დანაშაული ბუნებისა და ხალხის წინაშე

mishaანტიკური მსოფლიოს ისტორიულ წყაროებში ქართველური ტომები შესულნი არიან, როგორც მსოფლიო მეტალურგიის ერთ-ერთი შემქმნელები. მაგრამ, პრეისტორიულ დროშიც კი მშვენივრად იცოდნენ სად და როგორ ეწარმოებინათ შავი და ფერადი ლითონები.

სააკაშვილისაგან ახლახან გამოცხადებული ახალი მეტალურგიული კომბინატის მშენებლობა ფოთში – ეს არის უპატიებელი დანაშაული ქვეყნის ფლორისა და ფაუნის, შავი ზღვის აუზის წყლის აკვატორიისა და შელფის, ზღვის ფლორისა და ფაუნის წინაშე.

ქვეყანაში, რომელშიც არის უდიდესი მეტალურგიული საწარმოები, რომლებიც კარგა ხანია, სრული დატვირთვით ვეღარ მუშაობენ და რომელთა არსებობა თავის დროზე უმკაცრესი საზოგადოებრივი კრიტიკის საგანი იყო, სრულიად გაუგებარია, ახალი მეტალურგიული გიგანტის ამოქმედება.
ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც არავითარი ეკონომიკური, სოციალური და მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია.

ეს არის კიდევ ერთი წარმოუდგენელი სისულელე, რომელიც მხოლოდ მარაზმატიკს თუ მოუვა თავში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *