„სახალხო კრებამ“ დარბაზის შეხვედრა გამართა

Baneri kreba 2012 წლის 16 მარტს, სასტუმრო „ვერე პალასში“ შედგა “სახალხო კრების” სათათბირო ორგანო დარბაზის მორიგი სხდომა, სადაც განხილული იქნა ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის აუცილებლობისა და მის ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები.

სხდომაზე დარბაზის სპიკერად არჩეული იქნა ბატონი სოსო ჯაჭვლიანი. ასევე არჩეულ იქნა დარბაზის ახალი წევრები: ქალბატონი თამარ იოვაშვილი, ქალბატონი თინათინ ნიბლოშვილი,ბატონი დავით მალაზონია და ბატონი ფერდინანდ ლორთქიფანიძე.
„სახალხო კრების“ თავმჯდომარემ ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს მიერ გატარებული რიგი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ, როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ოპოზიციის მოქმედების დინამიკა კიდევ უფრო ამყარებს „სახალხო კრების“ მიერ გაჟღერებული ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის აუცილებლობას.
„ამის შესახებ ჩვენ განვაცხადეთ და იმედია ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი დროულად დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ეს არა „სახალხო კრებისათვის“ არამედ ქვეყნისათვისაა მნიშვნელოვანი. „სახალხო კრება“ განაგრძობს მუშაობას და დღეს განსახილველი და მისაღებია მეტად მნიშვნელოვანი წინადადებები“- განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, კიდევ ერთხელ განმარტა ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის აუცილებლობის, მისი მოქმედების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები.
„რაც შეეხება შეთავაზებას, ის გაკეთებულია, შეთავაზებები დამთავრდა. ვისაც სურს თანამშრომლობა და ჩაბმა არსებულ რეჟიმთან შეურიგებელ ბრძოლაში ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის.“-აღნიშნა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ.
ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ არსებული კონფიგურაციით და დინამიკით, 2012 წელს ვერ მოხდება არსებული დამნაშავე რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

დარბაზმა მხარი დაუჭირა, სოციალ დემოკრატიული პატრიის თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის წინადადებას ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების სერიის დაუყოვნებლივი დაწყების თაობაზე, განსხვავებული იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ძალების, ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედების შეთანხმების მიზნით.

დაბაზმა ასევე მოისმინა და მხარი დაუჭირა თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის კახა კუკავას წინადადებას, რომ მომავალი კვირის დასაწყისში პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მომზადდეს დოკუმენტი საარჩევნო კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც გადაეგზავნება ვენეციის კომისიას.

„სახალხო კრებამ“ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება,რომ კვლავ გააგრძელოს ქმედითი ღონისძიებები, რათა საკითხი გადაწყდეს ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად. „სახალხო კრება“ აქტიურად ჩაერთვება 31 მარტიდან დაგეგმილ აქციებში.
დარბაზის სხდომას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბატონი გია ჟორჟოლიანი, ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე ბატონი აკაკი ასათიანი, წინააღმდეგობის მოძრაობის ხელმძღვანელი ბატონი სოსო მანჯავიძე, საზოგადოებრივი მოძრაობის „ემსახურე საქართველოს“ ხელმძღვანელი ბატონი მურმან დუმბაძე

26.03,2012

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *