სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი (2010წ. სექტემბერი)

saxalxo_krebaaa-225x150დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ პროტესტი იმ ბოროტების წინააღმდეგ რომელიც გამეფებულია საქართველოში. ხელისუფლების ძალადობა და სამართლებრივი სისტემის რეპრესიულ მექანიზმად გამოყენება ყოველდღიურ ნორმად იქცა. არსებული რეჟიმის მიერ მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობის დამნაშავე მასად გამოცხადება, რომელსაც ორი მოტივი

პოლიტიკური და ფინანსური, პირველი – ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დევნა და ანგარიშსწორებაა, ხოლო მეორე – მოსახლეობიდან თანხების ამოღება ე.წ. საპროცესო გარიგებების მეშვეობით, ეს სამარცხვინო პრაქტიკა თავიდანვე გადაიქცა ტყვეთა სყიდვის თანამედროვე მოდიფიკაციად. ჩვენ ხელთ არსებული არასრული სტატისტიკაც კი პირდაპირ ადასტურებს იმ შემზარავ რეალობას, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში რეჟიმის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად: სულ 2004 წლიდან დღემდე სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლებულია 100,455 ადამიანი, ხოლო ადმინისტრაციული წესით 145 000 ათასზე მეტი ადამიანი, ჯამში ეს რიცხვი 245 000 ათასს ადამიანს აჭარბებს, რამდენიმე ათასი ადამიანი რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ემალება ამ ტერორის მანქანას. პატიმართა რიცხვი 2003 წლამდე, ე.წ “ვარდების რევოლუციამდე” 7, 500 ადამიანს შეადგენდა, ხოლო ამჟამად ციხეებში გამოკეტილია 25 000 ზე მეტი ადამიანი. გავიხსენოთ ის, რომ დღეს საქართველოში სულ რაღაც 3 500 000 ადამიანი ცხოვრობს, რათა კიდევ უფრო რეალურად დავინახოთ ეს კატასტროფული მდგომარეობა.

დღეს საქართველოში ყველამ იცის, რომ ციხეები ადამიანის საწამებელ ადგილად გადაიქცა, ყოველდღიურია პატიმართა ნათესავების შანტაჟი, განსაკუთრებით ამაზრზენია პატიმართა ოჯახების იძულება წინასაარჩევნოდ ხმების მოზიდვისთვის.

ადამიანები ცდილობენ სტრასბურგის სასამართლოში იპოვონ სამართალი, რისთვისაც ისინი სასტიკად იდევნებიან რეჟიმის მიერ, ყოველივე ამის მიუხედავად საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობით მყარად დგას სამარცხვინო პირველ ადგილზე.

ე.წ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ 100-ზე მეტი ადამიანი პირდაპირ ქუჩებში იქნა დახვრეტილი, რაც იყო პრეზიდენტ სააკაშვილის “ნულოვანი ტოლერანტობის” პრაქტიკული განხორციელება.

სინამდვილეში საქართველოში 2004 წლიდან დღემდე პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული რამოდენიმე ათეული ათასი ადამიანია.
სწორედ იმისათვის, რომ დამალოს თავისი დანაშაული და გაამართლოს რეპრესიები საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რეჟიმი მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოს მოსახლეობის დისკრედიტაციას და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საკუთარი ერის კრიმინალურ ერად გამოცხადებას.

ქართული საზოგადოება არ უნდა შეეგუოს ამას, უნდა გავაცნობიეროდ, რომ ეს მდგომარეობა ჩვენ შვილებს მომავალს უსპობს და ერს განადგურებას უქადის.

ყოველივე ზემოთ თქმული ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა რეჟიმი, რომლის მოქმედებაც სრულად შეესაბამება 1987 წლის ჟენევის დეკლარაციის განსაზღვრებას სახელმწიფო ტერორიზმის შესახებ, სადაც ასეთად მიიჩნევა შემდეგი “პოლიციური სახელმწიფოს პრაქტიკა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ შიშის დანერგვის მიზნით, თვალთვალით, შეკრებათა დაშლა, მედიის კონტროლი, ცემა, ტანჯვა, არასამართლებრივი და მასიური დაპატიმრებები, ფალსიფიცირებული ბრალდებები და ხმების გავრცელება, საჩვენებელი სასამართლოები, მკვლელობები”.

სახელმწიფო ტერორიზმის რეჟიმი საქართველოში უნდა დამთავრდეს.

შეხვედრის მონაწილენი მოვუწოდებთ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციას:

1. გამოიმუშავონ ერთიანი პოზიცია და ყველამ საჯაროდ, ხელმოწერით მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ქვეყანაში უკანონო, პოლიტიკური და ხელისუფლების პირადი პატიმრების პრობლემა არის მათთვის მთავარი პრიორიტეტი.

2. მოუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, ხელისუფლებასთან ნებისმიერი ურთიერთობის დროს წინაპირობად იქცეს უკანონო, პოლიტიკური ხელისუფლების პირადის პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნა.

3. მოვითხოვთ სამოქალაქო საზოგადოებას და უფლებადამცველებს მიეცეთ შესაძლებლობა საპატიმრო ადგილებში შესვლისა და მონიტორინგის

4. განხორციელებისა, ბოლო პერიოდში პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა მიმართ უფლებების დარღვევებისა და გარდაცვალების ფაქტების ზრდის გამო.

5. მოვუწოდებთ პატიმართა ოჯახის წევრებს მეტი ორგანიზებულობისკენ, აქტიურობისკენ და სოლიდარობისკენ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *