გადარჩენა იმ ხელისუფლებაშია, რომელიც გარედან არ იმართება.

 

gerbi181გადარჩენა არც ამერიკაშია და არც რუსეთში,

მხოლოდ იმ ხელისუფლებაშია, რომელიც გარედან არ იმართება.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ, როგორც პოლიტიკური ძალა, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვდივართ მაშინ:

• როცა ხელისუფლებაც და მისი პოლიტიკური ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილიც ძირითადად ერთი ზნეობისა და მორალის ადამიანები არიან ხელისუფლება მზად არის, ლამის მთელი საქართველო დათმოს, ქვეყანა ტოტალურ ტყუილებში აცხოვროს, ოღონდ თვითონ დარჩეს, პრეზიდენტს სკამი შეუნარჩუნოს. ოპოზიციის ხსენებული ნაწილი წინასწარ უთანხმდება  მის უცხოელ მეპატრონეებს იმავეს გასაკეთებლად – სკამის, ხელისუფლების, ძალაუფლების მოსაპოვებლად;

• როცა საქართველოს მოსახლეობის ერთ  ნაწილს მიაჩნია, რომ ამერიკა გადაგვარჩენს, მეორე ნაწილს – რომ ხსნა რუსეთშია;

• როცა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის  ხელისუფალთ დიდი დაპირისპირება აქვთ ერთმანეთში კავკასიის, საქართველოს გამო, როცა აშშ მის მიერ მოყვანილი ხელისუფლების შენარჩუნებით, რუსეთი კი თავისი მარიონეტების მოყვანით ცდილობენ საქართველოსა და კავკასიაზე გავლენის გაძლიერებას;

• როცა კატასტროფულად მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა (ჩვენც მათ რიგებს ვეკუთვნით), რომლებიც ფიქრობენ, რომ გადარჩენა არც ამერიკაშია და არც რუსეთში, არც ნატოში და არც ნეიტრალიტეტში  (ერთსაც ხომ გარედან გვკარნახობენ და მეორესაც), რომ “თურაშაულის პატრონი ტყეში არ უნდა ეძებდეს პანტას”, და ,,ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეკყუდნეს”… რომ გადარჩენა მხოლოდ საქართველოშია, მხოლოდ იმ ხელისუფლებაშია, რომელიც გარედან არ იმართება, და ემსახურება არა სხვა ქვეყნის ინტერესებს, არამედ საკუთარ ხალხსა და ქვეყანას… რომ გადარჩენა იმ ხელისუფლებაში კი არ არის, რომელმაც საქართველო აქცია აშშ და რუსეთის ინტერესთა დაჯახების ასპარეზად, არამედ იმ ხელისუფლებასა და იმ პოლიტიკაშია, რომელიც დაპირისპირებას თანამშრომლობით შეცვლის, რომელიც ქართული სახელმწიფოს ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერესთა ზედდების ხელოვნებით წაიყვანს ქართულ პოლიტიკას… იმ ხელისუფლებაშია, რომელიც ერთი სახელწიფოს ლანძღვით არ აწონებს თავს მეორეს და გაცნობიერებული აქვს, რომ საქართველოს მომავალი უპირველესად  ეს არის ეროვნული თვითმყოფადობის, თავისთავადობის შენარჩუნება. ამასთანავე, ეს არის ევროპა, ეს არის მეგობრობა ამერიკასთან, რუსეთთან, ყველა მეზობელთან, ეს არის მშვიდობიანი და ძლიერი კავკასია… იმ ხელისუფლებაშია, რომელმაც იცის, რომ საქართველო უნდა იყოს მრავალვექტორული ქვეყანა, ბალანსის პოლიტიკის ქვეყანა, ქვეყანა, რომლის მთავარი საგარეო პრინციპი იქნება: თანამშრომლობა _ ყველასთან, მეგობრობა _ მეგობართან, უფროსობა _  არავისაგან, მსახურება _ საქართველოს.

 

ახალი პოლიტიკური ძალა ,,თეთრი მოძრაბა” (თეთრები) დამფუძნებელთა სახელით:

შიო არსენაშვილი – ფილოსოფოსი, ,,თავისუფალ მოაზროვნეთა ასოციაციის” დამფუძნებელი, ,,თავისუფლებისა და მშვიდობის” ფონდის თავმჯდომარე

ზურაბ ბარათაშვილი – ექიმი, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი

დავით გოცირიძე – ფილოლოგიური მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბათუმის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების ხელმძგღვანელი.

ირაკლი ვადაჭკორია – რეჟისორი, ბიზნეს აკადემიის კურსდამთავრებული (მაკრო-ეკონომიკა), საბანკო საქმის სპეციალისტი, ბიზნესმენი.

თეიმურაზ შაშიაშვილი – პოლიტოლოგი, ინჟინერი, საზოგადოებრივი მოძრაობის ,,წინ საქართველოს” ლიდერი, გელათის მეცნიერეათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიიის წევრი, ქალაქ ქუთაისის მერი (1993-1996 წ.),იმერეთის გუბერნატორი (1995-2003 წ.), დამოუკიდებელი საქართველოს პირველი უზენაესის საბჭოს წევრი (1989-1991 წ.), საქართველოს პარლამენტის წევრი ქუთაისიდან (1993-1996 წ.).

მზია ჯგუშია – იურისტი, ადვოკატი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზატორი, ,,მრგვალი მაგიდის” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი (1988-92წ.)

მერაბ ჯიბლაძე – ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 1993 წლიდან ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,წინ საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ,,ქართული აკადემიის” წევრი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *