თავისუფალი აზის დარბაზი – 2005 წლის 23 მაისი

თავისუფალი აზის დარბაზი, 2005 წლის  23 მაისი
თემურ შაშიაშვილი ,,წინ საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

tem3ჩემი აზრით, დროა, დავიწყოთ საუბარი მოქალაქეთა კავშირისათვის პოლიტიკური სასამართლოს მოწყობის თაობაზე. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და ვიდრე ამ თემას შევეხებოდე, არ შემიძლია, არ აღვნიშნო ბუშის ვიზიტის თაობაზე.
ეს ვიზიტი მართლაც მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, მაგრამ ის ამერიკისათვისაც მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც პრეზიდენტის გამოსვლა წინასწარ გავრცელდა, უხერხულობა მაინც უნდა ეგრძნო ზოგიერთ პიროვნებას, რადგან დავით აღმაშენებლისა და ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში ჩვენ მოგვიწოდებენ, – იცხოვრეთ მხოლოდ ერთი პიროვნების – ზურაბ ჟვანიას იდეალებითო. ეს იმდენად შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, რომ თავად ზურაბ ჟვანიას ხსოვნასაც აყენებს შეურაცხოფას. ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის ქვეყანა, დიდი იდეოლოგიის ქვეყანა, იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მემკვიდრეობის ქვეყანა. ეს არ ეხება აშშ პრეზიდენტს, ეს ეხება მრჩევლებს, ვინც ეს დოკუმენტი მოამზადა და ვინც ის ნახა. ამ მოქმედებით განსაკუთრებით უფრო მეტი ეჭვი იბადება, რომ მართლაც რაღაც საეჭვო მოხდა ჟვანიასთან დაკავშირებით და მართლაც ვიღაცა მასთან ვალშია.
რაც შეეხება მთავარ საკითხს: ჩვენ არ ვთავაზობთ არავის კონკრეტულ პიროვნებების გასამართლებას. ჩვენ ვთავაზიბთ მოქალაქეთა კავშირის იდეოლოგიის გასამართლებას. სამწუხაროდ, ხალხს ეგონა, რომ დაჭერებით რაღაც შეიცვლებოდა. დაჭერებით დაიწყო ყველა ხელისუფლებამ კომუნისტურ პერიოდში: დაჭერებით დაიწყო ორჯონიკიძემ, ბერიამ, შემდეგ, – შევარდნაძემ, პატიაშვილმა, მაგრამ ყველაფერი კრახით დამთავრდა. ქვეყანაში ბრძოლა ჭირდება იდეოლოგიას და დღეს თუ რამ იდეოლოგიაა დასამარცხებელი, ეს არის მოქალაქეთა კავშირის იდეოლოგია.. რადგან არ შეცვლილა იგი და დღესაც გრძელდება რეალურად. ამიტომ ის, ვინც ეს იდეოლოგია შექმნა, ისინი დღესაც მართავენ სახელმწიფოს. მე ვამაყობ, რომ არასოდეს ვყოფილვარ მოქალაქეთა კავშირის მომხრე. ვამაყობ იმით, რომ ყველა არჩევნებში ერთადერთი იყო იმერეთი, სადაც ვერასოდეს ვერ იმარჯვებდა მოქკავშირი. მე სრული უფლება მაქვს, ვთქვა: როცა პირველად დავდექი პარლამენტის ტრიბუნასთან 1997 წელს და ვთქვი, თქვენ ქმნით კორუფციულ სისტემას და კონკრეტული პიროვნებებიც დავასახელე (თუმცა დღემდე არ მიმიღია პასუხი იმ პიროვნებასთას დაკავშირებით, რომელიც იმ წუთას პარლამენტში იჯდა). მე ვთქვი, ის ძალა, რომელმაც ეს კორუფციული სისტემა შექმნა, იჭერს კორუფციული სისტემის მსხვერპლს. ეს იყო ყველაზე დიდი ბრალდება.

მე შემიძლია ჩამოვთვალო რამდენიმე პუნქტი, რომლის გამოც უნდა მოხდეს გასამართლება:

ქვეყნის მმართველი ორი პოლირიკური ძალის ლიდერებმა, პოლიტიკურმა ელიტამ ერთმანეთსა და პარტიებს შორის მოჩვენებითი დაპირისპირების პოლიტიკური სპექტაკლის დადგმით. არჩევნების გაყალბების მზაკვრული სისტემის შექმნით, ერთის მხრივ, მოსახლეობაში, ამომრჩევლებში შექმნეს დაპირისპირებულ ძალიდან ერთ-ერთის ამორჩევით ქვეყნის გადარჩენის ილუზია, მეორე მხრივ, საერტასორისო ორგანიზაციებში აკრედიტებულ დიპლომატებსა და დამკვირვებლებში – დემოკრატიის, პოლიტიკური პაექრობის ილუზია.

რეალურად ეს იყო ქვეყნის მმართველობიდან ეროვნული სულისკვეთების პოლიტიკურ ძალთა მოცილების, მათი პოლიტიკური მკვლელობის მზაკვრული პროგრამა, რაც წარმატებით განხორციელდა. სამწუხაროდ, ხალხის მონაწილეობით, უცხოელთა დახმარებით, ქება-დიდებითა და ტაშით.

ქვეყანაში შექმნეს კორუფციული სისტემა,რომლის მონაწილედაც ლამის მთელი ქვეყანა აქციეს
სისტემა: როცა ქურდს და კრიმინალს ვერ იჭერ, თუ არ ქურდობ, ვერ მეწარმეობ მაშინ, როცა ქურდი, მეწარმე და ხელისუფლება ერთიანდებიან, ანუ სახელისუფლებო სისტემა კრიმინალიზირებული ხდება. პოლიტიკოსი, მეწარმე და ქურდი მეგობრდებიან – მდიდრდებია, ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა უკიდურესი გაღარიბებით, ძარცვა-გლეჯით, ქვეყნის ნგრევით.

განახორციელეს წარმატებით, სამწუხაროდ ხალხის მონაწილეობით, საერთაშორისო მაფიოზთა (სოროსის მსგავსთა) მონაწილეობით, დემოკრატიის ნიღბით – ტაშით, ქება-დიდებით.

მოჩვენებითი დაპირისპირებით შექმნეს ორი პოლიტიკური ცენტრი აბსოლუტური ძალაუფლებით ცენტრში. ადგილობრივი ხალისუფლების პრაქტიკულად სრული უუფლებობით შეიქმნა ზეცენტრალიზებული სახელმწიფოს კლასიკური მოდელი, რომელიც მმართველ პოლიტიკურ ძალას ძალაუფლებას უნარჩუნებდა.

ადგილობრივი ხელისუფლება აღმოჩნდა მშიერი და დაუძლურებული ხალხის რისხვის წინაშე, ხალხი კმაყოფილებით ხვდებოდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივ ხელისუფალთა კრიტიკას, თანამდებობიდან მათ გადაყენებას, უფრო მეტიც, ქება-დიდებას ასხამდა ცენტრს, ანუ მათი უბედურების საწყისს.
ქვეყანა დაყვეს კონტროლირებად და ნაკლებად კონტროლირებად და უკონტროლო ზონებად, რასაც კარგად შეერწყა ყველა დონის სახელისუფლებო რგოლებისა და მოხელეთა ორი ჯგუფი:

პირველი – გადაჭარბებილი უფლებებით, მეორე – უუფლებობით. ეს იყო მთელი სახელისუფლებო სისტემის, ყველა დონის ხელისუფალისა და მოხელის სრულ კორუფციაში ჩათრევა, ამით მათი ფინანსური ინტერესების დკმაყოფილება – შესაბამისად, ხელისუფლების, მთელი ვერტიკალის ერთ დანაშაულებრივი ინტერესით გაერთიანება, მთელ სახელისუფლებო ვერტიკალში მონური ფსიქოლოგიის დამკვიდრება.

ეს იყო სისტემა, როცა სახელისუფლებო ვერტიკალისათვის საშიში იყო არა მექრთამე და კორუმპირებული, არამედ წესიერი და პატიოსანი, მეამბოხე სულის ხელისუფალი.

ამ ჯადოსნურ და დანაშაულებრივ სისტემას მხოლოდ ერთეულებმა გაუძლეს. მათი პრინციპული გამოსვლები ხალხს სიამოვნებდა, მმართველპოლიტიკურ ძალას კი შინაგანად აღიზიანებდა, მაგრამ გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებდ. კრიტიკას ეთანხმებოდა, კრიტიკის ავტორს არ ხსნიდა და არ იწერდა, თუმცა არც რეაგირებდა. დღეს ეს კარგად გამოჩნდა – მათ არც სახლები აქვთ, არც მიწები დედაქალაქსა და პრესტიჟულ საკურორტო ზონებში და არც მანქანები ჰყავთ, არც ფული ბანკებში არც აქციების მფლობელნი არიან და არც ფინანსური ინტერესები გააჩნიათ. ასეთი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთი ათეული ყოფილი თუ ახლანდელი ხელისუფალია
ქვეყნის მთელი შიდა სიმდიდრე ნულოვან აუქციონზე გაყიდეს, რუსეთთან ნულოვან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, ქვეყნის გარეთ არსებული სიმდიდრეც ნულად აქციეს, ხალხის ცხოვრების დონეც ნულზე დაიყვანეს, – ქვეყანა დაამშიეს და დააუძლურეს.

კაცობრიობის ისტორია ადასტურებს, რომ პოლიტიკური ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკური ნიშნით ქმნის მოჭარბებულად მდიდართ, პოლიტიკურად ბატონობს ღარიბზე, მშიერ, დაუძლურებულ ადამიანებზე, რომელთა მოსყიდვა გარკვეულ დრომდე ფულითა და ჰუმანიტარული დახმარებით საკმაოდ იოლია.
მოქმედების საყრდენებად გაიხადეს ყოვლად მიუღებელი პრინციპები. ყველას ჩამოთვლა ძნელია, მაგრამ, დაფიქრების, ანალიზისა და დასკვნისათვის მხოლოდ რამდენიმეს წარმოგიდგენთ:

– შენს ლიდერს ჯერ მამა-მარჩენალი უწოდე, როცა აღარ დაგჭირდება – ლანძღე და აგინე. ყველაფერი მას დააბრალე. ებრძოლე, ჩამოაგდე. მთავარია ხალხის გრძნობებზე თამაში.
_ წაახალისე მოღალატე. სხვა პარტიიდან შენსკენ გამოქცეული, სხვისი დამბეზღებელი, ჯაშუში და უკვე შენი მლიქვნელი, შენი პოლიტიკური ოპონენტის მტერი.
_ ფულიანი ჯერ შენი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენე, მერე – მოისროლე, დაიჭირე, და სატელევიზიო კონცერტების მოწყობით ხალხს გული მოფხანე
აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, ჩვენი აზრით, საქართველოში არ მომხდარა ,,ვარდების რევოლუცია~, არამედ მოხდა პრაქტიკულად მოქკავშირის ხელახალი აღდგენა. მოქალაქეთა კავშირს ერთადერთი გზა ჰქონდა დარჩენილი ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში დარჩენისკენ და ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მოხდენა, სხვა შემთხვევაში იგი წასული იყო პოლიტიკური არენიდან. ამის ისტორია დაადასტურებს. და ეს ყველაფერი გაკეთდა ქებით, ტაშით, უცხოეთის მრავალი ქვეყნის მხარდაჭერით, საერთაშორისო დონის მაქინატორთა – სოროსისა და მსგავსთა მისთA ქვეყნის უზნეო მდიდართა მხარდაჭერით.

დღეს ქვეყანას მართავს პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე კორუფციული სისტემა შექმით განიმტკიცა დასაკმაოდ გაიხანგრძლივა ძალაუფლება და დღეს კი ამის წინააღმდეგ აშკარად მოჩვენებითი ბრძოლით ინარჩუნებს მათ.
გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, რადგან ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს მოქალაქეთა კავშირის იდეოლოგიის გასამართლება, რომელიც დღემდე მართავს სახელმწიფოს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *