თავისუფალი აზის დარბაზი 6 ივნისი, 2005 წ.

IMG_0697

თავისუფალი სახლის დარბაზი, 6 ივნისი, 2005 წ.

დიდი დაფიქრების და დაფიქრებული მოქმედებების დროა,
ვინც კარგ დროს ელოდება – ცუდს ახანგრძლივებს

(თემურ შაშიაშვილი ,,წინ საქართველოს ლიდერი)

თავისუფალი სახლის დარბაზი ძალას იკრებს და აშკარად იკვეთება ის კონტურები, რომ უახლოეს პერიოდში ის მართლაც გავლენიანი პოლიტიკური დარბაზი იქნება.
ამის დასტურია ის ინტერესი, რომელსაც იჩენენ დარბაზისადმი მეცნიერები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები, სტუდენტები, ახალგაზრდები, სხვადასხვა პროფესიის პეციალისტები, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური პარტიები, და მოძრაობები… ამის დასტურია სატელევიზიო გადაცემები, საგაზეთო პუბლიკაციები და ყურადღება, რომელსაც ნელ-ნელა ჩვენი დარბაზი ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში იკრებს.

ვფიქრობ, უნიკალურია ის ფაქტი, რომ ალბათ სწორი იქნება, ვთქვათ, მოვლენა, რასაც თავისუფალი აზრის დარბაზის სტენოგრაფიული გამოცემის არსებობა ნიშნავს. ყოველ ორშაბათს ვიღებთ ბროშურას წინ ორშაბათის შეხვედრის სტენოგრამით. თქვენ დღეს გაქვთ საშუალება, მეორე ნომერს გაეცნოთ. ეს მართლაც მოვლენაა – მას ჯერჯერობით ანალოგი არა აქვს და ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი გავაგრძელოთ, ალბათ ამას შევძლებთ.

მართლაც, პოზიტიურია ეს პროცესი, რომელსაც წამოჭრილ პრობლემათა განხილვა ქვია. თუნდაც ერთი მაგალითი: არა ერთ გამოსვლაში მწვავედ ითქვა მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ განხილვის პროცესმა მიგვიყვანა სერიოზულ კონფერენციამდე, მნიშვნელოვან დოკუმენტამდე – დღეს იგი უკვე სტამბური წესით დაგირიგდათ, რაც მთავარია, დღეს და ხვალ ამ დოკუმენტს სპეციალური მიმართვით მიიღებს ათასამდე ადრესატი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, პრეზიდენტი, პარლამენტის ყველა წევრი, ყველა გუბერნატორი და გამგებელი, ყველა უნივერსიტეტი და ინსტიტუტი. ყველა შემოქმედებითი კავშირი და არასამთავრობო გაერთიანებები, ბეჭდვითი და ელექტრონული მედია.

ამ დოკუმენტის 20 ათასამდე ეგზემპლარი დარიგდება მოსახლეობაში სოფლად და ქალაქად. ჩვენი პოზიცია ძალიან გაბედულია, რეალურად სახელმწიფოებრივი და ქართულია, ორიენტირებულია სწორედ იმაზე, რასაც ღია სამოქალაქო საზოგადოება ქვია.

დასტურად წარმოგიდგენთ წერილს, რომელიც გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.

ბატონო პრეზიდენტო!

საქართველოსათვის, ქართველი კაცისა და საერთოდ, საქართველოს მოქალაქეთათვის, მიწის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,წინ საქართველოს~ მთავარმა კომიტეტმა ჩაატარა კონფერენცია ,,სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზაციის შესახებ~ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდმენ ქართველი მეცნიერები და დარგის წამყვანი სპეციალისტები. გათვალისწინებული იქნა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მოსაზრებები., მრავალი ქვეყნის გამოცდილება.

კონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილება – სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი მიწის პრივატიზაციის შესახებ კანონის მიღება არ შეიძლება მანამ, სანამ არ გადაწყდება ქვეყნის სახელმწიფოებრიბი მოწყობა. სანამარ ჩატარდება დეგრადირებული მიწების რეაბილიტაცია, საერთოდ მიწის ინვენტარიზაცია და კადასტრი. არ იქნება მიღებული კოდექსი არ დამკვიდრდება მიწის ,,მემკვიდრეობითი ქირავნობის~ (ილია ჭავჭავაძე) და იჯარის უფლების გაყიდვის პრინციპი არ განისაზღვრება სარეზერვო მიწის ფონდი, არ შეიქმნება სოფლად ფერმერული მეურნეობის განვითარებისათვის საჭირო პირობები და სხვა.
როგორც მოგეხსენებათ, თავის დროზე ანალოგიური ღონისძიებები გაატარეს ამერიკის შეერთებულმა სტატებმა, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ და სხვა დღეისათვის წარმატებული ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ.

ბატონო პრეზიდენტო!

კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,წინ საქართველოს~ მთავარ კომიტეტს დაევალა მოგმართოთ განსაკუთრებული თხოვნით – მიიღოთ ზომები მიწის პრივატიზაციის კანონის მიღების პროცესის შეჩერებისათვის საწიროების შემთხვევაში გამოიყენოს ვეტოს უფლება, მით უმეტეს, რომ კანონპროექტი ხელისუფლების მიერ არ გამოქვეყნებულა საჯარო განხილვისათვის. პოზიცია არ გამოუხატავთ დარგის წამყვან სპეციალისტებს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას, უპირველესად, მიწის ნამდვილ მეპატრონეს – გლეხობას, არ ჩატარებულა რეფერენდუმი.

ამასთან ერთად, ბატონო პრეზიდენტო, ვეყრდნობით რა თქვენს საჯარო განცხადებებს, იმის თაობაზე, რომ ორ კაცსაც თუ ექნება თქვენგან განსხვავებული მოსაზრება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე თქვენ მათ შეხვდებით, დარწმუნებული ვართ მიიღებთ წინადადებას, თავისუფალი აზრის დარბაზთან~ (მისი წევრები არიან: მეცნიერების, კულტურის, განათლების ცნობილი მოღვაწეები, ეკონომისტები, იურისტები, სტუდენტობისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლები). პირდაპირ სატელევიზიო ეთერით შეხვედრის თაობაზე. ვფიქრობთ, საქმისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება და არავის ღირსებას არ შელახავს თქვენი, ან კანონპროექტის ავტორების სატელევიზიო ღია შეხვედრა ,,წინ საქართველოს~ მთავარი კომიტეტის წევრებთან. ასევე სასურველია, მოვაწყოთ საზოგადოებასთან შეხვედრა ფილარმონიის დიდ დარბაზში. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი მიძღვნილ თავისუფალ შეხვედრას თავისუფლების მოედანზეც. ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთივე ღია შეხვედრებია საჭირო გლეხობასთან, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებთან საქართველოს ყველა რეგიონში. დარწმუნებული ვართ, არც თქვენ გეპარებათ ეჭვი, რომ სწორი არ იქნება ამ საკითხის გადაწყვეტა ქართველი მეცნიერების აზრის გარეშე და თქვენს შეხვედრას მაცნიერების აკადემიის საერთო კრების მონაწილეებთან მთელი საქართველო ნახავდა ტელევიზიით .

ბატონო პრეზიდენტო!

გვინდა ვიფიქროთ, რომ თქვენ იზიარებთ პოზიციას სწორედ ასეთი დიდი დათათბირებით უნდა გადაწყდეს ქვეყნის უდიდესი ბუნებრივი სიმდიდრის – მიწის საკითხი. ქვეყანა იქნება ბედნიერი, თუ მიწის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება კია არ გაამწვავებს ქვეყნის შიგნით დაპირისპირებას, არამედ გააერთიანებს დაპირისპირებულ ძალებს და ჯგუფებს, ქვეყანას საერთოდ.

სწორედ ამ დიდი განწყობით გიგზავნით ამ წერილსაც.

ვფიქრობ, ეს წერილი გამოხატავს ,,წინ საქართველოს~ განწყობილებას – ნუ შეგვეშინდება ხალხის წინ დადგომა, ხელისუფლებამ აქვს თავისი სათქმელი, ხალხი ჩვენს პოზიციას მოისმენს და გონიერებით გამორჩეულ ქართველ კაცს არ გაუჭირდება დასკვნის გაკეთება – ვინ ტყუის და ვინ გულწრფელია, ვინ რისი მაქნისია საერთოდ. ვისაც ასეთი შეხვედრების ეშინია, ის არ ფიქრობს საქართველოზე – ქვეყნის გარეთ არსებული ძალების დაკვეთას ასრულებს. საქართველოს, ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ, ჩვენ ასევე მწვავედ სევეხეთ განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. განათლების მინისტრს და რეფორმატორების ჯგუფს ეშინიათ ჩვენთან ერთად შეხვდეს ხალხს, უპირველესად მეცნიერთა და პედაგოგთა წინ დადგომა და საუბარი.

ჩვენ მაინც არ მოვეშვებით ამ მართლაც დიდ ქართულ და სახელმწიფოებრივ საქმეს და ეჭვიც არ მეპარება, რომ ნელ-ნელა საქართველოს მისახლეობაც მიხვდება, რომ დიმიტრი უზნაძის განათლების სარეფორმო პროგრამას, რომლითაც მთელი ევროპა წავიდა – არ შეიძლება მაქინატორ სოროსის პროგრამა ვამჯობინოთ, იმის გამო, რომ მან ამისათვის ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხადა მინისტრს და მის საძმაკაცოს.

ვისაც გქონდათ საშუალება, გაცნობოდით ყოველკვირეულ გაზეთ ,,7 დღე~- ში გამოქვეყნებულ მასალებს საერთო რუბრიკით ,,სოროსი იქ და სოროსი აქ, ვარდებიდან მეტადონამდე~, რომლის ავტორებიც ქალბატონი ანა ჭავჭავაძე და ბატონი საბა გიორგაძე არიან – კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდით, რა შავ ჭირთან გვაქვს საქმე სოროსის სახით და რა დიდი ქართული გამოფხიზლებაა საჭირო, თუ გვინდა საქართველო არ დარჩეს ქართული ცნობიერების გარეშე. არ დასადგურდეს უთვისტომობა, კოსმოპოლიტიზმი. ფაქტია, რომ ხელისუფლებას ქვეყანა უფსკრულისკენ მიყავს. ეს მაშინ, რცა სრულიად სხვა პროცესებია ცივილურ სამყაროში.

ამერიკელობა ეროვნებად მკვიდრდება. აღარაფერს ვამბობთ ევროპელებზე, სადაც ეროვნული და პლანეტარული, ანუ ზოგადსაკაცობრიო თავსებადობაშია და პროგრესიც ამ განწყობით ვითარდება. ამის მაგალითია, რეფერენდუმები საფრანგეთსა და ნიდერლანდებში. ფრანგების ლოზუნგი: ევროპა გვიყვარს და არ გვინდა ერთიანი ევროპული კოონსტიტუცია – მრავლისმეტყველი და დამაფიქრებელია. ასევე დამაფიქრებელია, რომ ჰოლანდიის მოსახლეობამაც კი, სადაც ერთი სქესის ადამიანთა ქორწინებაც კია დაშვებული, – უარი თქვა ევროპის ერთიან კონსტიტუციაზე. ინგლისელების განწყობაც თითქმის ადეკვატურია, საერთოდ, ევროპა ბევრ ფაქტსა და მოვლენას ახლებურად განიხილავს. ჩვენ ამ ფაქტებს აღვიქვამთ, არა როგორც ერთიანი ევროპის წინააღმდეგ მიმართულს, არამედ როგორც ერთიანი და ძლიერი ევროპაზე ორიენტირებულს, და სერიოზულ განაცხადს, რომ ურაპატრიოტიზმისა და კოსმოპოლიზმის კი არა, ეროვნულის და ზოგადსაკაცობრიოს ერთმანეთთან დაკავშირების დროა.

ჩვენ შემთხვევით არ შევხებივართ ამ პრობლემებს. ვფიქრობთ, ,,თავისუფალი აზრის დარბაზის~ საუბრების ცენტრში მოექცევა, სწორედ ის, რომ ,,ადამიანი თავისუფლებისათვის გაათავისუფლა ღმერთმა,~ როგორც ეს პავლე მოციქულის ქადაგებაშია ხაზგასმული და არ უნდა ვიქცეთ არავის მონებად, არ ვიყოთ კერპთAყვანისმცემლები, არავის არ უნდა მიჰყავდეს ქვეყანა ტომობრივი ცხოვრების პრინციპებისაკენ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონმა სააკაშვილმა ირწმუნა, რომ იგი ბელადია… გამოდის, ჩვენ, საქართველო კი არა, უბრალოდ ქართული ტომი ვყოფილვართ, – სიტყვა ,,ტომი~ ჩვ.წ.აღ. გაგებით, საცოდავი XXI საუკუნის საქართველო იმ ადამიანების ხელში, რომლებიც მომავალზე ლაპარაკობენ და აზროვნებით წარსულში არიან.

ყველაზე დიდი ტრაგედია ადამიანისათვის არის საკუთარი ტყუილის დაჯერება. ხაზს ვუსვამ, ეს ადამიანის ტრაგედიაა, მაგრამ, თუ ადამიანი პრეზიდენტია და მან საკუთარი ტყუილი დაიჯერა – ეს უკვე ქვეყნის უბედურებაა ვეჭვობ, პრეზიდენტის ამ აზროვნების კერპთაყვანისმცემლის განწყობის შეცვლა შეიძლებოდეს. საკუთარ თავზე გამარჯვება მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ. პირადად მე, არც საკუთარი ტყუილის დამჯერებელი და არც მისი თაყვანისმცემელი მიმაჩნია არა თუ ძლიერ, არამედ ელემენტარულად მოაზროვნე ადამიანად. სწორედ ამიტომ, ავადმყოფური აზროვნების ადამიანთა ხელმწიფება და ბატონობა ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. ეს მოაზროვნე ადამიანებმა უნდა გააკეთონ. ჩვენ სწორედ ამ ტიპის მოქმედებებზე უნდა გადავიდეთ.

სხვა რა შეიძლება იფიქროს ადამიანმა მაშინ, როცა:
წაგვართვეს მამის სახელი, წაგვართვეს ეროვნება, გვართმევენ გვარს,
გვართმევენ მიწას…
გვართმევენ ახალგაზრდობას – ნარკოტიკებისა და გარყვნილებისაკენ მიყავთ…
გვართმევენ ენას…
გვართმევენ წარსულს…
გვართმევენ ეკლესიას…
კლავენ მეცნიერებას და განათლებას….
დავით აღმაშენებლისა და ილია ჭავჭავაძის პორტრეტების ფონზე ქადაგებენ ურწმუნო სოროსის თეორიას…

დიდი დაფიქრების და დაფიქრებული მოქმედების ჟამი უდგას დღეს ქართველ კაცს, საქართველოს მოქალაქესა და მეგობარს.

სწორედ დიდი ქართული დაფიქრების ვექტორია ,,თავისუფალი აზრის დარბაზის~ – მოძრაობის მთავარი საზრუნავი… ,,დროთა კავშირი დაირღვა~ და ბედმა მოაზროვნე ადამიანებს არგუნა მათი გამთელება.

დიდი შექსპირის – დიდი ინგლისელისა და პლანეტარული მასშტაბის მოაზროვნის- სიტყვებით ვამთავრებ ჩემს გამოსვლას ,,თAვისუფალი აზრის დარბაზში~ – დარბაზში, სადაც ყველას გაცნობიერებული აქვს, ,,რომ ადამიანი თავისუფლებისთვის გაათავისუფლა ღმერთმა~,

ბედნიერი იქნება საქართველო, როცა ეს ყველა ქართველის მიერ იქნება გაცნობიერებული.

და ჩვენ ვიცხოვრებთ ასეთ ქვეყანაში.

სწორედ ამიტომ, შეიქმნა და მოქმედებს ,,წინ საქართველო~ ჩვენ ვიცით, ვინც კარგ დროს ელოდება – ცუდს ახანგრძლივებს. ჩვენ არ დაველოდებით კარგ დროს, ჩვენ მას საკუთარი ბეჭებით მოვიტანთ, თუნდაც ეს საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *