TRX7-NEWS პარტია თეთრები: 8 თებერვლის მთავარი პროვოკაცია მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო

IMG_0792პარტია თეთრებისა და კოალიცია ერთსულოვნების ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს რომ 8 თებერვლის მთავარი პროვოკაცია მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო კონსტიტუციით განსაზღვრულ დღეს-6 თებერვალს პარლამენტში გამოსვლაზე უარის თქმის და წმიდა მეფის,დავით აღმაშენებლის დღეს,8 თებერვალს გამოსვლის მოთხოვნის თაობაზე.. – ამის შესახებ მან საკუტარ ფეისბუკის გვერდზე განაცხადა.

..“.ეს ერთდროულად პროვოკაციაც იყო,ავანტიურაც და თავხედობაც.ეს დღე მეფეს ეკუთვნის…

საერთოდ საქართველოში დიდი პოლიტიკური კონფლიქტია.ერთის მხრივ,სოციალურ დემაგოგ და მეორეს მხრივ,რეალურ პოლიტიკოსებს შორის…ძნელია სააკაშვილის მასშტაბის სოციალური დემაგოგი იპოვო ქვეყნის გარეთაც კი,მაშინ,როცა ქვეყანაში ძნელია კონკრეტულ საქმეზე ორიენტირებული მეორე პოლიტიკოსი იპოვო,რომელიც ახლოს იქნება ამ მიმართულებით ბიძინა ივანიშვილთან…..

კიდევ ერთი, ეს არის კონფლიქტი ემოციურ მმართველსა და იმ მმართველს შორის,რომელიც გონებაზეა ორიენტირებული…სააკაშვილს გონებით მართვა არ შეუძლია,ივანიშვილს-ემოციით….საქართველოს მომავალი გონებასთანაა დაკავშირებული….რაც მთავარია,საქართველოში უნდა დამთავრდეს პოლიტიკოსთა პარპაში….მომავალი აქვს არა პარტიულ მმართველობას,არამედ იმ ხელისუფლებას,რომელიც იქნება ერთობა ხალხის,ზნეობრივი ავტორიტეტების,პროფესიონალების და პოლიტიკოსების ერთობა.ამის გაკეთება არც დიდ და არც პატარა ერთმმართველს,თუ დიქტატორს არ შეუძლია,მხოლოდ დემოკრატ ხელისუფალს შეუძლია…

თუ არ დამთავრდა სააკაშვილის პრეზიდენტობა,საქართველოს წინ დიდი არეულობა ელოდება.ნუ შევწირავთ საქართველოს მომავალს ძალაუფლების მოყვარულ ხარბ და თვითმარქვია კაცს.“

თეთრების პრეს-ცენტრი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *