წერილი “სახალხო წარმომადგენლობით კრების” საინიციატივო ჯგუფს

saxalxo_krebaaa-225x150სახალხო წარმომადგენლობითი კრების
საინიციატივო ჯგუფს
ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს
ბატონ მერაბ ჯიბლაძეს
ბატონ გოგი ქავთარაძეს

ქალბატონო ნონა, ბატონო მერაბ, ბატონო გოგი,

გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და განმეორებით გიგზავნით წერილის ასლს, რომლითაც ივლისის ბოლოს მოგმართეთ.

გადაწყვეტილება წერილის განმეორებით გამოგზავნის თაობაზე მიიღო იმპიჩმენტის საორგანიზაციო შტაბის გაფართოებულმა სხდომამ, რომლის მუშაობაში საორგანიზაციო ჯგუფის ხუთ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერი, ქალბატონი ეკა ბესელიაც მონაწილეობდა.

ჩვენ ძალიან შეწუხებული ვართ, რომ წერილი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოიგზავნა და პირადად ბატონი მერაბ ჯიბლაძის მიერ გადაეცა სახალხო წარმომადგენლობითი კრების ოფისს, საერთოდ უპასუხოდ დარჩა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრე ბატონ გოგი ქავთარაძეს. მდგომარეობა არ შეცვლილა.

იმპიჩმენტის საორგანიზაციო ჯგუფი თვლის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული ყოველგვარი გაურკვევლობა უნდა მოიხსნას. ჩვენთვის შეხვედრა თვითმიზანი არ არის, ჩვენ წერილით პატივისცემა დაგიდასტურეთ და გამოვთქვით შეხვედრის სურვილი. ჩვენ გვაწუხებს არა მარტო ის, რომ შეხვედრა არ შედგა, არამედ ის, რომ უპასუხოდ დარჩა ჩვენი წერილი.

გულწრფელად მინდა გითხრათ, მაფიქრებს ისიც, რომ „თეთრები“ ვართ იმ პირველთა შორის, ვინც თანამედროვე საქართველოში „ეროვნული კრების“, იგივე „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ სათავეებთან ვდგევართ – განსაკუთრებული იყო 2006 წლის ივნისის წარმომადგენლობითი შეკრება „მეტეხი-პალასში“, მონაწილეობა მივიღეთ კრების მზადების ორი შტაბის პრობლემის მოხსნაში, პირველები გეწვიეთ და დაგიდასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა – და ასეთ დროს ჩამონათვალშიც კი არ მოვიხსენიებით კრების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთა გამოსვლებში. თუ ეს მექანიკური შეცდომაა, არა უშავს, მაგრამ თუ გამიზნულად ხდება, ეს უკვე ცუდია.

ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა: ან კრება უნდა იქცეს დიდ ნიშანსვეტად ქართულ ცხოვრებაში, ან უნდა გადავარჩინოთ თვით კრების იდეა.

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას და გადმოგცემთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საორგანიზაციო შტაბის სურვილს შეხვედრის თაობაზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 20 სექტემბერს დანიშნულია იმპიჩმენტის პროცესის დაწყების დამფუძნებელი კონფერენცია და კარგი იქნება, რომ იმპიჩმენტის საორგანიზაციო შტაბის თქვენთან შეხვედრა კვირის ბოლომდე მოეწყოს, რა თქმა უნდა, თუ თქვენი სურვილიც ასეთი იქნება.

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ („თეთრები“)
თემურ შაშიაშვილი
10 სექტემბერი2010 წელი
თბილისი

მისამართი: 0178, თბილისი, ღამბაშიძის. ქ№4;
ტელ: 443 446; 8(90) 40 54 55; 899 27 40 53 899 26 56 22
ელ-ფოსტა: tetrebigeorgia@gmail.com;
ვებ-გვერდი: www.tetrebi.org

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *