“ქართულ-ოსური მისიის” მიმართვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარესს,  ილია მეორეს

osuri_misiaთქვენო უწმიდესობავ,

ჩვენ, ქართულ-ოსური მისიის დამფუძნებლები, მოგმართავთ ქრისტესმიერი სიყვარულით, რწმენით და იმედით და გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

„ქართულ-ოსური მისია“, “საქართველოს ხალხთა ასამბლეის” და მისი ხელმძღვანელის, ბატონი გოჩა ძასოხოვის ინიციატივითა და მხარდაჭერით,  იმყოფებოდა ჩრდილოეთ ოსეთში, ძირითადში მის დედაქალაქ ვლადიკავკაზში.

ეს იყო პრაქტიკულად პირველი დელეგაცია, რომელიც ტრაგიკული 8 აგვისტოს შემდგომ ეწვია ჩრდილოეთ ოსეთს, მოაწყო დიდი შეხვედრები, როგორც ოსებთან, ასევე ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ ქართველებთან.

ჩვენ ვართ ბედნიერნი, რომ ვნახეთ სახლი, სადაც თქვენ დაიბადეთ, სკოლა, რომელთანაც თქვენ ურთიერთობა გქონდათ… ვილოცეთ ეკლესიაში, რომელშიაც თქვენ მოინათლეთ… დიდი რელიგიური დღესასწაული “ლომისობა” აღვნიშნეთ, როგორც ჩრდილოეთ ოსეთში ქართველებთან ერთად, ასევე ყაზბეგში და ჩვენი მისია დავასრულეთ ამ რაიონის სოფელ სნოში, სადაც თქვენ ქართული კულტურის ცენტრი დააარსეთ.

თქვენო უწმიდესობავ

ქართველთა და ოსთა შეხვედრებმა, ჩრდილოეთ ოსეთში ქართველებისადმი კეთილმა დამოკიდებულებამ, ქართული სკოლისადმი ადგილობრივი ხელისუფლების განწყობამ დაგვანახა, რომ ქართველთა და ოსთა ტრადიციული მეგობრობა ჩვენი ურთიერთობის დიდი მონაპოვარია, იგი უნდა გაგრძელდეს, მიეცეს მას ადამიანური სახე, რომელიც 8 აგვისტოს შემდგომ დაკარგული აქვს.

თქვენი ეპისტოლეებიდან და ქადაგებებიდან გამომდინარე, ჩვენ ბევრს ვფიქრობთ ამ საკითხებზე, ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენს მიერ დაფუძნებულმა მისიამ  გამოკვეთილი როლი შეასრულოს ჩვენი ტრადიციული მეგობრობის  აღდგენაში. გვაქვს უამრავი კონკრეტული წინადადება დაწყებული უდიდესი საქმით – ვლადიკავკაზში ქართული ეკლესიის აღდგენით, ამავე ქალაქში ქართული სკოლის გაძლიერებით – დამთავრებული ცხინვალსა და საერთოდ სამაჩაბლოში ჩვენს ოს ძმებთან ერთად კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ბიზნესის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

ამ დღეებში გაზეთებში გამოქვეყნდა „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტის, ბატონი გოჩა ძასოხოვის უაღრესად ამაღელვებელი და დამაფიქრებელი მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი. ერთის მხრივ, ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ საქართველოს პარლამენტს, რომ მას მიენიჭოს პოლიტიკური დევნილის სტატუსი; ასევე ვაპირებთ მივმართოთ საქართველოს მთავარ პროკურორს, რომ გამოძიებული იქნას ამ მიმართვის კონკრეტული ფაქტები. მეორეს მხრივ, ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვაფასებთ წინადადებას მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში ქართველი და რუსი მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების დიალოგის დაწყების თაობაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ მიმართულებებით, თქვენო უწმიდესობავ, არაერთგზის გამოგითქვამთ კონკრეტული მოსაზრებები,  ჩვენი დიდი სურვილია, გეახლოთ თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს, გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები, მივიღოთ თქვენი რჩევა და, რაც მთავარია,  ჩვენი გეგმების კურთხევა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, თქვენო უწმიდესობავ, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ საქართველოში მშვიდობით დაბრუნებას.

ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას

რწმენით და იმედით

მონა ღვთისა რეზო ამაშუკელი

მონა ღვთისა ლერი ხაბელოვი

მონა ღვთისა ფერდინანდ ლორთქიფანიძე

მონა ღვთისა მერაბ ჯიბლაძე

მონა ღვთისა რობერტ ბაბლიძე

მონა ღვთისა რომან რურუა

მონა ღვთისა გიორგი ავსაჯანიშვილი

მონა ღვთისა თეიმურაზ შაშიაშვილი

მონა ღვთისა დიმიტრი ჯაიანი

მონა ღვთისა შალვა წიკლაური

მონა ღვთისა ვასილ კადენეცი

მონა ღვთისა თამაზ ჭეიშვილი

მხევალი ღვთისა ინესა იამანიძე

მხევალი ღვთისა ნინო კაჟაშვილი

მხევალი ღვთისა ნათია ავსაჯანიშვილი

მხევალი ღვთისა ლილი ხურითი

მხევალი ღვთისა ლალი ხურითი

მხევალი ღვთისა ნარგიზა ლომთაძე

მხევალი ღვთისა შორენა დარჩია

მხევალი ღვთისა ნონა ხუბულოვი

მხევალი ღვთისა ნინო ბოცვაძე

მამა ელიზბარი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *