თეიმურაზ შაშიაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტზე

14რას იტყვით 8 თებერვალს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკასთან?
___მთავარი პროვოკაცია მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო კონსტიტუციით განსაზღვრულ დღეს-6 თებერვალს პარლამენტში გამოსვლაზე უარის თქმის და წმიდა მეფის,დავით აღმაშენებლის დღეს,8 თებერვალს გამოსვლის მოთხოვნის თაობაზე…ეს ერთდროულად პროვოკაციაც იყო,ავანტიურაც და თავხედობაც.ეს დღე მეფეს ეკუთვნის…საერთოდ საქართველოში დიდი პოლიტიკური კონფლიქტია.ერტის მხრივ,სოციალურ დემაგოგ და მეორეს მხრივ,რეალურ პოლიტიკოსებს შორის…ძნელია სააკაშვილის მასშტაბის სოციალური დემაგოგი იპოვო ქვეყნის გარეთაც კი,მაშინ,როცა ქვეყანაში ძნელია კონკრეტულ საქმეძე ორიენტირებული მეორე პოლიტიკოსი იპოვო,რომელიც ახლოს იქნება ამ მიმართულებით ბიძინა ივანიშვილთან…..კიდევ ერთი, ეს არის კონფლიქტი ემოციით მმართველსა და იმ მმართველს შორის,რომელიც გონებაზეა ორიენტირებული…სააკაშვილს გონებით მართვა არ შეუძლია,ივანიშვილს-ემოციით….საქართველოს მომავალი გონებასთანაა დაკავშირებული….რაც მთავარია,საქართველოში უნდა დამთავრდეს პოლიტიკოსთა პარპაში….მომავალი აქვს არა პარტიულ მმართველობას,არამედ იმ ხელისუფლებას,რომელიც იქნება ერთობა ხალხის,ზნეობრივი ავტორიტეტების,პროფესიონალების და პოლიტიკოსების ერთობა.ამის გაკეთება არც დიდ და არც პატარა ერთმმართველს,თუ დიქტატორს არ შეუძლია,მხოლოდ დემოკრატ ხელისუფალს შეუძლია…და ბოლოს,თუ არ დამთავრდა სააკაშვილის პრეზიდენტობა,საქართველოს წინ დიდი არეულობა ელოდება.ნუ შევწირავთ საქართველოს მომავალს ძალაუფლების მოყვარულ ხარბ და თვითმარქვია კაცს.

რას იტყვით იმაზე,რასაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი არეულობის შემდეგ უფლებადამცველების მელორ ვაჩნაძისა და მიშა მესხის დაკავება ჰქვია,ხოლო მეორე მხარე ანუ ნაციონალები არც კი დაკითხეს?
___სამარცხვინოა…მით უფრო რომ არავინ ეჭვობს რომ არა მარტო იმ დღეს და არა მარტო ბიბლიოთეკასთან,ცხოვრების წესით პოვოკატორები არიან_უგულავა,ქარდავა,დარჩიაშვილი,ბოკერია,თაქთაქიშვილი…მიუხედავად ამისა,ძალადობ დასაგმობია,მით უფრო ქალზე…ფაქტია ისიც,სააკაშვილის გათვლა იყო,ქარდავას გამოჩენა დიდ პროტესტს გამოიწვევდა,შეიძლებოდა ჩაექოლაც და მაშინ გენახათ სააკაშვილის დემაგოგია….თუ ყველა არ დაისჯება,ეს ნიშნავს შეშინებულ ივანიშვილს…დღეს შიშის კი არა გაბედულ ქმედებათა დროა.

ავტორი: ანა ავალიანი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *