“სახალხო კრება“ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად მიიჩნევს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს

Baneri kreba„სახალხო კრება“ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად მიიჩნევს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს

„სახალხო კრება“ თვლის, რომ საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, „პოლიტიკური ნიშნით, დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე“,საქართველოს ჩამორეცხა ის სირცხვილი, რასაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული ადამიანების არსებობა ჰქვია. ჩვენ მადლობას ვუხდით ადამიანისუფლებათა დაცვის კომისიას, ყველა უფლებადაცვით ორგანიზაციას და ცალკეულ უფლებადამცველს გაწეული უმნიშვნელოვანესი სამუშაოსათვის და მტკიცე პოზიციისათვის, რომლის შედეგადაც მოხერხდა ამ უმნიშვნელოვანესი დადგენილებისმიღება.

„სახალხოკრება“ ასევე მიესალმება, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ, „ამინისტიისშესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას დაწმუნებულები ვართ,რომ საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადაში გაივლის ყველა საჭირო პროცედურას და პოლიტპატიმრები და პოლიტიკური დევნილები მაქსიმალურად სწრაფად, დაუბრუნდებიან საკუთაროჯახებს. ასევე პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ შემდგომ ეტაპზე აუცილებლად მოხდეს იმ პირებისათვის სტატუსის მინიჭება და რეაბილიტაცია, რომლებმაც პოლიტიკური ნიშნით, უკანონოდ უკვე მოიხადეს სასჯელი გასული წლები სმანძილზე.

ამავდროულად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ შეჩერდეს და ობიექტურად იქნას გამოძიებული წინა ხელისუფლების მიერჩადენილი ყველა დანაშაული. დამნაშავენი აუცილებლად უნდა წარსდგნენ თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ევროპისა დამიანის უფლებათა სასამართლოს წარმოებაში მიღებულიაქვს „სახალხო კრების“ სარჩელი 2011 წლის მაისის მოვლენებთან დაკავშირებით და ჩვენდარწმუნებულნი ვართ, რომ სასამართლო მთელი მსოფლიოს გასაგონად დაადასტურებს ჩვენს სიმართლეს.

„სახალხო კრება“ მოელის, რომ ჩვენ მიერ არაერთგზის გაცხადებული მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება და უახლოეს ხანებში შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს, როგორც 26 მაისის სისხლიან სადამსჯელო სპეცოპერაციას, ასევე 26 მაისამდე ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ რეპრესიებსა და ტერორს „სახალხოკრების“ წევრებისა და მომხრეების მიმართ.

ვინაიდან სპეკულაციები 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით არ წყდება და „ნაციონალურიმოძრაობა“ ურცხვად მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე ალაპარაკდა, „სახალხო კრებამ“ მიიღო გადაწყვეტილება დააჩქაროს პროცესი და მიმართოს მთავარპროკურატურას 2011 წლის მაისის მოვლენების გამოძიების უმოკლეს ვადებში დაწყების მოთხოვნით.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *