თემურ შაშიაშვილი “დავდგეთ დღევანდელობის დიდგორზე და გავიმარჯვოთ”

DSC05319განცხადება გაკეთდა 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მიტინგის სასტიკი დარბევის დღეს

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მორჩილმა ხელისუფლებამ თავი კანონგარეშედ გამოაცხადა. ის, რაც პარლამენტის წინ მოხდა, არის დღეავნდელი ხელისუფლების-ძალადობით ტკბობის ხელისუფლების ავტოპორტრეტი
ყოველი ადამიანი რომელიც დღესმომხდარის შემდეგ ამ ხელისუფლებას საკუთარს უწოდებს,ღირსებადაკარგულია და ქვეყნისათვის საშიში
ყოველი პარლამენტარი, რომელიც დღეს მომხდარის შემდეგ პარლამენტში დარჩება-არის მონა და მისი შვილების, ოჯახის, ნათესავების, მეგობრების, მეზობლების და საერთოდ მთელი საქართველოს სირცხვილი.

დღეს მომხდარის შემდეგ -ყოველი მოაზროვნე ადამიანის და ღირსების მქონე ადამიანის მოვალეობაა შეურთდეს დაუმორჩილებლობის საერთო ეროვნულ მოძრაობას, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში არ დავუშვათ ბოლშევიზმის გამარჯვება ჩვენს ქვეყანაში.

დღეს მომხდარის შემდეგ ადგილი, სადაც ქართველმა სტუდენტობამ, მთელმა ქართველმა ხალხმა 1978 წლის 14 აპრილს ქართული ენა დაიცვა, სადაც 1989 9 აპრილს ქართველთა სისხლი დაიღვარა, სადაც 1990 წლის ბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სადაც დღეს-2007 7 ნოემბერს, ოქტომბრის რევოლუციის 90-ე წლისთავის დღეს მიხეილ სააკაშვილმა დაარბია
ქართველობა- დღევანდელობის დიდგორია.

პოლიტიკური მოძრაობა “წინ საქართველო” დგას.

დავდგეთ დიდგორზე და გავიმარჯვოთ!

თემურ შაშიაშვილი-პოლიტიკური მოძრაობა
“წინ საქართველოს” ლიდერი
გამოქვეყნდა ინტერპრესნიუსში; 2007 წლის, 7 ნოემბერი, 13.00 საათი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *