თეთრების” პოზიცია: ვინც კარგ დროს ელოდება, აშკარად ცუდს ახანგრძლივებს.

gerbi181თეთრების” პოზიცია . ,,თეთრების” მოწოდება

• დუმილი დღეს – ღირსებაზე უარის თქმის ტოლფასია!
• ვინც კარგ დროს ელოდება – ცუდს ახანგრძლივებს!
• ვიაზროვნოთ სწორად, განვთავისუფლდეთ ეშმაკისაგან!
• მოვახდინოთ პროცესების ინტელექტულური რადიკალიზაცია!
პოზიცია:

დღეს დიდი ხუთშაბათია – საიდუმლო სერობის ხსენების დღე. ქართველი კაცისათვის ეს დღე ოდიდგან მოღალატისა და გამცემისაგან, ეშმაკისა და ბოროტისაგან განთავისუფლებას, ადამიანში სიკეთის საწყისების გაძლიერებას ნიშნავდა. წმიდა მამები ამბობენ ,,ეშმაკი ლაპარაკობს ჩვენით, თუ სწორად არ ვაზროვნებთ”. ,,აზროვნების სიძნელე” მიაჩნდა მერაბ მამარდაშვილს საქართველოს უბედურების სათავედ. როგორც ჩანს, ხელისუფლება სრულად და განუკურნებლად შეიპყრო ამ სენმა. არც პოლიტიკური ოპოზიციაა მისგან თავისუფალი.
,,თეთრებისათვის” აბსოლიტურად მიუღებელია პოლიტიკურ წრეებში გამეფებული პოზიცია: ,, ეშმაკს შევეკვრები სააკაშვილის წინააღმდეგ”. ასეთი პრინციპი თვით სააკაშვილის დამკვიდრებულია იმ პერიოდიდან როცა, შევარდნაძის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა. თუ ეშმაკს ეკვრები, შენც ეშმაკი ხარ და, რაც მთავარია ეშმაკს ეშმაკი ვერ ამარცხებს. ქართული ცნობიერებისათვის მიუღებელმა ამ პოზიციამ საქართველო ეშმაკთა ბრძოლის და ეშმაკთა გამარჯვების ასპარეზად აქცია. ამის გამოა, რომ ქვეყანა არნახული სისცრაფით მიექანება სრული კატასტროფისაკენ. ამის უტყუარი დასტურია მიხეილ სააკაშვილის სრულიად გაუაზრებელი ინტერვიუები უცხოეთის პრესაში, მისი ტყუილები მოსახლებასთან შეხვედრების დროს, ეკონომიკაში შექმნილი უაღრესად რთული მდგომარეობა, ორნიშნა ინფლაცია, დეფიციტი სგადასახადო ბალანსში, მკვეთრათ უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსი, დიდი საგარეო ვალი და მისი შემდგომი ზრდის ტენდენცია, მზარდი უმუშევრობა, იზოლაცია რომელშიც ქვეყანა მოექცა უსუსური საგარეო პოლიტიკისა და სხვა ქვეყნნებისადმი სააკაშვილის შეურაცმყოფელი გამოთქმების გამო.
გადარჩენა მხოლოდ ზნეობრივ ბრძოლაში, პროცესების ინტელექტუალურ რადიკალიზაციაში, ხაზგსამით ვამბობ, ინტელექტუუალურ და არა პოლიტიკურ რადიკალიზაციაშია. რომელთა შედეგი უნდა იყოს სისტემური ცვლილებები და პრეზიდენტის გადადგომა. ჩვენი პოზიცია უცვლელია: ჩვენ არ მივალთ რუსთაველის გამზირის პოლიტიკურ ტრიბუნასთან. ღადგან მიგვაჩნია, რომ ეს ტრიბუნა საზოგადოებრივი უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვდგევართ რუსთაველზე, ვდგევართ ხალხში და ხალხთან, და გვაქვს მკვეთრი პოზიცია: ვიაზროვნოთ სწორად, განვთავისუფლდეთ ეშმაკისაგან! მოვახდინოთ პროცესების ინტელექტულური რადიკალიზაცია!

,,თეთრების” მოწოდება

არავის ღირსებას არ მატებს, მოაზროვნე და განათლებულ ადამიანებს კი ღირსებას ართმევს, ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს ანადგურებს და საქართველოს, როგორც ცივილიზაციის სათავეებთან მდგომ ქვეყანას, ჩრდილს აყენებს:

• დუმილი მაშინ, როცა ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცდა, ბოროტება კი ერთ სახელისუფლებო პოლიტიკურ მუშტად შეიკრა;

• დუმილი მაშინ, როცა მოქკავშირ-ნაცმოძრაობა-დემოკრატების წყალობით ქვეყანაში ღარიბი სულ გაღატაკდა, მდიდარი კი კიდევ უფრო მდიდარი გახდა, როცა სიმდიდრე პირდაპირ დაკავშირდა ხელისუფლებასთან;

• დუმილი მაშინ, როცა იყიდება ყველაფერი – მიწაც, მიწაში და მიწის ზემოთ არსებულიც გაიყიდა ხელისუფალთა უსინდისობით და მთელი სიმდიდრე არადემოკრატიული ქვეყნების ბიზნესმენთა ხელში აღმოჩნდა;

• დუმილი მაშინ, როცა ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ემსახუროს, ხალხი აქცია თავის მსახურად და ამკვიდრებს მონურ ფსიქოლოგიას;

• დუმილი მაშინ, როცა ებრძვიან ნიჭს, გონიერებას, კრიტიკულ აზროვნებას, ებრძვიან ქართულ ეროვნულ ცნობიერებას, მართმადიდებელ ეკლესიას, მეცნიერებას, კულტურას, განათლებას, სპორტს, ჯანმრთელობას, ებრძვიან მოაზროვნე ადამიანებს და ფულით ყიდულობენ გაჭირვებულებს, როცა დეკლარირებული თავისუფლების ნაცვლად მივიღეთ “ფულისუფლების” ქვეყანა, სადაც სისტემაა კორუმპირებული და სადაც თავად კორუფციული სისტემის შემქმნელები იჭერენ კორუფციის მსხვერპლთ;

• დუმილი მაშინ, როცა არჩევნებს იგებს არა ხალხი, არამედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამომრჩეველთა ხმებს ითვლის… როცა ქვეყანას მართავს არჩევნების გაყალბებით მოსული სხვა ქვეყნის მარიონეტი ხელისუფლება… როცა მოპარულია პრეზიდენტის სკამიც კი, ძალითაა მითვისებული პარლამენტარობა, როცა თითქმის ყველა თანამდებობის პირი სხვის სკამზე ზის;

• დუმილი მაშინ, როცა ქვეყანას მართავს 7 ნოემბრის ავტორი და საკუთარი ქვეყნის ერთი ნაწილის წინააღმდეგ ბრძოლის დამწყები, საქართველოს ტერიტორიების დამკარგავი, შეურაცხმყოფელად მშიშარა, ლაჩარი და მატყუარა პრეზიდენტი.
დუმილი დღეს, მართლაც, პიროვნული და ეროვნული ღირსებისა და საქართველოს დაკარგვის ტოლფასია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ვინც კარგ დროს ელოდება, აშკარად ცუდს ახანგრძლივებს.

,,თეთრები” როგორც ახალი პოლიტიკური ძალა, ამ განწყობითა და სულისკვეთებით ვიწყებთ ბრძოლას საქართველოსათვის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *