(ნიუპოსტი),,სააკაშვილმა ერთი დღესასწაული არ დატოვა პოლიტიკური დატვირთვის გარეშე“

1181d7e3bdcab43ea61df1523f295fea,,ნიუპოსტთან“ საუბარში ,,თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ ხალხის განწყობა დღეს სახეზეა და შესაძლოა, ამ განწყობის გამოხატვას კიდევ მრავალი ასეული ადამიანი შეურთდეს. შაშიაშვილმა ხალხს მობილიზებისკენ მოუწოდა.

,,ჩვენი პოზიცია იგივეა, რაც აქამდე იყო. ის, რაც დღეს მოხდა, შესაძლოა, უფრო უარესი მოხდეს. რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და რა დანაშაულიც ჩაიდინა ერის წინაშე, ის უარესს იმსახურებს ხალხისგან. მას შეეძლო 6 თებერვალს გამოსულიყო პარლამენტში, მაგრამ არ მივიდა. პარლამენტმა მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა კი ხალხის განწყობას უპასუხა გამომწვევად და მაინცდამაინც 8-ში, დავითობას გადაწყვიტა ხალხისთვის მიემართა. ეს ხომ ფობიებით შეპყრობილი ადამიანია? ერთი დღესასწაული არ დატოვა პოლიტიკური დატვირთვის გარეშე“_ აცხადებს შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *