ქართულ-ოსური მისია მუშაობას შეუდგა

მიუედავად ზაფხულის ცხელი დღეებისა, ქართულ-ოსური მისიის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ივლის-აგვისტო გამოიყენონ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისათვის, რომ სექტემბერში ახალი წევრებით შევსებული მისია ფართო შემადგენლობით შეიკრიბოს და მოქმედების პროგრამაც დაამტკიცოს. პროგრამის მონახაზი, რომელიც უკვე არსებობს, შეიცავს უაღრესად საინტერესო საკითხებს, რომელთა მთავარი მიმართულებაა: ხალხებს შორის ურთიერთობას მივცეთ ადამიანური სახე.

ქართულ-ოსური მისიის წევრებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „ადამიანთა შორის ურთიერთობა ყველა პოლიტიკაზე მაღლა უნდა დადგეს“.

ამით პასუხი გასცეს ცხინვალის პარლამენტის წევრს, ამირან დიაკოვსა და პოლიტიკური პარტია „ირონის“ პოლიტსაბჭოს წევრს, თემურ ცხუბურს,რომლებმაცუ უარყოფითად შეაფასეს ქართულ-ოსური მისიის შექმნა.

„ქართველი და ოსი ხალხების მეგობრობას ფესვები საუკუნეებში აქვს და, რაც ჩვენ გვინდა ბატონი გოჩა ძასოხოვის მხარდაჭერითა და თანადგომით, მხოლოდ მის გაძლიერებას ემსახურება და მას ხელს ვერავინ შეუშლის.“

განაცხადეს ქართულ-ოსური მისიის წევრებმა და კრიტიკულად განწყობილ ოს მეგობრებს მეგობრული შეხვედრა შესთავაზეს ცხინვალსა და თბილისში.

თეთრების ვებ.გვერდზე გაიხსნა სპეციალური რუბრიკა, „ქართულ-ოსური მისია“, სადაც ამ მისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მასალა არის წარმოდგენილი.

„თეთრების“ პრესცენტრი
4 ივლისი, 2010 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *