“თეთრების” საგანგებო პრეს-კონფერენცია ობამა-მედვედევის მოსკოვის შეხვედრის წინ.

მთავარი განაცხადი: გადარჩენა არც ამერიკაშია და არც რუსეთში… გადარჩენა მხოლოდ საქართველოშია, ქართულ ცნობიერებაშია, საქართველოში სოროსიზმისა და „თავისუფლების ინსტიტუტის” იდეოლოგიისაგან განთავისუფლებაშია… იმ ხელისუფლებაშია, რომელიც გარედან არ იმართება, საქართველო უყვარს და საქართველოს ემსახურება… იმ ხელისუფლებაშია, რომელსაც გაცილებით მეტად დააინტერესებს ის, რას ფიქრობს მასზე ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა და არა ის, რას ამბობენ მასზე უცხოეთში

საქართველოს მომავალი დემოკრატიულ ღირებულებებშია, თავისუფალ ადამიანშია, ტრადიციების ერთგულებაშია, აფხაზებთან, ოსებთან, საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების ხალხებთან მეგობრობაშია….

საქართველოს მომავალი ამერიკასთან, რუსეთთან, ევროპასთან, მეზობელ ქვეყნებთან მეგობრობასა და კეთილგანწყობის გარერემოს შექმნაშია, ძლიერ კავკასიაშია.

საქართველოს მომავალი იმ ხელისუფლებაშია, რომელიც შეძლებს საქართველო მსოფლიოს სუპერსახელმწიფოთა დაჯახენბის ქვეყნიდან, აქციოს ქართულ ინტერესზე ამერიკისა და რუსეთის, ევროპის, აზიის, მეზობელი ქვეყნების ინტერესთა ზედდების ქვეყნად.

დაპირისპირება სუსტების მოგონილია, თანამშრომლობა ძლიერთ შეუძლიათ. სიძულვილით ცხოვრება – სუსტთა ხვედრია, შურსა და მტრობაზე ამაღლება – ძლიერთა.

ქართული, არც რომელიმე ქვეყნის ერთგულებაა – დადასტურებული მეორეს სიძულვილით და არც რომელიმე ქვეყნის სიძულვილია მეორესათვის ერთგულების დასამტკიცებლად.

ქართული – ქართული ინტერესია, გონებით მოქმედებაა და არა ემოციით… ქართული დავით აღმაშენებლის გზაა…

სამწუხაროდ, საქართველოში ყველაზე იაფი აგრესიაა – კარგად იყიდება, ბევრი მყიდველი ჰყავს. მისი გამყიდველი ან უკვე ზის კაბინეტში, ან მიდის კაბინეტისაკენ, ცხოვრობს ფუფუნებაში… აგრესიის მყიდველი ცხოვრობს უკიდურენს გაჭირვებაში, სულს ღაფავს, ემსახურება აპგრესიის გამყიდველს.

რუსეთისადმი აგრესიას ყიდის ქართველ ხალხზე საქართველოს ხელისუფლება და ამით ინარჩუნებს ძალაუფლებას.

საქართველოსადმი აგრესიას ყიდის რუს ხალხზე რუსეთის ხელისუფლება და ამით იძლიერებს ძალაუფლებას, გავლენას მსოფლიოში, ხდება მთელი ქართული სიმდიდრის მფლობელი.

ორთავე ხელისუფლება გამარჯვებულია თავის ხალხზე, განსაკუთრებულად მარცხდება ქართველი ხალხი, საქართველო.

საქართველო – რუსეთის ურთიერთობის მთელი ისტორიის მანძილზე, რუსეთს არასდროს შეუსრულებია ჩვენი ქვეყნისათვის ისეთი დამანგრეველი როლი, როგორსაც ასრულებს დღეს: რუსეთის ლანძღვა-გინებით, რუსეთისადმი აგრესიით საქართველოს ხელისუფლებაში მოდიან ანტიქართული ძალები. სწორად გვაფრთხილებენ გონიერი ადამიანები საქართველოში, ჩვენი ნამდვილი უცხოელი მეგობრები: “გეშინოდეთ იმ ხალხის, ვინც ხელისუფლებაში რუსეთის ლანძღვით მოდის ან ინარჩუნებს ამ ხელისუფლებას. ასეთი ხელისუფლება ებრძვის საქარველოს და აკეთებს რუსეთის ხელისუფლების საქმეს… ასეთი ხელისუფლება ბევრს საუბრობს რუსეთის აგენტებზე – დრო კი ადასტურებს, რომ სწორედ ისინი არიან რუსეთის ხელისუფლების და რუსეთის კგბ-ს აგენტები”.

ასეთი აგრესორთა ბუნება. ჩვენ ვემიჯნებით აგრესიას, ანუ ხალხში პოპულარობის მოხვეჭის ყველაზე მარტივ გზას. ვირჩევთ სრულიად განსხვავებულ- რთულ, ძნელ, ხალხში არაპოპულარულ გზას… ჩვენ ვიწყებთ პირდაპირ დიალოს აფხაზებთან, ოსებთან, პირველ ეტაპზე- რუსეთის მეცნიერებთან, კულტურის მოღვაწეებთან და მათთან საერთო ენის მოძებნის შემთხვევაში, მათი მონაწილეობით, მეორე ეტაპზე-რუსეთის ხელისუფლებასთან.

როგორადაც მძიმედ არ უნდა მიიღოს საქართველოს მოსახლეობამ ჩვენი პოზიცია- ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთთან დიალოგის, რუსეთთან კეთილმეზობლური დამოკიდებულების გარეშე- შეუძლებელია საქართველოს დამოუკიდებლობაც და ტერიტორიული მთლიანობის აღდნგენაც… ამ პოზიციას ადასტურებენ გაერო, ევროპული სტრუქტურები, ამერიკაც, მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყანა… ეს პოზიცია არ არის მისაღები მხორლოდ საქართველოს ხელისუფლებისათვის, „თავისუფლების ინსტიტუტისა” და „სოროსიზმისათვის”, მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვისაც. როოგორც ჩანს, არც რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში შედის კეთილმეზობლური ურთიერთობები.

საქართველოს გონის უპირველესი ამოცანაა გაარღვიოს ეს ჯადოსნური რკალი. ეს იქნება ჩვენი ბრძოლის მთავარი მიმართულებაც.

ამ საკითხებზე ჩვენ ერთი თვის შემდგომ, „თეთრები”-ს დამფუძნებელ ყრილობაზე წარმოვადგენთ მეცნიერ ექსპერტთა პოზიციას მოქმედებისათვის, რომელსაც ხალხთან დათათბარების შემდგომ, პროგრამად ვაქცევთ ოქტომბერში პარტიის დიდი ყრილობისათვის.

4 ივლისი, 2009 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *