თემურ შაშიაშვილი: 8 წლის წინაც იგივე ხალხი იყო პოლიტიკურ ხელისუფლებაში…
8 წლის წინაც იგივე ხალხი იყო პოლიტიკურ ხელისუფლებაში…თუ ანალიზს გააკეთებთ,ნახავთ და დარწმუნდებით,რომ შუქს,გაზს,წყალს,პენსიას,ხელფასს შეგნებულად არ აძლევდნენ ხალხი რომ დაემშიათ,დაეუძლურებიათ და ადვილად ემართათ.
არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში აღარ არის ეს პრობლემები,ჩვენი საგარეო ვალი კატასტროფულად გაიზარდა,ტერიტორიები დავკარგად,ქვეყანა დაიცალა,მოსახლეობის 50% ზე მეტს არ აქვს სიცოცხლისათვის საჭირო კალორიების ნახევრის მიღების საშუალება…ის შემზარავი ძალადობის ფაქტები, ,რაც ბოლო დროს ვნახეთ,ეს ხომ ნებისმიერი წესიერი ადამიანის პროტესტს იწვევს, გავიხსენოთ რეჟიმის მიერ მოკლული ბიჭები…
.და კიდევ ერთი,-დემოკრატია არჩევნები კი არა,ხელისუფლებაში პოლიტიკურ ძალთა მონაცვლეობაა…20 წელია ქვეყნის ხელისუფლება ხელთ უპყრია ,სხვადასხვა სახელის ერთი პოლიტიკურ ძალას…როგორ შეიძლება ხელისუფალი, თუ იგი წესიერია და ქვეყნის მოყვარული-სკამს ებღაუჭებოდეს, ან კიდევ, როგორ შეიძლება ქვეყნის მოყვარული ადამიანი ამ პოლიტიკური ძალის ხელისუფლების სათავეში დატოვებაზე ფიქრობდეს.
ეს არის პასუხი პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლებსა და „მიშა,მიშას“ ავადმყოფურ მოძახეებზე.



