(kreba.info)„ სახალხო კრების “ აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

Baneri kreba

როგორც „ სახალხო კრების “აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელმა ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, დღეს „ სახალხო კრება “ არსებული რეალობის ადეკვატურად განაგრძობს თავის შემდგომ საქმიანობას. მისივე თქმით, მიუხედავად უდიდესი ტერორისა და რეპრესიებისა, რომელიც ხელისუფლებამ „ სახალხო კრების “ წინააღმდეგ განახორციელა, კრება კვლავ მყარად დგას და დღევანდელი, ასეთი წარმომადგენლობით შეხვედრა სწორედ ამის დასტურია.

დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ყველა რეგიონის წარმომადგენელის მოსაზრება და პოზიცია ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ „ სახალხო კრების “ ადგილობრივი, სახელისუფლებო მედიასაშუალებების უმრავლესობა, ისევე როგორც ხელისუფლების მიერ მართვადი ტელეკომპანიები იგნორირებას უკეთებენ „ სახალხო კრების “ თითქმის ყველა აქტივობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბრძოლა ყოველდღიურად გრძელდება და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ „ სახალხო კრება “ ერთადერთი ყველაზე მტკიცე და კარგად სტრუქტურირებული ორგანიზაციაა საქართველოში, რომლის წევრებიც თავისუფლების იდეით გაერთიანებული სამშობლოსათვის მებრძოლი ადამიანები არიან.

გულისტკივილით აღინიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლების საქმეს ნებსით თუ უნებლიედ ე.წ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ასრულებდნენ, როდესაც „ სახალხო კრების “ მიმართი ნიჰილიზმს და უნდობლობას თესავდნენ ადამიანებში.

„ სახალხო კრების “ წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომელთა მიზანს არსებული სისტემის რეალური შეცვლა და არა ხელისუფლების ჩანაცვლება წარმოადგენს.

გადაწყდა, რომ რეგიონული და რაიონული ორგანიზაციები “ სახალხო კრების “ აღმასრულებენ საბჭოსთან ერთდ შეაჯერებენ ახალ სამოქმედო გეგმას, რომლის განხორციელებასაც სავარაუდოდ მომავალი წლის იანვრიდან შეუდგებიან.

შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ „ სახალხო კრება “ როგორც ყოველთვის, ხელს შეუწყობს ქვეყნის სააკაშვილის რეჟიმისგან განთვისუფლების ყველა რეალურ პროცესს და პოლიტიკური მოვლენების ნებისმიერი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, კვლავ ბოლომდე იბრძოლებს ქვეყნის გადასარჩენად.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *