“ქართულ-ოსური მისიის” განცხადება

ამ განცხადებას ვაკეთებ „ქართულ-ოსური მისიის“ სახელით.

შეგნებულად აქ, „თეთრებში“, რადგან ამ  უმნიშვნელოვანესი მისიის სათავეებთან სწორედ „თეთრები“ იდგნენ. 

„ქართულ-ოსური მისია“ ულოცავს მთელს ქართველ ხალხს,  საქართველოს მეგობრებს უცხოეთში, „ქართული ოცნების“ გამარჯვებას.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ახალგაზრდობას, რომელმაც დროულად, კრიტიკულ მომენტში წარმოაჩინა თავისი ერთობა.

ჩვენ განსაკუთრებულად ვულოცავთ არჩევნებში გამარჯვებას „ქართულ-ოსური მისიის“ თანათავმჯდომარეს, ბატონ ლერი ხაბელოვს. მადლობა ქარელელ ამომრჩევლებს, რომ მას დაუჭირეს მხარი. იგი დიდებული კაცია და გვწამს, ღირსეული  დეპუტატი იქნება.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით გაძევებულ აფხაზ და ოს და ყველა ბიზნესმენებს დაბრუნდნენ საქართველოში. ეჭვი არ მეპარება, რომ მათ ახალი ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა ექნებათ.

ქართულ-ოსური მისია ფიქრობს და დარწმუნებულია, რომ იწყება სრულიად განსხვავებული ეტაპი ჩვენი ურთიერთობისა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან.

“ქართულ-ოსური” მისიის თანათავმჯდომარე

ფერდინანდ ლორთქიფანიძე

2012 წლის 5 ოქტომბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *