ძმებო, ოსებო! (რეზო ამაშუკელის მიმართვა)

amashukeli-rezoმეც ალანი ვარ და ის ქართველი, რომელსაც ვერასდროს ააგლეჯენ გულიდან თქვენ სიყვარულს და პატივისცემას! შეჩვენებული მყავს ყოველი, ვინც ჩვენს შორის წყალი აამღვრია.

უცოდველი ღმერთია მხოლოდ!

სამი შვილთაშვილი მყავს და სამივე ვაჟია. მათ აქედანვე ვუნერგავ თქვენდამი ძმობას!

– დიახ, ალანი ვარ და ის ქართველი, ვისაც ძარღვში დედუფალ ბორდუხანის სისხლი დამიდის, ვინც ამაყია დავით სოსლანით!

ჩვენ ყველანი, დიდი კაცების, სიტყვის კაცების შთამომავლები ვართ, ამიტომაც დავდოთ ალალი სიტყვა და ვუერთგულოთ ბოლომდე ჩვენსავე ნათქვამს!

გილოცავთ ამ დღეებს! ცრემლი მდის და გულწრფელი ვარ მე ამ ცრემლებში! სხვა რომ არაფერი ვთქვა, ღარიბი იქნებოდა მსოფლიო კულტურა „სიმდის“ გარეშე! ამ ცეკვის პატრონი ერი დახვეწილია და კეთილშობილი!

მე დამანგრია და დამღალა ამ ამღვრეულმა დრომ, თუ უფალი წამიყვანს, ერთი სანთელი თქვენც ამინთეთ, რამეთუ გულით მიყვარხართ და იმედი მაქვს ერთად ვიქნებით!

გეხვევით

თქვენი რეზო ამაშუკელი

2011 წლის 26 ოქტომბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *