,,ქართულ-ოსური მისია:” ,,მშვიდობიანი კავკასია -მომავლის საუბრები” შედგა

ydaქართულ-ოსური მისია: ,,მშვიდობიანი კავკასია-მომავლის საუბრები’’ შედგა.

15 მარტს, ,,თორი’’ს საკონფერენციო დარბაზში ,,ქართულ-ოსურმა მისიამ’’ გამართა შეხვედრა, საზოგადო მოღვაწეებთან,ხელისუფლების წარმომადგენლებთან,სასულიერო პირებთან, საქართველოს მეგობრებთან, ექსპერტებთან, პოლიტიკურ პარტიათა და არასამთავრობო ორგანიზაციათა და სხვათა წარმომადგენლებთან თემაზე: ,,მშვიდობიანი კავკასია-მომავლის საუბრები’’

სტუმართა შორის იყვნენ ცნობილი ადამიანები, რომელნიც ქვეყნის გულისტკივილით შეწუხებულმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში და საკუთარი აზრი გამოთქვეს კონფლიქტებთან მიმართებაში.
,,ქართულ-ოსური მისიის’’ სხომა გახსნა მისიის თავმჯდომარემ – ყველასათვის ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, პოეტმა რეზო ამაშუკელმა, რომელმაც გულწრფელად გადასცა სტუმრებს საკუთარი მოსაზრება ოსი ხალხის სიყვარულის შესახებ, ასევე მან ისაუბრა, რომ აუცილებლად უნდა დადგეს დრო ძმების ქართველების, ოსების, აფხაზების და საერთოდ მეზობლების შესარიგებლად.

ასევე სიტყვაში გამოვიდა მისიის ერთ ერთი დამფუძნებელი პროფესორი- რობერტ ბაბლიძე, რომელიც წარმოშობით ქარელიდან არის და აღწერა ის ბედნიერი ეპოქა , როცა ოსებთან ერთად მშვიდობიან პერიოდში ცხოვრობდა და შერიგების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სიტყვაში გამოვიდა ,,ქართულ-ოსური მისიის’’ თანათავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ლერი ხაბელოვი, რომელმაც ისაუბრა გაცვლით საზოგადოებრივ პროგრამებზე. Bბატონმა ლერიმ აღნიშნა ქართველთა და ოსთა საუკუნოვანი მეგობრობის ისტორია და განმარტა რომ ქართველთა და ოსთა შერიგების პროცესსი გარდაუვალია და მას ვერაფერი შეაჩრებს.

ოსური სიტყვით გახსნა მისიის პასუხისმგებელმა მდივანმა, მარინა კაჟაშვილმა საკუთარი სიტყვა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ოსურ ენაზე ბატონ რეზო ამაშუკელის მიმართვა ოსი ხალხისადმი, რომელიც პირველად წაკითხულ იქნა სოჭში 1000 კაციან ოსთა აუდიტორიაში, რასაც სიხარულის ცრემლი და ოვაცია მოყვა ოსთა მხრიდან!

ქალბატონმა მარინა კაჟაშვილმა ისაუბრა ძალზედ მტკივნეულ საკითხებზე დეტალურად და საკუთარი ინიციატივით გამოდის მთავრობის წინაშე. Aახალ მთავრობას მხარში დგომას სთხოვს , სიყვარულით, მეგობრობით, თანადგომით რათა ერთად აშენონ ბედნიერი, ძლიერი, ქართული სახელმწიფო. რათა ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დაისადგუროს მშვიდობამ, რამეთუ დროა გამოზაფხულდეს ქართულ-ოსურ ანუ ქართულ-სამეზობლო ურთიერთობებში!!!

მან ისაუბრა შემდეგ საკითხებზე:

ურთიერთმიმოსვლა ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით და ადამიანთა ურთიერთობებისათვის პირობების შექმნა.

პატიმრების საკითხი ოსეთიდან და აფხაზეთიდან.
პოლიტდევნილების საკითხი.
დევნილთა საკითხი. თემაზე ,,დევნილები მოვითხოვთ უფასო –სწავლა განათლებასა და უფასო ჯანდაცვას’’, რამეთუ ერთხელ მაინც სასიკეთოდ მოხმარდეთ დევნილებს ევრო დონორი სახელმწიფოების მიერ გადმორიცხული ასობით მოლოიონი დოლარი, რომელიც შესცვლის დევნილთა ყოფა –ცხოვრებას.
ერგნეთის ბაზრობის საკითხი, რათა აშენდეს, სავაჭრო ცენტრი ერგნეთში ევრო სტანდარტების შესაბამისად, სადაც შედგება წლების უნახავი ქართველებისა და ოსების წლების ემოციებით დატვირთული შეხვედრები. Qქალბატონმა მარინამ ამ სავაჭრო ცენტრს სახელიც მოუძებნა ,,მინი კარფური’’.
Aასევე სიტყვაში გამოვიდნენ ბატონები ,,თეთრები’’ს ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი. ფერდინანდ ლორთქიფანიძე, მერაბ ჯიბლაძე, გიორგი ვოლსკი, მამუკა არეშიძე, მარინა სალუქვაძე, ლონდერ ცაავა, ვასილ კადინეცი და სხვები.
მათ გამოთქვეს , რომ ახალი ხელისუფლება იმედებს არ გაუცრუებს ქართველ ხალხს და საზოგადოების გვერდით იდგებიან.
,,ქართულ-ოსური მისიია’’ სამომავლო გეგმებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. Aამ დღეებში იგეგმება რამოდენიმე ათეული ოსი ეროვნების სპორტსმენის ჩამოსვლა, როგორც ჩრდილო, ასევე სამხრეთ ოსეთიდან, რომელნიც მიიღებენ მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში – ,,ჭიდაობაში’’.
წლების უნახავ ჩვენს ძმებს ოსებს, დახვედრას ,,ქართულ-ოსური მისია’’ მოუწყობს აეროპორტში.
როგორც ,,ქართულ-ოსური მისიის’’ პასუხისმგებელი მდივანი მარინა კაჟაშვილი აცხადებს: Dდროა ლაპარაკიდან საქმეზე გადასვლა , რამეთუ 23 წელი, იყო ის დიდი დრო, როცა სხვადასხვა ხელისუფლება მხოლოდ ლაპარაკს ანდობემდა წლებს!

,,ქართულ-ოსური მისიის’’პრეს-ცენტრი

16.03.2013.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *