„თეთრები’ უსამძიმრებს ამერიკელ ხალხს
სულით ხორცამდე შეძრული ვართ ამერიკის ქალაქ ნიუთაუნის სენდი ჰუკის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიით. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები უძლურია გამოხატოს მწუხარებაც და გაოგნებაც მომხდარის გამო.
მძიმე და ტრაგიკულია, როცა სიცოცხლით სავსე აახალგაზრდები იხოცებიან, მით უფრო შემზარავია ის, თუ რა ვითარებაში მოხდა ეს ტრაგედია.
ჩვენ ვუსამძიმრებთ ამერიკელ ხალხს, მათთან ერთად ვგლოვობთ დაღუპულებს, და ვისურვებთ, არასოდეს, არსად მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს.
ნათელში ამყოფოს უფალმა დაღუპულთა სულები.
პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო
გენერალური მდივანი
ზურაბ ხასია
2012 წლის 18 დეკემბერი
Facebook Comments



