გუბაზ სანიკიძე: “ფორუმი” არის სახალხო კრების სრულფასოვანი და სრულუფლებიანი წევრი

97347ec81a2fbff0254d5a178be4de3d“ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ფორუმი” შესაძლოა, “წარმომადგენლობით სახალხო კრებას” გამოეთიშოს.

როგორც სანიკიძემ “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, “ეროვნული ფორუმი” კრების სრულუფლებიანი წევრია და მომავალშიც ასე იქნება”.

“ჩვენ არა მარტო “სახალხო კრების” მხარდამჭერები ვართ, არამედ ინტეგრირებულნი ვართ მასში მთელი ჩვენი ორგანიზაციული რესურსით. “ფორუმი” არის სახალხო კრების სრულფასოვანი და სრულუფლებიანი წევრი პოლიტიკური სპექტრიდან”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

სააგენტო “პირველი”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *