წერილი ალბერტო სოლის

 

IMG_0792ენერგეტიკის სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, აქვე გთავაზობთ საქართველოს საბითუმო ენერგობაზრის გენერალური მენეჯერის , ალბერტო სოლისისადმი გაგზავნილ წერილს, მისი ძირითადი პოსტულატები, რეგიონის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, 2001 წლის 19 ოქტომბერს იქნა წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წევრთა ვიზიტის დროს.
ენერგეტიკაში შექმნილ მდგომარეობასთან ამ სფეროში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის სხდომისა და ექპერტებისათვის წარდგენილი დოკუმენტების ერთ-ერთი მთავარი დასკვნა არის შემდეგი: უდიდესი პერსპექტივის მქონე ენერგეტიკის სფერში აპოგეას აღწევს დაუსჯელობა, თანდათან მკვიდრდება და ძლიერდება ძალა, რომელსაც გამდიდრების მიღწევა სურს, ქვეყნის დანგრევა და ხალხის წამების ხარჯზე და არა სისტემის მოწესრიგების და დეფიციტის აღმოფხვრის, ანუ კანონიერების დაცვის ფარგლებში.

საქართველოს საბითუმო ენერგობაზრის
გენერალურ მენეჯერს
ბატონ ალბერტო სოლისს

ბატონო ალბერტო,

მინდა დაგიდასტუროთ ჩემი თქვენდამი კეთილგანწყობა დამიგმართოთ წერილით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც დეტალურად ისაუბრეთ თბილისში, თქვენთან შეხვედრის დროს რამდენიმე დღის წინ. დასაწყისშივე მინდა გავაკეთო ხაზგასმა, რომ მეც და ჩემი კოლეგებიც ძალიან ვაფასებთ ჩვენს შეხვედრას და ვთვლით, რომ მიუხედავად სიმწვავისა, იგი იყო ობიექტური, კონსტრუქციული. მართალია, ჩვენ უნდა გამოვიდეთ რეალობიდან – დაბალია მოსახლეობის გადამხდელუნარიანობა, მაგრამ უმთავრესია დავეყრდნოთ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, თუ ჩვენ გვინდა საერთოდ არსებობდეს ენერგეტიკა. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენ სხვა პრინციპებს, გარდა საბაზრო ეკონომიკისა, საბაზრო კანონებისა, არ ვცნობთ და გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა ელექტროენეგიაზე არგადახდის პირობებში. ჩვენი ეს პოზიცია დავადასტურეთ მთავრობის სხდომაზე წარდგენილ სპეციალურ მოხსენებაში, რომელიც სრულად გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“.

მრავალმხრივ დამაფიქრებელია, ბატონო ალბერტო, რომ თქვენ, ამ მოხსენების თაობაზე, არავითარი ინფორმაცია არ მოგცეს, აქტიურად კი საუბრობენ იმაზე, თქვენც გარწმუნებენ იმაში, რომ თითქოს ჩვენ ვითხოვთ ენერგიას და ფულის გადახდა კი არ გვინდა. ეს აბსურდია, ამის მტკიცება აწყობთ მხოლოდ იმ ძალებს, რომელთაც სურთ ქვეყნის ენერგეტიკა მუდმივი დეფიციტის პირობებში მუშაობდეს, რადგან ამ პრინციპს ეფუძნება კორუფცია ენერგეტიკის ვერტიკალში – დაწყებული რიგითი ენერგეტიკოსით, დამთავრებული მაღალი ეშელონებით.
საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის სხდომისა და ექსპერტებისათვის წარმოდგენილი მოხსენების ერთ-ერთი მთავარი დასკვნა ასეთია: ენერგეტიკაში, უდიდესი პერსპექტივის სფეროში აპოგეას აღწევს კორუფცია, დაუსჯელობა, მკვიდრდება და ძლიერდება ის ძალა, რომელიც გამდიდრებას დეფიციტის ხარჯზე, ანუ უკანონოდ, ქვეყნის ნგრევის ხარჯზე ხედავს და არა სისტემის მოწესრიგებისა და დეფიციტის აღმოფხვრის ხარჯზე.

ჩვენი პროგრამა სისტემის მოწესრიგებას, ენერგეტიკაში საბაზრო პრინციპების დამკვიდრებას ითვალისწინებს. მინდა იცოდეთ, რომ იმერეთი ერთადერთი რეგიონია, სადაც გაუქმებულია ინკასატორთა ინსტიტუტი, სადაც გაუქმებული ფულის ხელზე აკრეფა და გადახდილად ითვლება მხოლოდ ის თანხა, რომელიც საბანკო სისტემით სალაროებით არის გადახდილი. იმერეთი ერთადერთია, სადაც ენერგოკომპანიის პროგრამით გამარჯვებული ჯგუფი ხელმძღვანელობს 1,5 მლნ. ლარის ქონების გარანტიით და პროგრამის მთავარი პრინციპია: ენერგია მიეწოდოს მხოლოდ გადამხდელს. ჩვენ ჰიდროელექტროსადგურებსაც კი მივმართავთ – არ მიაწოდონ ენერია არგადამხდელს – თუნდაც იგი ენერგობაზარი იყოს.
გთხოვთ, დააკვირდეთ ციფრებს – 3-ჯერ გაიზარდა ბანკებში შეტანილი თანხის რაოდენობა, იმ რაიონებში, ფიდერებზე, ქალაქებში, სადაც 24 საათიანი ენერგომომარაგებაა – მოსახლეობიდან თანხის ამოღება 80-85%-ს აღწევს. საქართველოში არ არსებობს უკეთესი მაგალითი, ვიდრე ვანია: ხარჯავს ყველაზე ნაკლებ ენერგიას 3-ჯერ ნაკლებს, ვიდრე თვითონ ხარჯავდა ადრე, როცა არასტაბილური და უსისტემო მოწოდების გამო ხალხი გაწამებული იყო უშუქობით, იხდის 10-ჯერ მეტს, ვიდრე უშუქობით, იხდის 10-ჯერ მეტს, ვიდრე ადრე, გადახდის პროცენტი 80-ს აჭარბებს. ვანის მსგავსი სიტუაცია ყალიბდება თერჯოლაში, ქუთაისში, იმ ფიდერებზე, სადაც 24 საათიანი ენერგიის მიწოდებაა, მოსახლეობიდან ამოღებული თანხა 85%-ს აჭარბებს.

პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ უკეთესი მაგალითები, ვიდრე იმერეთშია, ენერგეტიკაში საბაზრო პრინციპების დამკვიდრების თვალსაზრისით, მეეჭვება საქართველოში სხვაგან იყოს. გთხოვთ, ისიც გაითვალისწინოთ, რომ იმერეთის მთავარი სიმდიდრე ჰიდროელექტროსადგურებია, რომელთა დადგმული სიმძლავრე 400მგვტ-ის ფარგლებშია. მცირე დანახარჯებით მისი გაზრდა 100-150 მგვტ-ით შეიძლება იმერეთს შეუძლია ამ სიტუაციაშიც კი, წლიურად, 2 მილიარდი კვტ-სთ ენერგია აწარმოოს მაშინ, როცა საბაზრო პირობით მუშაობის დროს, თვითონ ამის ნახევარიც კი არ სჭირდება. სამწუხაროა, რომ იმერეთის მთავარი სიმდიდრე – ენერგეტიკა უბედურებად იქცა – ჰესებისათვის თანხის გადახდა 10%-ის ფარგლებშია, ჰესების ბიუჯეტისადმი დავალიანება 15 მილიონის ფარგლებშია- ეს ფული რომ მოსახლეობის კუთვნილი ფულია და ამ დროს მოსახლეობა გაწამებულია უშუქობით, უფრო ზუსტად, უსისტემო მიწოდებით.

ყველაზე მძიმე და ძნელია ამ სიტუაციაში, რომ დაკარგულია ნდობა მოსახლეობაში. მხარის ენერგოკომპანიასთან შეუთანხმებლად, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე წარმოებს მ.ძ.გ.ს. (მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა) და ქვესადგურების გამორთვა. არის შემთხვევები, როცა ყველა ქვესადგური ერთდროულად ითიშება თბილისიდან (ქუთაისის სინამდვილეში), უმეტესწილად კი ერთი ან ორი ქვეადგურია ჩართული (თორმეტი საათისდან), ისიც ხშირად, შეზღუდული სიმძლავრით. ასეთ პირობებში ელექტროენერგიის შიდა განაწილებაზე მოსახლეობის უზრუნველყოფა გრაფიკული მოდელითაც შეუძლებელია, როგორ გამოვიდეთ მდგომარეობიდან, როგორია ჩვენი წინადადებები:

1. საჭიროა გაფორმდეს ხელშეკრულება ენერგოკომპანიასა და ენერგობაზარს შორის, საბაზრო პრინციპების სრული დაცვით;
2. ექსპერიმენტის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა მივიღოთ ელექტროენერგია, რომელსაც ითხოვს საათების მიხედვით იმერეთის ყველაქალაქი და რაიონი. მოთხოვნები ჩამოყალიბებულია სერიოზული ანალიზის საფუძველზე, მათ ხელს აწერენ რაიონებისა და ქალაქების საკრებულოთა თავჯდომარეები, მერები, გამგებლები ქუთაისისა და რაიონების ენერგოკომპანიათა ხელმძღვანელების. ისინი იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მოთხოვნილი ენერგიის მიწოდების პირობებში – პირველ თვეში თანხის ამოღება იქნება დახარჯული ენერგიის 60% და აღრიცხვის მოწესრიგებით, ენერგიის ხარჯვა შემცირდება, მინიმუმ, 20%-ით მეორე თვეში ამოღება იქნება _ 70%, მესამე თვეში – 75, მეოთხე თვეში – 80, მეხუთეში – 85, მექვსეში – 90, მეშვიდეში – 95 პროცენტი. მერვე თვეში ამოღება მიაღწევს 100 პროცენტ და შედგება სპეციალური გრაფიკი, რომელიც ერთ წელზე გაანგარიშებით გათვლილი იქნება 60-100 პროცენტიან ინტერვალებს შორის ამოღების დანაკლისის დაფარვაზე.

პარალელურად, შედგენილი იქნება აღრიცხვის მოწესრიგების ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომელიც ენერგიის ხარჯს 30-40 პროცენტით და მეტად შეამცირებს.
ვფიქრობთ, ბატონო ალბერტო, გაბედული პროგრამაა. ძენლია მოიძებნოს არგუმენტები იმის წინააღმდეგ. მხარდაჭერის პირობებში, პირველივეთვის შედეგებით, იმერეთი იქნება პირველ ადგილზე და მის მომდევნოს გაუსწრებს. და საერთოდ მხარდაწერის პირობებშუი, მუდმივად ვიქნებით 5% უკეთესი შედეგით ჩვენს მომდევნოზე.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის უპირველესი საფუძველი არის მოთხოვნილი ენერგიის მიღება, როგორც დროის, ასევე მოცულობის მიხედვით. წარმოუდგენელი საუბარი თანხის ამოღებაზე, თუ მოსახლეობას არ ექნება ენერგიის სტაბილური მოწოდება. ამაში უკვე დარწმუნდა „აი-იეს-თელასი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისს ენერგია მიაწოდოს 24 საათი.
ვინც ქართველი კაცის ბუნებას და ხასიათს კარგად იცნობს, კარგად იცის, რომ გამორთვებითა და დამსჯელი ღონისძიებებით მასთან ვერაფერს გააწყობს, მაგრამ კეთილი დამოკიდებულებით შეუძლებელს გააკეთებინებს, როგორც იტყვიან, კეთილი დამოკიდებულებით ქართველი კაცი ბოლო ლუკმასაც გაიღებს გაჭირვებულებისათვის.

თქვენ ესპანელი ხართ, ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ერის წარმომადგენელი, ჩვენ ხასიათით ერთმანეთს ვგავართ, ჩვენს დიდი სერვანტესის გმირებივით დონკიხოტები ვართ – სიკეთით სავსენი, და ამიტომ არ გაგვიჭირდება გავუგოთ ქართველ კაცს, გამიგოთ მე, ამ წერილის ავტორს, რომელიც თქვენთან კეთილი განწყობით, თანამშრომლობის მსურველია. ჩვენს შეთანხმებას დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია იმერეთისთვის, ერთ-ერთი მთავარი ენერგომხარისათვის. არ მეეჭვება, რომ თქვენ იმერეთის სახით გეყოლებათ გვერდში მდგომიც, კარგი მაგალითიც – როგორ შეიძლება საბაზრო პრინციპების დამკვიდრებით შევებრძოლოთ კორუფციას, ხალხი იყოს კმაყოფილი, გაძლიერდეს ქვეყნის ენერგეტიკა.

მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენ, პრინციპში შევძელით და დავიწყეთ დიდი საქმე, ჩვენგან ღალატი არ იქნება. ეს სიტყვა მივეცი მე საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, ენერგეტიკის მინისტრს – ბატონ დავით მირცხულავას, ენერგობაზრის ხელმძღვანელს – ბატონ სოსო ნატროშვილს, ამ სიტყვას გაძლევთ თქვენ – საქართველოს საბითუმო ბაზრის გენერალურ დირექტორს, ჩვენთვის საყვარელი ქვეყნის – ესპანეთის მკვიდრის – ბატონ ალბერტო სოლისს.

განსაკუთრებული კმაყოფილება მინდა გამოვთქვა იმის გამო, რომ უდიდესი მხარდაჭერა გაგვიკეთა საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, როგორც მთავრობის სხდომაზემ ასევე ქუთაისში მისი ვიზიტის დროს, რამდენიმე დღის წინ. მან აღიარა, რომ პროგრამა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ ამ ეტაპისათვის საუკეთესოა.

მე ვიცი, ბატონო ალბერტო, რა პასუხისმგებლობასაც ვკისრულობ, მაგრამ ვიცი, რომ ხალხი უშუქობითაა გაწამებული და ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს, ვიდრე ავიღოთ დიდი პასუხისმგებლობა და გთხოვოთ თანადგომა და მხარდაჭერა.
მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ღრმა პატივისცემა და მოგიწვიოთ იმერეთში ჩვენი პროგრამების გასაცნობად თქვენთვის სასურველ დროს.

პატივისცემით
თეიმურაზ შაშიაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *