავალი ძალები, ეს ერთია, მაგრამ პროგრამა, რომელიც დაწერეს ქართველმა მეცნიერებმა, უცხოელმა ექსპერტებმა და რომელიც გამოვიდა, როგორც ივანიშვილის პროგრამა, არის უნიკალური. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი პროგრამა არც ერთ პარტიას არ ჰქონია. ეს არის საქართველოს მომავლის პროგრამა. ამიტომ დღეს საუბარია მომავლის პროგრამის გადარჩენაზე. თეორიულად სააკაშვილი ბეჭებზეა დადებული. ვფიქრობ, სააკაშვილი არ ღირს იმად, რომ ვინმე ებრძოდეს, ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილს ებრძვიან? არა, ბატონო დღეს ბრძოლაა სწორედ იმ ძალებთან, რომლებსაც საქართველო ვერ წარმოუდგენიათ დიქტატორის გარეშე. მათი დიქტატის განმხორციელებელი კი არის სააკაშვილი. სააკაშვილი არის არარაობა, მაგრამ როცა გაანალიზებ, ვინ არის პეტერსონ ბლეკნაფი, ვინ არის სოროსი და მისი ფონდი; როდესაც გაანალიზებ, რა მიზნით შეიქმნა „თავისუფლების ინსტიტუტი“ და მისი იდეოლოგია, როდესაც ნახავ, მიწის მართვის ინისტიტუტების და ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უკან ვინ არის, უკვე სერიოზულად ფიქრობ იმაზე, რომ მართლა დიდ ომში ხარ. ეს მართლა დიდგორია. სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა კი არ არის დიდგორი, დიდგორი არის სწორედ იმ ძალების დამარცხება, რომლებზეც სააკაშვილი დგას. ეს არის ქართული ცნობიერების საწინააღმდეგოდ მომართული ძალები. ამათ უნდათ, რომ მართლმადიდებლური რელიგია მოკვდეს და ყველა სიძველე, ტრადიცია. მიხეილ სააკაშვილი იმდენად არარაობაა, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ წუთს არ დავხარჯავ.

– თქვენ კი ამბობთ, პრეზიდენტი არარაობაა, მაგრამ ფაქტია, რომ ახალ ხელისუფლებას ქვეყნის გარეთ გარკვეულ პრობლემებს უქმნის.
– სააკაშვილი კი არ უქმნის პრობლემებს, არამედ ის ძალები, რომლებიც მას ლობირებენ. ნატოს პარამეტრებით, გამორიცხულია, რომ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი ავღანეთში ჩავიდეს.ჩავიდა ხომ სააკაშვილი? ხმა არავის ამოუღია. ნახეთ რას უკავშირდება ეს დუმილი. მართლა გგონიათ, რომ სააკაშვილი ძლიერია და რამეს წარმოადგენს?! ამ შეცდომას ნუ უშვებთ. ვინც ეს შეცდომა დაუშვა, ყველამ ფეხები დაიმტვრია.

– თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ დღემდე ხორციელდება ქვეყნის გარედან შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. ასეა?
– არ მინდა შეთქმულებაზე ვილაპარაკო, მაგრამ საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა ისეთია, რომ გარე ძალებს აქ აწყობთ თვისი მორჩილი ხელისუფლება. გარკვევით თქვა ბზეჟინსკიმ: დავანგრიეთ საბჭოთა ხელისუფლება, ეხლა ამოცანაა დავანგრიოთ მართლმადიდებლობა. მან ისიც თქვა, თუ საქართველოს უნდა ამერიკასთან კარგი ურთიერთობა, რუსეთის მტერი უნდა იყოსო. ეს ანტიდემოკრატიული გამოსვლაა. სააკაშვილის ქმედებებში ერთი წვეთი არაა ქართული. ყალბი ნაციონალი მოიყვანეს ქვეყნის სათავეში საქართველოს სახელით

– საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ უსპობს იმედს სააკაშვილს რომ რევანშზე იფიქროს?
– ივაიშვილმა რაც მოამზადა, ეს არის პრობლემის შემსუბუქება და არა გადაჭრა. სამწუხაროდ, ივანიშვილი ნაკლებად უსმენს კოალიციის გარეთ პიროვნებებს. მე ვარ მისი პროგრამის მხარდამჭერი და ვაღიარებ, არც მან ერთი წლის მანძილზე შეძლო, ეს იყო წარმოუდგენელი. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ 7 ნოემბერი, 26 მაისი. ყველა პრობლემა ხომ დამთავრებული იქნებოდა, რომ გვეთქვა 50% ბარიერი მაჟორიტარი დეპუტატებისათვის. დღეს ხომ სამი-ოთხი მაჟორიტარი დეპუტატის მეტი ნაციონალებიდან არ იქნებოდა. როგორც მინიმუმ, 110 დეპუტატი ეყოლებოდა „ქართულ ოცნებას“. რადგან ამას სხვა ამბობდა და არა მის წიაღში მყოფი პოლიტიკოსები, მხარი არ დაუჭირა. მის კოალიციაში არის ძალები, რომლებმაც თავის დროზე მხარი დაუჭირეს 30% -იან ბარიერს და, სამწუხაროდ, ირაკლი ალასანია ამას დაეთანხმა, რომლის მიმართ უდიდესი პატივისცემით ვრჩები, ჩვენი წინადადება რომ მიღებულიყო მაშინ, დღეს ხომ ყველაფერი დასრულებული გვექნებოდა? ამ უნიკალურ პროგრამას, რომელიც ივანიშვილის მიერ არის წარმოდენილი, ჩასაფრებული პოლიტიკური ძალა არ აწყობს. არ მინდა ვიფიქრო, რადიკალური მოქმედებები რომ არ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ოპოზიცია, დღეს ბევრს აწყობს „ქართულ ოცნებაში“. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვლის,რომ არ შეიძლება ნაცმოძრაობა იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა , მაგრამ ეს განწყობა არ არის ყველა პოლიტიკურ ძლაში, განსაკუთრებით იმ ძალებში, რომლებიც ქვეყნის გარედან იმართებიან და უსმენენ ზოგი ამერიკას, ზოგი – რუსეთს. დღეს საქართველოს მოსახლეობის ამოცანა უნდა იყოს, ჩამოვაცილოთ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ნაციონალური მოძრაობა,როგორც ჩასაფრებული პარტია და ჩასაფრებული პრეზიდენტი და მერე ყველამ გადავინაცვლოთ იმ პროგრამის შესრულებაზე, რომლითაც ივანიშვილი მოვიდა. თუ პრემიერს ჩასაფრებული პარტია და ჩასაფრებული პრეიზდენტი ეყოლებათ, ბატონი ბიძინა ვერ განახორციელებს იმ პორგრამას. მე ამ პროგრამას მივესალმები და ყველა ხელისშემშლელი ბარიერი უნდა ჩამოვაცილოთ. ოპოზიციური პარტიები ჩასაფრებული არიან და როცა შესრულდება 100 დღე, დაიწყება კრიტიკა. ჩევნ გვერდში გიდგევართ, არ გისაფრდებით, არ გვინდა თანამდებობა. ლევან ბერძენიშვილი შეურაცხყოფას გვაყენებს აქეთ, მაგრამ არა უშავს. იციან, ვინ არის ლევან ბერძენიშვილი და ვინ არის თემურ შაშიაშვილი. მე ბერძენიშვილს არ ვეჯიბრები. დღეს ლევან ბერძენიშვილი წერს, რომ ამ ღონისძიებებს ვატარებთ იმისთვის,რომ ვიღაცას პოლიტიკაში მოსვლა უნდა და ვიღაცას პოლიტიკაში დაბრუნება უნდა. ყველასათვის შეურაცხმყოფელია ასეთი გამოსვლა. ამით ლევან ბერძენიშვილი პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს აყენებს შეურაცხყოფას, ჩვენა ამას მვითმენთ ივანიშვილის პროგრამის გამო და გაჩერებული ვართ. თორემ ლევან ბერძენიშვილისა და მისი იდეოლოგიის პირველობა ვის უნდა ამ ქვეყანაში? ! ამიტომ ვამბობთ, ჩვენ ვდგევართ ამ პორგრამასთან და ხალხმა უნდა ჩამოაცილოს ჩასაფრებული პრეზიდენტი.

მილიონი ხელმოწერაა უკვე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაზე. ნახეთ, 20 იანვარს რამდენი ადამიანი გამოვა ქუჩაში, ვინც ხელი მოაწერა, ის ადამიანი თვლის,რომ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ არის. სააკაშვილს აღარ ჰქონდეს თავისი მთავრობით არჩევნების ჩატარების უფლება,ეს კარგია, მაგრამ ეს არის პროგრამა მინიმუმი, ეს არის დღეს „ქართული ოცნების“ სასარგებლო. ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს აწყობთ , რომ არჩევნები ჩატარდეს არა ერთ თვეში , ან ორ თვეში, ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობს. საქართველოს უნდა აწყობდეს არჩევნების ჩატარება წლის ბოლომდე და მართლაც ნამდვილ პარლამენტს მივიღებთ. ივანიშვილი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით საკითხს სწორად აყენებს.
ერთსულოვნების ინიციატივთ მიმდინარე ხელმოწერების ფონზე, რგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური პროცესების შემდგომი განვითრება?

– საქართველოს ჰყავს რამდენიმე ძლიერი კონსტიტუციონალისტი. ასეთ დროს მათ უნდა მოუსმინო. ყველა თვლის, რომ სააკაშვილის ვადა 20 იანვარს იწურება ივანიშვილმა თქვას, ვერავინ მიხვდა, სააკაშვილს რა აქვს ჩადებული ამ კონსტიტუციაშიო ეს ასე არ არის, გაშალეთ თუნდაც თქვენი გაზეთი და ნახეთ, რომ არჩევნებიდან ორ-სამ დღეში დავწერე: ნაციონალური მოძრაობა უკვე საშიში გახდა. მივიღე დარტყმები გარედან. იქ მიწერია, სააკაშვილი 6 თვის თავზე დაშლის პარლამენტს, შესთავაზებს თავის მთავრობას. თუ მთავრობა არ დაუმტკიცებს ორჯერ, დაშლის პარლამენტს და თავისი მთავრობით ჩაატარებს არჩევნებს. რაც ბატონმა ბიძინამ თქვა, ამოვხსენი დიდი ამოცანაო, ეს 2012 წლის ოქტომბერში დავწერე და დარწმუნებული ვარ, ბევრმა სხვამაც,სააკაშვილს აქვს ძალიან მზაკბრული გეგმა. ერთის მხრივ პროგრამა არის უნიკალური, მაგრამ ის ვერ შესრულდება ჩასაფრებული პრეზიდენტის ხელში. ხალხი ამის შესრულებას ელოდება. ამიტომ იმედგაცრუება იზრდება. იმედგაცრუებას აქვს ცრუ საფუძველი იმიტომ, რომ სააკაშვილი უშლის დღეს ხელს პროგრამის შესრულებას. პროგრამის არშესრულებას სააკაშვილი გამოიყენებს 6 თვის თავზე, იტყვის, ბატონებო, მეგონა ივანიშვილი გააკეთებდა ამას,ამას, ამას. მან ვერ გააკეთა ვერაფერი, ამიტომ მე ვნიშნავ ჩემს მთავრობას და გავაკეთებ ამას, ამას, ამას.გეუბნებით, ქვეყანაში დიდი უბედურება დაიწყება, თუ ის თავის მთავრობას დანიშნავს.

– თუ ასე მოხდა, სააკაშვილი მთვრობის თვმჯდომარედ ისევ მერაბიშვილს დანიშნავს?
– არა, მთვრობის თავმჯდომარედ სხვას, ახალს დანიშნავს. ცოტა ფულიც რომ ჰქონდეს. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მას შს მინისტრად დანიშნავს. დღევანდელი კონსტიტუცია სააკაშვილს საშუალებას აძლევს, რომ აპრილის დასაწყისში მან შესთავაზოს მთავრობის თავმჯდომარეს ახალი მთავრობის წევრები, მზაკვარია სააკაშვილი და ახალი მთვრობის თავმჯდომარეზე არა მარტო ის ფიქრობს, არამედ დასავლეთშიც ეძებენ პიროვნებას, რომელიც პრემიერად გამოდგება. დაასახელებს სააკაშვილი ამ პიროვნებას, იტყვის, მას გავლენიანი ფიგურები უჭერენ მხარსდა მერე ის შემოგვთავაზებს ახალ მთავრობას, რომელშიც ვანომერაბიშვილი იქნება შს მინისტრი და ჩაატარებს არჩევნებს. მას უნდა ქვეყანაში არეულობა. ჩვენ ეს არ გვინდა. ხელმოწერებსაც ამიტომ ვაგროვებთ და ვამბობთ, 21 იანვრიდან სააკაშვილი აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი გგვაქვს სარჩელი. პარლამენტს მივმართეთ წინადადებით, ხელმოწერები შევაგროვეთ, ვდებთ დოკუმენტებს 20 იანვარს, რომ უნდა გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“ , რომელმაც გენოციდი მოუწყო საქართველოს მოსახლეობას, უნდა გასამართლდეს სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ელიტარული კორუფციისათვის, რომლის სათავეში პირადად სააკაშვილი დგას. და მესამე მომენტი: რასაც ჩვენ გამოვიტანთ: პრეზიდენტი არის პრაქტიკულად უუნარო. ის, რაც მან ავღანეთში ჩასვლით გააკეთა, რაც ავღანეთიდან დუბაიში ჩასვლით გააკეთა, იმით,რაც მან რამდენიმე ხნის წინ ბელგიაში განაცხადა, რომ „საბჭოთა კავშირის დროს საქართველო იყო ყველაზე ჩამორჩენილი“ ეს მხოლოდ არაქართველს შეეძლო ეთქვა.იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო ამბობს, , საბჭოთა კავშირის დროს ქართული კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი და მედიცინა პირველობდა. სააკაშვილმა ეს გაანადგურა თავისი ავტორიტეტით. შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყო ს კაცი,რომელიც თვითმფრინავის დანახვაზე მიწაზე ფორთხავდა? ეს არის სკამზე მიკერებული კაცი. არ მეგონა, მაგრამ ახლა ქუთაისში რომ ვიყავი, მომიყვნენ: ბელგიაში რომ მიდიოდა სააკაშვილი, მისი თვითმფრინავი ქუთაისში დაჯდა და ჩაიჯინა საჯაია და ბელგიაში წაიყვანა. ეს არსად დაწერილა. თურმე ავღანეთში წაუყვანია. რა არის ეს?! სირცხვილი აღარ არის?! ვისაც ღირსება გვაქვს, ვამბობთ: სააკაშვილი 21 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *