სახალხო კრების განცხადება (27 მაისი, 2012წ)

Baneri kreba„სახალხო კრება“ ყოველთვის იყო და რჩება მის მიერ დეკლარირებული პრინციპების ერთგული.

ჩვენ არაერთგზის განგვიცხადებია, რომ დღეს არ არის ოპოზიციურ ძალებს შორის პაექრობის დრო, დღეს ქვეყანაა გადასარჩენი. ამისათვის ყველა რეალურად ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ გვერდზე უნდა გადადოს საკუთარი პოლიტიკური ამბიციები და მიუხედავად მათი განწყობისა და პოლიტიკური შეხედულებებისა, უნდა დაემორჩილონ ხალხის მოთხოვნას – იყვნენ ერთმანეთისადმი სოლიდარულნი, იმოქმედონ კოორდინირებულად და შეთანხმებულად, რათა მიაღწიონ აუცილებელ წარმატებას არსებულ რეჟიმთან ბრძოლაში. ეს ეხება როგორც „სახალხო კრებაში“ შემავალ პოლიტიკურ პარტიებს, ასევე ყველა სხვა რეალურად ოპოზიციურ ძალას.

„სახალხო კრებას“ დაარსების დღიდან არც ერთი პოლიტიკური პროცესისათვის არათუ ხელი არ შეუშლია, არამედ ყოველთვის ცდილობდა რეჟიმთან რეალურად მებრძოლთათვის ხელის შეწყობასა და დახმარებას.

აქედან გამომდინარე, „სახალხო კრების“ აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოლიდარობის და თანადგომის მიზნით, 2012 წლის 27 მაისს მივიდეს დაგეგმილ აქციაზე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული აქცია ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და აქციის ამოცანაა დავანახოთ არსებულ ხელისუფლებას, რომ ვდგევართ ერთად და რეჟიმს ვეუბნებით – არა!
„სახალხო კრება“ არის და ყოველთვის იქნება იქ, სადაც ხალხია!

„სახალხო კრება“
თბილისი, 27.05.12

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *