თემურ შაშიაშვილი:ქვეყნის მომავალი იმ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება

IMG_0792დრო ადასტურებს, რომ ქვეყნის მომავალი იმ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება. დრო ადასტურებს, რომ საქართველოს ცხოვრებაში დადგა მომენტი, როცა ქვეყნის ბედი გაცილებით მეტად წყდება ქვეყნის შიგნით, ვიდრე ქვეყნის გარეთ. დრო ადასტურებს, რომ რაც უფრო ღირსებით დავდგებით საქართველოსათვის მით უფრო ღირსეული მეგობრები გაგვიჩნდებიან ქვეყნის გარეთ.

ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე, რომ ამ ეტაპზე ქვეყნისთვის მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება სამი მიმართულებით:

1. მოწვეულ იქნან უცხოელი ექსპერტები და მათ შეისწავლონ – საქართველო აყვავდა, როგორც ამას სააკაშვილი და მისი მფარველები ამბობენ, თუ დაიქცა, როგორც ამას ქართველი მეცნიერებისა და ექსპერტების დასკვნები ამტკიცებენ;
2.მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გასამართლება. არ ვგულისხმობთ ვინმეს მიმართ რეპრესიული ზომების მიღებას, ვგულისხმობთ პოლიტიკურ სასამართლოს – „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიურ გაასამართლებას. შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით.
3.აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში, ან ჩატარდეს საერთო-სახალხო რეფერენდუმი იმავე მიზნით.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *