სააკაშვილი გადატრიალებას ამზადებს

saakashპარტია „თეთრების“ თავმჯდომარის, თემურ შაშიაშვილის საგანგებო განცხადება

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები გვაიძულებს დავადასტუროთ ჩვენი ერთხელ უკვე გაკეთებული შეფასება: „ნაცმოძრაობა“ გაცილებით საშიში გახდა“, რომ ერთი წელი პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი ეს არის ქვეყნის ნგრევის გაგრძელება, დესტაბილიზაციის ფაქტორი და სააკაშვილის მიერ, ერთის მხრივ, უკვე ჩადენილი დანაშაულებებისა, და, მეორეს მხრივ, ძალაუფლებისადმი მისი სიყვარულის გამო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების დიდი საფუძველი.

სამწუხაროდ, არ მიიღო სათანადო მხარდაჭერა ჩვენმა წინადადებამ, „ნაცმოძრაობის“ გასამართლებისა და პრეზიდენტის იმპჩმენტის პროცესის დაწყების თაობაზე, რომელიც 5 ოქტომბერს გავაკეთეთ.

მის შემდგომ განვითარებული მოვლენების საფუძველზე არათუ ვადასტურებთ ჩვენს იმ საგანგებო განცხადებაში ჩამოყალიბებულ პოზიციას, არამედ კიდევ უფრო მეტი დარწმუნებით ვამბობთ:

მიხეილ სააკაშვილი ამზადებს სახელმწიფო გადატრიალებას.

პარტია, რომელიც ასე ერთსულოვნად იცავს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით არა ერთ-ერთ რეგიონში, არამედ მთელს საქართველოში ბანდიტიზმის მამამთავრის გაყალბებულ დეპუტატობას, ამზადებს ძალიან საშიშ მოვლენებს, რომელთა განვითარებისათვის სჭირდება სწორედ მამა-შვილ ახალაიების მსგავსი სამხრეებიანი და უსამხრეებო არამზადები.

პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციებით დადასტურებულია, რომ რამდენიმე, უპირველესად ძალოვანმა, მინისტრმა (ადეიშვილი, შაშკინი, ახალაია, ეზუგბაია), უამრავმა მინისტრის მოადგილემ, მთელმა რიგმა მაღალი რანგის ხელმძღვანელმა და ქვეყნის მართვის ე.წ. ფარული კომიტეტის წევრმა ქვეყანა დატოვა.

დადასტურებულია, თქვენ წარმოიდგინეთ პრეზიდენტის ბრძანებულებით, რომ ახალ ხელისუფლებას არ ექნება უფლება აკონტროლოს პრეზიდენტისა და ქვეყნის სხვა უმაღლეს ჩინოსანთა მიერ სახელმწიფო ფულის ხარჯვა. მთლიანად ქვეყანაში ფულის ხარჯვის კონტროლისაგან ჩამოცილებული იქნება ეს მთავრობა თუნდაც იმ მექანიზმით, რომ კონტროლის პალატისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელების შეცვლაზე უარს ამბობს პრეზიდენტი და იტოვებს მათზე კონტროლის სრულ უფლებას.

დადასტურებულია, რომ მინისტრობიდან წასული ყველა მაღალჩინოსანი ვანო მერაბიშვილით დაწყებული თანამდებობებს მიიღებს პრეზიდენტის აპარატში, ანუ იმ აპარატში, რომელიც იტოვებს კონტროლს არა მარტო ფულის ხარჯვაზე,არა მარტო სასამართლოზე, ეროვნულ ბანკსა და კონტროლის პალატაზე, არამედ გუბერნატორებსა და მერებზე, უფრო მეტიც, პრეზიდენტის ბრძანებულებით მოსმენებისა და დასმენების მთელი სისტემა ექვემდებარება სწორედ პრეზიდენტს და მის აპარატს. პირდაპირ ვთქვათ, პრეზიდენტი და მისი აპარატი ყალიბდება, როგორც ორხელისუფლებიანობის და გადატრიალების ორგანიზატორი.

დღეს, პრეზიდენტის აპარატი ყალიბდება, როგორც ქვეყნის გარეთ გაქცეულ მაღალჩინოსანთა და ქვეყნის შიგნით დარჩენილ „ნაცმოძრაობის“ ნარჩენების ფარული კომიტეტი ორხელისუფლებიანობის რეალურად მისაღწევად;
ხვალ, პრეზიდენტის აპარატი და უცხოეთში გაქცეული თანამდებობისპირები მოგვევლინებიან სახელმწიფო გადატრიალების გაერთიანებულ შტაბად, მაგრამ, იქნება გვიან, ძალიან გვიან, ვინაიდან:
დადასტურებულია, ერთი შეხედვით დაუჯერებელი რამ, რომ თბილისის მერიასთან იქმნება ლამის გასამხედროებული სპეციალური დაცვის სამსახური.
უამრავი რამის ჩამოთვლა შეიძლება, რაც ადასტურებს, რომ მოკლე პერიოდში 1 ოქტომბრის მონაპოვარი – თავისუფლება და მომავალი – საფრთხის წინაშე დადგება.
მიმაჩნია, რომ თუ პარლამენტის პირველი სხდომის დღისათვის ქვეყანაში არ დაბრუნდება ყველა მინისტრი, მოადგილე და მაღალჩინოსანი, რომელმაც ქვეყანა დატოვა, თუ პრეზიდენტი არ გააუქმებს მის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ ბრძანებულებებს – პარლამენტის პირველ სხდომაზე არ მიეცეს დადასტურება დეპუტატობაზე „ნაცმოძრაობის“ სიით არჩეულ დეპუტატებს და საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობით დაიწყოს „ნაცმოძრაობის“ კანონგარეშედ გამოცხადებისა და მისი გასამართლების პროცესი.
დღესაც აშკარად ჩანს, მომავალიც დაადასტურებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის არა პოლიტიკური პარტია, არამედ დამნაშავეთა ბანდა.

თემურ შაშიაშვილი
2012 წლის 10 ოქტომბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *