“სახალხო წარმომადგენლობითი კრების” დადგენილება(2010წ. 25 ნოემბერი)

saxalxo_krebaaa-225x150დღეს, 25 ნოემბერს სახალხო წარმომადგენლობითი კრება, წარმოდგენილი 13 926 დელეგატითა და 850 000 მეტი მხარდამჭერით გახდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი უზენაესი ლეგიტიმური ორგანო.
მიუხედავად კრების მხარდამჭერების მიმართ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიერ დაშინებისა და ზეწოლისა სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფმა შეძლო საქართველოს მოსახლეობის და ჭეშმარიტი ოპოზიციური ძალების გაერთიანება საქართველოს ხალხისა და სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად.

კრების ლეგიტიმაცია დადასტურებულია. ამრიგად საინიციტივო ჯგუფის მთავარი მიზანი – მოახდინოს საზოგადოების ძალისხმევის ლეგიტიმაცია სააკაშვილის რეჟიმის დამღუპველ ქმედებათა აღსაკვეთად – მიღწეულია.
საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აქ წარმოდგენილ დელეგატებს მისცა მანდატი რათა მათ საქართველოს მოსახლეობის სახელით მიიღონ შემდეგი

გადაწყვეტილება:

1. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ ურიგდება არსებულ დანაშაულებრივ რეჟიმს;

2. ეთანხმება და მხარს უჭერს პრეზიდენტ სააკაშვილისადმი გამოცხადებულ უნდობლობის ვერდიქტს;

3. არსებული რეჟიმის შესაცვლელად გამოიყენებს სამოქალაქო წინააღმდეგობის ყველა ფორმას;

4. საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ გააკეთონ განცხადება გადადგომის შესახებ;

5. საქართველოს პარლამენტმა დანიშნოს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები.

6. 2010 წლის ოქტომბრის საკონსტიტუციო ცვლილებები ცნობილი იქნას ბათილად ანუ არარად.
ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად და არსებულ რეჟიმზე ზემოქმედების მიზნით:

1. ჩამოყალიბდეს სახალხო წარმომადგენლობით კრების აღმასრულებელი საბჭო;

2. ჩამოყალიბდეს სახალხო წარმომადგენლობითი კრების სათათბირო ორგანო;3. დაევალოს აღმასრულებელ საბჭოს 1 კვირის ვადაში დაიწყოს რეგიონული და რაიონული კომიტეტების შექმნა;

4. დაევალოს აღმასრულებელ საბჭოს ორგანიზება გაუკეთოს საქართველოს მოსახლეობის საერთო სახალხო დაუმორჩილებლობას;

5. დაევალოს აღმასრულებელ საბჭოს შექმნას ქომაგთა (მხარდამჭერთა დამცველთა) ჯგუფები რეგიონებსა და რაიონებში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *