კონგრესის პოლიტიკური მიმართვა

gerbi1კონგრესის წევრებს, სტუმრებს, კოლეგებს, პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს ვთავაზობთ რამდენიმე ინიციატივას, სურვილის შემთხვევაში მხარდაჭერას, შესაძლებლობის შემთხვევაში კი ერთობლივ მუშაობას ჩვენის აზრით მეტად საჭირბოროტო რამდენიმე საკითხზე:

აუკუნის ტკივილი

21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი ტკივილის – 2008 წლის ომის თაობაზე არსებობს ქალბატონ ტალიავინის პირუთვნელი დასკვნა. მიუხედავად ამისა, ვაცხადებთ, რომ შედეგები გაცილებით მძიმეა:

– 2008 წლის 7 ნოემბრის მიმართ ხელისუფლების პანიკური შიშის გამო და უცხოელ მფარველთა თხოვნით ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფალმა სეპარატისტულ ანკლავში თითქოსდა კონსტიტუციური წესრიგის დასამყარებლად დაბომბა საკუთარი ტერიტორია, რის შედეგად დაკარგა ორი ისტორიული პროვინცია და სანაცვლოდ შეინარჩუნა საკუთარი ძალაუფლება;

– კონფლიქტის შედეგად საქართველოს ათასობით მოქალაქე დარჩა ხელისუფლებისაგან ელემენტარული ყურადღების გარეშე;

– იმის გამო, რომ არაეფექტურად იქნა გამოყენებული დახმარება და მიღებული მილიარდებიდან დანიშნულებით წავიდა მხოლოდ მიზერული ნაწილი, ლომის წილი მიითვისა ხელისუფლებამ, რითაც კიდევ უფრო გააძლიერა პოლიციური რეჟიმი;

– იავარქმნილ იქნა ათობით სოფელი და დაბა, ქვეყანა განადგურდა, ხელისუფლება კი გაძლიერდა;

– სისხლი დაიღვარა მოძმე ერებს შორის, რაც კავკასიისათვის განსაკუთრებით საშიში მოვლენაა;
აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროდ მიგვაჩნია გაკეთდეს ამ ტრაგიკული მოვლენის პოლიტიკურ ძალთა ერთობლივი სამართლებრივი, პოლიტიკური, ისტორიული შეფასება.

კანონი ოპოზიციის შესახებ – სასწრაფოდ!!

– ქვეყანა, სადაც ხელისუფლებას არ ჰყავს სერიოზული ოპოზიცია, არ შეიძლება იწოდებოდეს ცივილიზებულად, არ შეიძლება იყოს დემოკრატიული. ამდენად დაუყოვნებლივ დავიწყოთ ერთობლივად მუშაობა და არჩევნებამდე დავამთავროთ ურთიერთშეთანხმებული კანონპროექტი ოპოზიციის შესახებ. ამ საქმეში სრულად იქნეს გამოყენებული დიდი პარლამენტარიზმის ქვეყნების: ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ევროპული გამოცდილება, აგრეთვე ჩვენი დროის დიდი პოლიტიკოსების, მათ შორის ნობელიანტ ვაცლავ ჰაველის შრომები პოლიტიკური ოპოზიციის შესახებ.

რეალურმა და არა ხელისუფლების მიერ კლონირებულმა ოპოზიციამ უახლოეს მომავალში ხელი მოვაწეროთ ოპოზიციის შესახებ კანონზე ერთობლივი მუშაობის დეკლარაციას.

ნდობის რეფერენდუმი და მთავრობის როტაცია

– შეიქმნას „ნდობის რეფერენდუმების“ ჩატარების მექანიზმი და კულტურა, რაც გამორიცხავს ძალადობის გამოყენების აუცილებლობას და შესაძლებლობას, რევოლუციებს, სხვა მსგავს ქმედებებს, ხოლო ქუჩას აქცევს ჭეშმარიტი დემოკრატიის სკოლად. ისე, როგორც უახლოეს წარსულში ქუჩა იყო ვაჟკაცობის კაცური ურთიერთობების, პატიოსანი სიტყვის სკოლა და დაფასების ადგილი.

რაც შეეხება „ნდობის რეფერენდუმს“, ის უნდა ჩატარდეს ყოველ ორნახევარ წელიწადში ერთხელ 10-15 წლის მანძილზე, რომლის საფუძველზე გაირკვევა მთლიანად შეიძლება დარჩეს ხელისუფლება, თუ უნდა იქნას გამოწვეული სრულად , ან მისი ერთი ნაწილი. გვესმის, რომ საკითხი არ არის მარტივი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ აუცილებელია ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ხელოვნური დეფიციტი „მოქკავშირ“ – „ნაციონალებისაგან“

– აშკარაა, არსებული ხელისუფლება თავის თავზე იბრალებს და თავს იწონებს იმით, რაც მთელს მსოფლიოში გადაწყდა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის კვალობაზე ისე, რომ სახელმწიფოებმა შეინარჩუნეს სტრატეგიული ობიექტები, სატრანსპორტო არტერიები, ბუნებრივი სიმდიდრეები.

ჩვენში გვამადლიან ისეთ ელემენტარულ საკითხებს, როგორიცაა ელექტროენერგია, წყალი, გზები, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა.

კარგად ვიცით, რა ჯდება და რამდენჯერადად ძვირია ჩვენში ყოველივე ზემოთჩამოთვლილი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით.

ამ პრობლემას აქვს ერთი ძალიან დაფარული და ჩვენგან წარმოსაჩენი ასპექტი: აშკარაა, რომ ყველაფერი,რაც ხდებოდა 90-იანი წლების მეორე ნახევარში, გამოწვეული იყო 1997 წლიდან „მოქკავშირის“ ახალგაზრდული ჯგუფის, მათი მინისტრების, მათი საპარლამენტო კორპუსის მიერ ორგანიზებული საბოტაჟით, რაც იწვევდა ხელოვნურ დეფიციტს მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის, წყლის, პენსიების და სხვა სასიცოცხლო სიკეთეთა მიწოდების საქმეში. როგორც მაშინ იყო ეს ყველაფერი ხელოვნური, ისე დღეს არის ხელოვნური მოსახლეობის უკიდურესი გაჭირვება და დეფიციტი სხვადასხვა სფეროში. ამ საკითხების მთელი სერიოზულობით შესწავლა აღკვეთს ანალოგიურ ფაქტებს, რაც თავის მხრივ სერიოზულად გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ პირობებს.

არადემოკრატთა ბიზნესი და დალექილი მილიარდები.

– საქართველოში არ არის დემოკრატიული ქვეყნების ბიზნესი. ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ყვავის მხოლოდ რუსული, თურქული, არაბული კაპიტალი, მიუთითებს ქვეყანაში კორუფციის მაღალ მაჩვენებელზე, კორუფციულ გარიგებებზე ამ ქვეყნების არაკეთილსინდისიერ მოქალაქეებთან, შავი ფულის დიდი მასების „გათეთრებაზე’, ხელისუფლებაში ელიტარული კორუფციის განშტოებული და მაღალორგანიზებული სისტემის არსებობაზე. ჩვენი ვარაუდით უცხოურ ბანკებში ამ გზით დალექილი თანხა 20 მილიარდ დოლარს აღწევს.
12 მილიარდი: არაბუნებრივი ფასები და გადასახადები

– ჩვენი ანალიზი ცხადყოფს, რომ მხოლოდ არაბუნებრივად გაზრდილი გადასახადებითა და ფასებით ხელისუფლება წელიწადში იტაცებს ხალხის კუთვნილ 12 მილიარდ ლარს

საზოგადოების მხარდაჭერის შემთხვევაში საკითხი სასურველია შეისწავლოს ექსპერტთა, პოლიტიკოსთა, უცხოელ სპეციალისტთა ჯგუფმა,რომელიც დადებს კვალიფიციურ დასკვნას შემდგომი რეაგირების მიზნით. ვინაიდან მიგვაჩნია, ისევე, როგორც ზემოთჩამოთვლილი სხვა დარღვევები, 12 მილიარდი ლარის ყოველწლიურად მითვისების ფაქტი გახლავთ დანაშაული საქართველოს მოსახლეობის, ქართული სახელმწიფოს წინაშე;

– დღესვე ვაყენებთ საკითხს საპარლამენტო ბარიერის 50 პროცენტამდე გაზრდის თაობაზე. ყველა სხვა შემთხვევაში, ეს იქნება არსებული ხელისუფლების მიერ დაგებული მახე, პოლიტიკური აზრის პლურალიზმის, მომავალი პარლამენტის პოლიტიკური მრავალფეროვნების, ქვეყანაში თავისუფალი პოლიტიკური აზროვნების წინააღმდეგ.

მათ შეიწირეს ერისკაცები

– არსებულმა ხელისუფლებამ არა მხოლოდ ფიგურალურად ჩაკლა პოლიტიკური პროცესები და არასასურველი პოლიტიკური ოპოზიცია, არამედ უმაღლეს დონეზე ორგანიზაცია გაუკეთა „ სახელმწიფო მკვლელობებს“, არასასურველთა ფიზიკური განადგურების თითოეული საქმე ხელახალ დაწვრილებით შესწავლას საჭიროებს. ამის პატიება არ შეიძლება:

მათ შეიწირეს ჩვენი საზოგადოების საუკეთესო შვილები – ახალგაზრდები;

მათ შეიწირეს ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი – ეროვნულად მოაზროვნე მეცნიერები და ერისკაცები;

2004 წელი – დიდი ბიზნესგადანაწილება

– ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2004 წელს მოხდა არა მხოლოდ დიდი ძალადობა კონსტიტუციაზე, არამედ დიდი ძალადობრივი ბიზნესგადანაწილება; თუ ჩვენ ღირსება გვაქვს, უნდა შევისწავლოთ წართმევის, ჩამორთმევის, ე.წ. „ჩუქების“ ყოველი კერძო შემთხვევა საეჭვო ბიზნესგარიგებებისა და წილების გაყოფა-გადანაწილების პოლიტიკური და სოციალური შედეგები.

საკითხი ამავე დროს საჭიროებს ფაქიზ მიდგომას, ვინაიდან ძალადობის შედეგად ძალიან ბევრი მსხვერპლი იქცა ხელისუფლების მძევლად, მოწმედ, იძულებით მსახურად. ასეთი ადამიანების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება იქნება მომავალი ხელისუფლების კაცთმოყვარეობის და ჰუმანურობის ინდიკატორი.

აუცილებელია ეკონომიკური ამნისტია

– საზოგადოდ ცნობილია, რომ ქვეყანაში ყველაზე მძლავრ მარწუხებში მოექცა თავისუფალი ბიზნესი. ბიზნესი, რომელსაც არ გააჩნია მფარველები უმაღლეს სახელისუფლო ეშელონებში – პრაქტიკულად განადგურდა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია შეწონილი ეკონომიკური ამნისტიის გამოცხადება.

ეროვნული სიმდიდრე ერს დაუბრუნდება

– ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრეთა დასაცავად; მიწების, ტყეების, ტბების შესანარჩუნებლად აუცილებლად მიგვაჩნია მომზადდეს ოპოზიციური სპექტრის ერთობლივი გაფრთხილება უცხოელი არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენებისადმი. მათ უნდა იცოდნენ, რომ კანონდარღვევით ან „ნაციონალური“ ხელისუფლების ანტიქართული კანონებით მითვისებული ქართული სიმდიდრე საბოლოოდ დაუბრუნდება საქართველოს სახელმწიფოს.

დღევანდელი ხელისუფლების მეგობარი ქართველთ მეგობარი ვერ იქნება

– დრო მოითხოვს, ერთობლივად მივმართოთ საქართველოს მეგობარ ქვეყნებად წოდებულ მთავრობებს, რამეთუ:

● მათ, ქართული განწყობის საწინააღმდეგოდ, გაამარჯვებინეს „ნაციონალების“ რეჟიმს;

● მათ შეუქმნეს ყალბი ავტორიტეტი და გააყოყოჩეს დღევანდელი ხელისუფლება და მისი ლიდერი;

● მათ დაიცვეს სააკაშვილი 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ და მისცეს 26 მაისის სადამსჯელო აქციის უფლება;

● მათ აპატიეს ომის დაწყება (იქნებ, წააქეზეს კიდეც);

● ისინი პატიობენ დღევანდელ ხელისუფალს საქართველოს ტერიტორიების და სიმდიდრეების გაყიდვას, საქართველოს მოსახლეობის აბუჩად აგდებას;

● ისინი ეძებენ მის მსგავსს უმაღლეს თანამდებობაზე შემცვლელად.

ეს არ არის მეგობრობა საქართველოსი და ქართველი ხალხის მიმართ!

ეს არ არის ღირსეული დამოკიდებულება უძველესი ერის მიმართ!

ეს არ არის საერთაშორისო ურთიერთობების აღიარებული პრინციპების დაცვა!

– საზოგადოებისათვის შემოთავაზებულ წინადადებათა განსახილველად და რეალიზაციისათვის სათანამშრომლოდ ჩვენ ღია ვართ ყველა ძალისათვის. ჩვენთვის სასიხარულოა თანამშრომლობა ყველასთან, თუმცა აქვე დაუშვებლად და მიუღებლად მიგვაჩნია თანამშრომლობა:
კერპთაყვანისმცემლებსა და სექტანტებთან;

კორუმპირებულებთან;

მათთან, ვისაც დემოკრატია უთვისტომობად, კოსმოპოლიტიზმად მიაჩნია;

მათთან, ვინც საკუთარ გვარს, ეროვნებას, სარწმუნოებას, ქვეყანას ღალატობს;

მათთან, ვინც მხარს უჭერს ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას, ვისაც არასწორი სქესობრივი ორიენტაცია გააჩნია, ან თანაუგრძნობს მათ;

დამბეზღებლებთან, დამსმენებთან, მლიქვნელებთან;

უცხოეთის ქვეყნების სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ პირებთან და მათთან, ვინც უცხო ქვეყნების ხელმძღვანელთა თუ ცალკეულ ჯგუფების დავალებებს ასრულებს საქართველოში (მნიშვნელობა არ აქვს, ეს კატეგორია ხელისუფლებაშია თუ მის გარეთ).

– ჩვენი საქმიანობის მთავარი პრონციპებია:

პირველი: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი;

მეორე ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს;

მესამე: უმჯობესია რამდენიმე პროგრესული და წესიერი კაცი გიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად გიკრავდნენ ტაშს;

მეოთხე:სხვისი ლანძღვა-გინებით საკუთარი წესიერების მტკიცება სულმოკლეობა, საკუთარი უმწეობისა და უწესობის დადასტურებაა:

მეხუთე ვინც ხმას ყიდის, ქვეყანას გაყიდის და ქვეყანას ყიდის ისიც, ვინც ხმას ყიდულობს;

მეექვსე : პოლიტიკოსი საკუთარი აზრებით და ხალხის გრძნობებით უნდა ცხოვრობდეს;

მეშვიდე: თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.

 

– ჩვენს ერთობლივ საქმიანობას შეუძლია შემოუერთდეს მხოლოდ რწმენის კაცი, მართალი კაცი… შურზე და მტრობაზე ამაღლებული… ვინც ზნეობით ცხოვრობს… ვისთვისაც სინდისი არის „გონებაი მამხილებელი…“

 

ვისაცარც წარსულის და არც მომავლის არ ეშინია…

ვისაც სხვისი გახარების უნარი აქვს…

ვისაცსხვი ტკივილის, სხვისი მწუხარების გათავისება შეუძლია…

ვინცაცნობიერებს, რომ რწმენა იგივე სიყვარულია…

ვინციცის, რასაც სიყვარულით მოეკიდება, არაფერია ამქვეყნად ძნელი…

ვინც სიძულვილის კენჭი რომ გვესროლოს, სიყვარულის ლოდს დაგახვედრებს…

ვინციცის, რომ სიყვარულს ერთადერთს შეუძლია შექმნას ადამიანი. როგირც სამყარო და მთელი სამყარო მოათავსოს ადამიანის გულში…

ვინციცის დედაშვილობის ფასი…

ვისთვისაც ოჯახიშვილობაა მთავარი, წინაპრის საფლავი – უწმინდესი…

ისთვისაც დიდი სიმაღლეა ქართველი ქალის კდემამოსილება, ქალისადმი კრძალვა და რიდი…

ვინც იცის რომ ადვილია ნგრევა-სულმოკლეობაა, ე.ი ნგრევა; მადლიერება კი – სულგრძელობა, ე.ი. შენება…

ვინც იცის რომ უბედურების სათავე სხვათა ძარცვა-გლეჯვით, უკანონობით მოპოვებული სიმდიდრეა…

ვინც იცის რომ ხარბი კაცი არასდროს იქნება ბედნიერი…

ვინც იცის რომ არ შეიძლება მდიდარი იყო მაშინ , როცა ღარიბია და გაუსაძლის ყოფაშია წესიერი კაცი, შიმშილობს მეცნიერი , მწერალი, შემოქმედი, კულტურის მოღვაწე, ცნობილი სპორტსმენი… როცა შიმშილობს მასწავლებელი, ბავშვს ბავშვობა აღარ აქვს, მოხუცის სიცოცხლე გამწარებულია, გაწამებულია ხიზანი, მიტოვებულია შრომის უუნარო, მიუსაფარი…
– შეიძლება, გარკვეულწილად სიმბოლურიც იყოს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 2005 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნებული დოკუმენტით განვაცხადეთ, რომ მოვდიოდით “… ქართული ოცნების – საქართველოს ბედნიერების იმედად…“ ჩვენ მაშინ ყველაზე დიდ ქართულ ოცნებას – სამშობლოს ბედნიერების იმედში ვხედავდით. გვჯერა, დღესაც, ანალოგიური სახელწოდებით შექმნილი პოლიტიკური ძალის უპირველესი პოლიტიკური მიზანი საქართველოს ბედნიერების იმედია.
– ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის – სამშობლოს ბედნიერების ბრძოლის ერთობის პოლიტიკურ, ზნეობრივ და ინტელექტუალურ საყრდენებად მიგვაჩნია:

– ბიბლია

– ვეფხისტყაოსანი

– ქართლის ცხოვრება

– მსოფლიო ცივილიზაცია და მისი სიკეთეები

– ილია ჭავჭავაძის ეროვნული,

– იოანე პეტრიწის ფილოსოფიური,

– დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიური მემკვიდრეობა

– ჩვენი გზა დავით აღმაშენებლის გზაა

– ჩვენ მოვდივართ ამ გზით და არ არის ძალა, რომელიც შეგვაკავებს, რადგან მასში სინთეზირებულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო პლანეტარული;

– არ არის ძალა, რომელიც ჩვენ შეგვაკავებს, რადგან ჩვენთვის ბედნიერება ბრძოლაა, ოფლისღვრაა, შეუძლებელის შეძლებაა ქვეყნისა და ხალხისთვის!

– ჩვენ ბევრნი ვართ და კიდევ უფრო გავმრავლდებით, რადგან ჩვენ დიდი ქართული ტრადიციული პრინციპები გვაერთიანებს, გვაერთიანებს – ენა, მამული, სარწმუნოება!

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *