318 სპეცრაზმელიდან ვინ მონაწილეობდა 26 მაისს მიტინგის სასტიკად დარბევაში?!

გაზეთ კვირის “ქრონიკაში” გამოქვეყნდა სპეცრაზმელთა სრული სია, ვინც 26 მაისს უსასტიკესად გაუსწორდა მშვიდობიან მომიტინგეებს.

“2011 წლის 26 მაისის შემდეგ ყველას აწვალებდა კითხვა – რომელმა დედამ შობა და რა ჯიშისა და ჯილაგისანი იყვნენ ის მანქურთები, რომლებმაც ხელფეხშეკრულ ადამიანებს ცემით სული ამოჰხადეს და იგორ როდიონოვის რუსის ჯალათებს რომ არ უკადრებიათ, მშვიდობიან ქართველებს ისეთი რამ აკადრეს! ბედნიერმა შემთხვევამ და იმან, რომ ამ ქვეყანაზე ჯერ კიდევ შემორჩნენ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, “ალიას” საშუალება მისცა თითქმის სრული სახით სპეცრაზმელთა სრული სია, რომელთაგან უმეტესმა, რესპონდენტის მტკიცებით, 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე საქართველოს სისხლის ცრემლები ადინეს”, – წერს გაზეთი “ქრონიკა” სტატიაში სათაურით 318 სპეცრაზმელიდან ვინ მონაწილეობდა 26 მაისს მიტინგის სასტიკად დარბევაში?! / ექსკლუზიურად “ქრონიკაში” – სპეცრაზმელთა სრული სია!

“ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი “ფლეშკაზე” ჩაწერილი და გამზადებული გადმომცა და რომელმაც ამ ეტაპზე გასაგები მიზეზების გამო ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების სამმართველოს ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც ბაჩო ახალაიას პირადი “სპეცნაზის” და მათი უფროსის – თენგიზ შაინიძის შესახებ თითქმის ყველაფერი იცის! საქართველოს ახალ ხელისუფლებას კი შევახსენებთ, რომ ეს სპეცრაზმი – კბილებამდე შეიარაღებული და სრულად ეკიპირებული, დღემდე თბილისში, ძირითადად ვახტანგ გორგასლის #87-ში გახლავთ დაბანაკებული, რომელიც ბაჩო ახალაიას ქონებას იცავს და ახალაიას ბრძანებას ელოდება”, – აღნიშნავს გამოცემა

“მე გეტყვით ყველაფერს ამ სპეცრაზმის შესახებ. წამოგიღეთ “ფლეშკა”, სადაც ყველაფერია ჩაწერილი, მათი გვარები, სახელები, წოდებები, ძალიან ბევრი მათგანის ფოტოსურათი. ბაჩო ახალაიას პირადი დაცვის უფროსი იყო თემურ ტაკიძე, რომელმაც ეს სამსახური, ანუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციიის დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების სამმართველო თვითონ ჩამოაყალიბა და თენგიზ შაინიძე დანიშნა უფროსად. ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ ტაკიძეც, შაინიძეც აჭარლები არიან და აქედან გამოდინარე სულ ხულოდან და ქედადან ჩამოყვანილი, ძირითადად გაუნათლებელი და უწიგნური ახალგაზრდებით გაავსეს სპეცრაზმი… შტატით, აღმოსავლეთ საქართველოში იყო 202 კაცი, ხოლო დასავლეთში 116 კაცი. 26 მაისის ხოცვა-ჟლეტაში, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულების სპეცრაზმმა მიიღო მონაწილეობა”, – აცხადებს ინკოგნიტო რესპონდენტი.

“რიგითი სპეცრაზმელის ხელფასი იყო 600 ლარი, მაგრამ ამას ემატებოდა პრემიები, რომელსაც ტაკიძე და შაინიძე თავიანთ ნათესავებს, საყვარლებსა და ახლობლებს საკუთარი სურვილის შესაბამისად უწერდნენ. სამსახურში მიიღეს ძალიან ბევრი თანამშრომელი. ისინი საერთოდ არ ცხადდებოდნენ და ისე იღებდნენ ხელფასებსა და პრემიებს – მაგალითად, ე.წ სამედიცინო მაშველები მამუკა ოთიაშვილი, ზაზა ლურსმანაშვილი და საიდუმლო მასალების საქმეთა მმართველი ია ყაზიშვილი, რომელიც საერთოდ არაფრის გაგებაში არ იყო… სპეცრაზმელები მუხროვანში დაჰყავდათ სროლებზე, სადაც ავაჯიშებდნენ, ხოლო ინსტრუქტაჟს მათ უტარებდნენ: თენგიზ შაინიძე, ჯამბულ სურგულაძე, გიორგი ქათამაძე, რამინ დოლიძე, მერაბ იაკობაძე… სულ 16 კაცი იყო ოფიცერი, რომლებიც იყვნენ თენგიზ შაინიძისა და ბაჩო ახალაიას პირადი მონები. ჯამბულ სურგულაძის ცოლი – მაკა ტუღუში და რამინ დოლიძის ცოლი – თამილა ვარდოშვილი სასჯელაღსრულების დეპარტმანეტში მუშაობენ. რაც შეეხება თენგიზ შაინიძის ცოლს – ეკატერინე ებრალიძეს, ის ჯერ თავდაცვის სამაიანისტროში მუშაობდა, ახლა სად არის არ ვიცი”, – განაგრძობს რესპონდენტი.

“ახლა ეს სპეცრაზმი არის თბილისში, ვახტანგ გორგასლის #87-ში. ყოფილი “კრიტი” რომ იყო, ციხე, იმის გვერდით არიან ზუსტად. ბაჩო ახალაის ქონებას იცავენ წავკისში, დოლიძეზე… არიან კბილებამდე შეიარაღებულები, რა თქმა უნდა, აქვთ ნიღბებიც, “მარშრუტკებიც”, მანქანებიც და ა.შ. ბაჩო ახალაია შს მინისტრი რომ გახდა, ეს ხალხი თან გადაიყვანა, დაურიგა მათ ფორმები, ყველას დაურიგა “გლოკის” ფირმის იარაღი და დეკემბრის ჩათვლით თავდაცვის სამინისტროში იყვნენ გაფორმებულები – ანუ ისინი თავდაცვიდან იღებდნენ ხელფასს. შემდეგ ბაჩო ახალაია მათ დაპირდა – თქვენ ჩემი საიდუმლო სამსახური ხართ, კარგი ბიჭები მყავხართ და ლეიტენანტობა უნდა დაგირიგოთ ყველასო! დიდი სიხარული ჰქონდათ ამის გამო… გიგი კალანდაძეს სამი კვირის წინ ისევ სამხედრო პოლიციაში გადმოუნიშნავს ეს რაზმი და გაოგნებული ვარ”, – ამბობს სპეციალური ოპერაციების სამმართველოს ყოფილი ინკოგნიტო თანამშრომელი.

“26 მაისის შემდეგ პრემიები ჩაურიცხეს და გახარებულები დარბოდნენ, რა სინანული… რამდენი არ ვიცი, მაგრამ კარგად ირიცხავდნენ! შაინიძე, ვისაც რამდენი უნდოდა, იმდენს ურიცხავდა. მუხროვანში შაინიძეს საღორე ჰქონდა და ამ სპეცრაზმელებს მეღორეებად ამუშავებდა. გარდა ამისა, შაინიძეს კახეთში მიწებიც ჰქონდა და კარტოფილი, საზამთრო, სიმინდი – ესეც სპეცრაზმელებს უნდა აეღოთ და ჩამოეტანათ მისთვის”, – დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას – “რას აპირებთ?” – პასუხობს:

“სამართლიან ბრძოლას და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას! ჯერჯერობით ასე იყოს იყოს და მერე სადაც საჭიროა, შაინიძის წინააღმდეგ იქ მივცემ უფრო დეტალურ ჩვენებას!”

” ჯერი გამოძიებაზეა, რომელიც ამ ინფორმაციით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს და გაარკვიოს, ამ სპეცრაზმელებიდან ვის აქვს რეალურად ჩადენილი დანაშაული და ვინ უდანაშაულოა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არაფერის ვამტკიცებთ და ახლა ჯერი საგამოძიებო ორგანოებზეა”, – დასძენს გამოცემა.

სააგენტო interpressnews მიხედვით
26.11.2012

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *