ტყუილები. ტყუილები. ტყუილები

saakმიხეილ სააკაშვილს, “ნაციონალების” ხელისუფლებას ლამაზი ტყუილები ურჩევნია მწარე სიმართლეს…

სამწუხაროდ ბევრი ადვილად იჯერებს ხელისუფლების ტყუილებს.

მიხეილ სააკაშვილი, “ნაციონალების” ხელისუფლება ყოველ სატელევიზიო გამოსვლაში, მოსახლეობასთან შეხვედრაბისას გვარწმუნებს, რომ საქართველო ბოლო ოთხი წლის შედეგების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა მსოფლიოში, მით უფრო კავკასიაში და ყოფილ საბჭოთა და სოციალისტურ ქვეყნებს შორის.”მეტი…” თუ ბატონ სააკაშვილს და მის პარტიულ მეგობრებს დავუჯერებთ, ლამის პირველ ადგილზე ვართ, როგორც რეფორმების, ასევე სამრეწველო პოტენციალის და ხალხის ცხოვრების დონის ზრდის თვალსაზრისით….რაც შეეხება დემოკრატიას _ მათ მართლაც დაიჯერეს, რომ საქართველო “დემოკრატიის შუქურაა”.

ეს არის ლამაზი ტყუილები, რომელიც სამწუხაროდ ბევრმა დაიჯერა. სინამდვილე კი სრულიად სხვაა.

კონკრეტული ანალიზებით, მაგალითებით და ფაქტებით დარწმუნდება ყველა, ვინც აზროვნებს, ვისაც მოსნენის და განსჯის უნარი აქვს და ვინც კერპთაყვანისმცემელი არ არის, რომ საქართველო ყოფილ საბჭოთა და სოციალისტურ ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირი და ყველაზე დაბალი პენსიების, ხელფასებისა და დახმარებების ქვეყანაა.

დარწმუნდება იმაში, რომ საქართველოში, ყოფილ საბჭოთა და სხვა სოციალისტურ ქვეყნებთან შედარებით, რეალურად ყველაზე დაბალი ტემპებია ეკონომიკური განვითარების, მშენებლობის, კეთილმოწყობის, ხალხის მომსახურების თვალსაზრისით, რომ საქართველოში, ყოფილ საბჭოთა და სხვა სოციალისტურ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ნაკლები კეთდება ქვეყანაში გამომუშავებული ფულით, რომ ჩვენი მოსახლეობა, ძირითადად, ცხოვრობს სამშობლოდან საშოვარზე გასული ერთ მილიონზე მეტი ადამიანის მიერ გამოგზავნილი დახმარებით; დარწმუნდება იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაზე მეტად, ვიდრე ყოფილი საბჭოთა და სხვა სოციალისტური ქვეყნების რომელიმე ხელისუფლებამ – გაყიდა ყველაფერი, მათ შორის, მიწა და სტრატეგიული ობიექტები; ყველაზე მეტად აქცია ჯართად სამუშაო ადგილები; ყველაზე მეტად გააქვს ქვეყნის გარეთ ნედლეული; ყველაზე მეტად აქცია საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყნის პროდუქციის ბაზრად; დარწმუნდება იმაში, რომ თურქეთის მთავრობასთან ხელმოწერილი შეთანხმება საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე(ეს არ გააკეთა ევროკავშირმა და ევროპის არც ერთმა ქვეყანამ) და ბატონი სააკაშვილის ინიციატივით მიღებული კანონი იმპორტის(საკვები პროდუქტების ჩათვლით) ნულოვანი საბაჟო დაბეგვრის წესის შემოღების თაობაზე_ეს არის ქართული სოფლის დაღუპვა, ქართული სოფლის საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევის გზა.

ყოველი მოაზროვნე ადამიანი კონკრეტული ანალიზებით დარწმუნდება იმაში, რომ საქართველოში ყველაზე ნაკლებად, ვიდრე რომელიმე ყოფილ საბჭოთა და სხვა სოციალისტურ ქვეყანაში, არის დაცული ადამიანის უფლებები – სიცოცხლის, საკუთრებისა და სიტყვის თავისუფლება; დარწმუნდება იმაში, რომ ქვეყნის სათავეში მოსულ ნებისმიერ შესაძლო პოლიტიკურ ძალას, როგორც მინიმუმ, 2-ჯერ მეტის გაკეთება შეეძლო ქვეყნისა და ხალხისათვის, ვიდრე ეს გააკეთა “ნაცმოძრაობამ” და, რაც მთავარია, ამას გააკეთებდა ყოველგვარი დაპირისპირების და აგრესიის გარეშე.

გამოქვეყნდა ინტერპრესნიუსი
2007 წლის 1 ნოემბერი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *