თავისუფალი აზრის დარბაზი (06.07.2005)

თავისუფალი აზრის დარბაზი
6 ივლისი 2005 წელი
სტენოგრაფიული ჩანაწერი #7

_MG_0736დღევანდელმა ხელისუფლება, ქვეყნის მმართველმა პოლიტიკურაზალამ – პრაქტიკულად სახეშეცვლილმა ,,მოქკავშირმა~, შევარდნაძის მიერ შობილმა, გაზრდილმა პოლიტიკურმა ძალამ – 30 ივნისს დაასრულა ავტოპორტრეტის შექმნა და წარდგენა ხალხისტვის რუსთაველის პროსპექტზე და გვითხრა, რომ ის არის ბნელი და უკუნი

თეიმურაზ შაშიაშვილი
მოძრაობა “წინ საქართველოს”
ერთ-ერთი ლიდერი

ბატონებო, დღეს 4 ივლისია, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე. ნება მომეცით, თქვენი სახელით გამოვხატოთ უდიდესი მადლიერება ამერიკელი ხალხისადმი, ამერიკის ხელისუფლებისადმი, საქართველოსადმი განსაკუთრებულად კეთილი დამოკიდებულებისათვის და გულწრფელად მივულოცოთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას _ მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების დიდ გარანტს _ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნაციონალური დღესასწაული.

დასაწყისშივე მინდა ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით მადლობა მოვახსენოთ ყველას _ განსაკუთრებით მეცნიერებს, რომლებიც დაგვეხმარნენ კონფერენციის მომზადებაში. სასიამოვნოა, რომ 30 პროფესორი და დოქტორი მონაწილეობენ კონფერენციის მუშაობაში. მოხარული ვარ, რომ კონფერეციაზე სიტყვა წარმოთქვეს: პროფესორმა ვალერიან ლორიამ. თსუ-ს კათედრის გამგემ, წარმატებულმა, საინტერესო იურისტმა და კარგმა პიროვნებამ, პროფესორმა ბ-ნმა ელგუჯა მექვაბიშვილმა, ასევე თსუ-ს კადრის გამგემ, წარმატებულმა, საინტერესო იურისტმა და კარგმა პიროვნებამ,პროფესორმა ბ-ნმა ელგუჯა მექვაბიშვილმა იგი არის ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი თანამედროვე ეკონომიკური აზროვნების, რომლის გამოსვლებით ყოველთვის მოხიბლული ვარ. უაღრესად საინტერესო და დამაფიქრებელი იყო პროფესორ სულხან ქემომოკლიძის გამოსვლა. ჩვენთან ერთადაა გენერალი ვალერი ქვარაია, ერთ-ერთი წარმატებული და საამაყო გენერალი. სხდომასაც _ პროფესორი მერაბ ჯიბლაძე, მოძრაობა “წინ საქართველოს” მთავარი კომიტეტის წევრი უძღვება. ერთი სიტყვით პროფესორთა გარემოცვაში ვართ.

რამდენიმე სიტყვით 30 ივნისს, რუსთაველი პროსპექტზე მომხდარ ამაზრზენ დარბევასთან დაკავშირებით.

დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ _ პრაქტიკულად სახეშეცვლილმა “მოქკავშირმა”, შევარდნაძის მიერ შობილმა, გაზრდილმა პოლიტიკურმა ძალამ _ 30 ივნისს დაასრულა ავტოპორტრეტის შექმნა და წარდგენა ხალხისთვის რუსთაველის პროსპექზე და გვითხრა, რომ “ის არის ბნელი და უკუნი”.

ახლა სიტყვა ხალხზეა. თუ ჩვენც ასეთი ვართ, მაშინ ხელისუფლებას ვემსახუროთ და შევეგუოთ მას. მწამს და მსჯერა, რომ ხალხში სინათლე, რწმენა და სიყვარულია… ხალხი სამოქალაქო და ეროვნული ღირსებით არის სავსე და არ დაუშვებს დიქტატურას, არ გადაიქცევა ტომად და ვერ იგუებს ბელადობის მანიით შებყრობილს. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, მე პირადად, სხვა გზას ვერ ვხედავ, გარდა ამ განწყობილებით ბრძოლისა.

ბედნიერი ვარ, შევარდნაძის ეპოქის ქუთაისის ციხის უფროსი, დღეს კი ახალი “მოქკავშირის” _ “ნაცმოძრაობის” (საწყალი საქართველო ასეთი ნაციონალების ხელში) თავჯდომარე, ვინმე გიორგი არველაძე რომ მაკრიტიკებს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ხელისუფლების წევრი არ ვარ, არ ვიყავი და არც დღეს არ ვარ იმათთან, ვისაც ბატონი სააკაშვილი _ შევარდნაძის იუსტიციის მინისტრი _ ძველ ხელისუფლებაში “ფულის ტომრებს” ეძახდა და დღეს მისივე ხელისუფლებაში წამყვან ფიგურებს წარმოადგენენ _ “ნაციონალები”, საპარლამენტო და სახელისუფლებო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტის მეგობრები არიან.\

მეამაყება, რომ არასდროს არც სოროსთან, არც კმარასთან, არც “თავისუფლების ინსტიტუთან” არავითარი კავშირი არ მქონია, არასდროს “მოქკავშირის” სიახლოვეს არ გამივლია და მასთან მუდმივად დაპირისპირებული რომ ვიყავი.

გადაბრუნებული აზროვნება, პოლიტიკური პროსტიტუცია, აბა რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ ისინი, ვინც შევარდნაძის “მოქკავშირელები” იყვნენ და მაშინ მე იმისთვის მებრძოდნენ, “რატომ “მოქკავშირში” არ ხარ და შევარდნაძეს ასე რატომ აკრიტიკებო”. ისინი ვინც შევარდნაძეს ხოტბა-დიდებას ასხამდნენ მაშინ, როცა თვით შევარდნაძე საჯაროდ ამბობდა _ “შაშიაშვილმა თავისი კრიტიკით საერთოდ გამაშიშვლა, მე ასე ოპოზცია არ მაკრიტიკებსო” _ დღეს საკუთარ თავს არა შევარდნაძიდან, არამედ უცხოპლანეტიდან მოსულ ახლებად თვლიან და ხალხს გონებაში უტენიან აზრს, რომ მე ვარ შევარდნაძის ხელისუფლების წევრი. ღმერთმა შეუნდოთ.

ყველაზე მძიმე და ძნელი იმის შეგრძნებაა, რომ ხედავ არაერთს, რომელსაც სჯერა ამ მოღალატეების, გამყიდველების, ყალბი ეროვნული პათოსის მქონე, ძალაუფლების მოყვარული ავადმყოფების _ ძალაუფლების შენარჩუნებისათვის მშობელსაც და სამშობლოსაც რომ გაყიდიან. ბევრმა რომ თავისი სამშობლო გაყიდა და გვარი ქართული მიიღო _ ეს Dდღეს ურწმუნოთათვისაც კი არ არის უცხო. ხელისუფლების მხრივ მწვავე რეაქცია ამ დარბაზში და შემდგომ პრესაში ჩემს იმ გამოსვლას რომ მოჰყვა, სადაც ვთქვი, რომ მაშინ, როცა ქუთაისში კათოლიკეებსა და გრიგორიანელებს ერთი ეკლესია ჰქონდათ, ეროვნებით სომეხ დორდომიანთან ერთად _ სააკაშვილის ბაბუაც ტერტერა სააკოვი მოღვაწეობდა _ ეს ჩემთვის გასაგებია. ეს ისტორიული სიმართლეა და თავის დროძე ტერტერა სააკაშვილზე წერდნენ იაკობ გოგებაშვილიც და ილია ჭავჭავაძეც. არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ სომხები სომხური გვარით და გრიგორიანული ეკლესიისადმი პატივისცემით ჩემი და ყველა ნამდვილი ქართველის მეგობარი და ძმაა, მაგრამ გვარშეცვლილი ქართველიც, სომეხიც, აზერბაიჯანელიც _ უბედურებაა თავისის ერისთვისაც და იმ ერისთვისაც, ვის ერთგულებისთვისაც ფიცს დებს. მე იმიტომ ვცემ პატივს ბატონ მალხაზ შალიკაშვილს, რომ მან არც გვარი შეიცვალა და არც ეროვნება, მაგრამ ძალა ჰქონდა და მსოფლიოში ცნობილი ადამიანი გახდა.
ერთი სიტყვით საფიქრალი ბევრი გვაქვს. ჩვენ არაერთი მწვავე დისკუსია გველოდება სექტემბერ-ოქტომბრიდან “თავისუფალი აზრის დარბაზში”.

დღევანდელი კონფერენცია და ჩვენი ბოლო შეხვედრა საზაფხულო შესვენების წინ მართლაც, უმნიშვნელოვანესი და განსაკუთრებულია.

ჩვენი დღევანდელი კონფერენციის სტენოგრაფიული ჩანაწერი ერთი კვირის შემდგომ გამოვა, ეს კი პეტრე-პავლობის დღესასწაულს ემთხვევა. მინდა წინასწარ მოგილოცოთ და გაგახსენოთ, ქრისტე პეტრეს _ კლდესავით ძლიერს და პავლეს _ ზღვა სიყვარულით სავსეს უწოდებდა. “წინ საქართველო” კლდესავით ძლიერი და ზღვა სიყვარულით სავსე მოძრაობა უნდა იყოს. ჩვენ ეს ვთქვით 8 თებერვალს – დავით აღმაშენებლის დღეს, ყოველთა ძლიერთა დღეს – ჩვენი მოძრაობის დაფუძნების დღეს… თქვით გელათში დავით აღმაშენებლის საფლავზე თითოეულ ჩვენთაგანს გაცნობიერებული გვაქვს პასუხისმგებლობა ყოველივე ამისათვის.

გილოცავთ პეტრე-პავლობას! საკუთარ თავს, Yყველა დამფუძნებელს და წევრს, მთელ საქართველოს ვუსურვოთ კონფერენციის სახელით, რომ გვეცხოვროს საქართველოში ქართულად, რწმენით და სიყვარულით.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *