თეთრების პოზიცია: საქართველოს უზენაესი სასამართლო – “ნაციონალური” პოლიტიკური რეჟიმის მსახური.

ხალი პოლიტიკური ძალის ,,თეთრი მოძრაობა” (,,თეთრები”)
პოზიცია
“ნაციონალური” პოლიტიკური რეჟიმის მსახური.

kublashvili-150x150საქართველოს უზენაესი სასამართლო:

. ემსახურება არა ხალხს, არამედ “ნაციონალურ” პოლიტიკურ რეჟიმს.
. არის გარანტი არა დემოკრატიის და სამართლიანობის, არამედ უსამართლობის და ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენელთა სიმდიდრის დაცვის.

დღეს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის სახლთან ვატარებთ პრსეკონფერენციას არა იმიტომ, რომ იგი საქართველოს ხელისუფლებაში ყველაზე მდიდარი ფიგურაა და ყველაზე უკეთესი სახლი აქვს (სიმართლე უნდა ითქვას, იგი საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მდიდარია, მას სხვებთან შედარებით მოკრძალებული სახლი აქვს… ესეც საზომია ამ ხელისუფლებისათვის: ამ სახლის პატრონი ყველაზე ღარიბია……), არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს მეგობრებს დემოკრატიულ მსოფლიოში განხილვისა და განსჯისათვის შევთავაზოთ რამდენიმე მოსაზრება:

1. დღეს საქართველოს პრეზიდენტი, ხელისუფლება სასამართლოს რეფორმას უწოდებს წარმატებულს…..
ჩვენ ვთვლით, რომ უზენაესი სასამართლო ემსახურება არა ხალხს, არამედ ,,ნაციონალურ~ პოლიტიკურ რეჟიმს… იგი არის არა დემოკრატიის და სამართლიანობის, არამედ უსამართლობის და ხელისუფლათა სიმდიდრის დაცვის გარანტი;

ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტის და ხელისუფლების მიერ წარმატებულად შეფასებული სასამართლო რეფორმის შედეგია:

• სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მცხოვრები მოსახლეობის 90 და ზღაპრული სიმდიდრის მფლობელი 5 %;
• სახელისუფლებო მკვლელობები, დახოცილი ბიჭები და მყარად დაცული, დაწინაურებული ამ მკვლელობათა ავტორები;
• გაჩანაგებული ბიზნესი ხელისუფლების გარეთ და მყარად დაცული ბიზნესი ხელისუფლების შიგნით;
• საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოში წაგებული და სტრასბურგში მოგებული უამრავი სასამართლო პროცესი;
• დახურული ტელევიზიები და იძულებით ხელისუფლების მსახურად ქცეული მოქმედი ტელევიზიების აბსოლუტური უმრავლესობა;
• დანგრეული პრესის სახლი, გადასახადებით დატვირთული მედიაბიზნესი, მასხრად აგდებული თავისუფალი სიტყვა;
• უგულვებელყოფილი პროფესიონალები და ქვეყნის მართვის სადავეებთან მხოლოდ “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრები (ამ გუნდს ეკუთვნის სასამართლოს თავჯდომარეც);
• სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილი ათასობით ადამიანი და პოლიტიკური ერთგულებით, ასევე თასობით სამუშაოზე მიღებული და დაწინაურებული;
• პოლიტ პატიმრები …
• უაზრო და უკანონო ე.წ. “ნულოვანი ტოლერანტობის” პრინციპით გავსებული ციხეები და დანგრეული ეკონომიკის ქვეყანაში ე.წ. “სასამართლო გარიგებებით” შევსებული ბიუჯეტი;
• გაყალბებული არჩევნები… დანიშნული პრეზიდენტი, დანიშნული პარლამენტარები, დანიშნული პარლამენტი…
• ბიუჯეტი, რომლის მხოლოდ 20% იხარჯება სახელმწიფოებრივად 35-40% კორუფციულია, 40-45% ამაგრებს პრეზიდენტის სკამს, პოლიტიკურ რეჟიმს;
• ქვეყანას ჰყავს პრზიდენტი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ მან გასცა აფრასიძეების ოჯახის განადგურების დავალება… პრეზიდენტი, რომელიც ანგრევს და აჩანაგებს წინაპართა ხსოვნასთან დაკავშირებულ უნიკალურ მემორიალებს…

2. როგორ შეიძლება ამ სიმდიდრის მფლობელი სასამართლოს თავჯდომარე, ადამიანი, რომელსაც საჩუქრად მიღებული აქვს რამდენიმე ათასი უცხოური ვალუტა და ეს დადასტურებულია (შემაძრწუნებელი ფაქტებია მოყვანილი სატელევიზიო გამოძიება “რეპორტიორის” დოკუმენტურ ფილმში “კუბლაშვილის საჩუქარი”, რომელსაც გადმოქცემთ ტელევიზიებს, ვნახოთ ვინ გადაცემს…ეს ფილმი შეგიძლიათ ნახოთ ვებ გვერდზე წწწ.ტეტრები.ორგ ) იყოს სამართლიანი, იცავდეს ხალხს, იყოს დემოკრატიის გარანტი.

3. როგორ უნდა იწამო იმ კაცის, რომელიც გაპრეზიდენტებამდე მთავრობის სხდომებზე, ტელეკამერების წინ აფრიალებდა იმ ხელისუფალთა სურათებს, რომლებსაც გაცილებით დაბალი პოსტები ეჭირათ და გაცილებით ნაკლებ სიმდიდრეს, სახლებს ფლობდნენ…… იმ კაცს, რომელიც გაპრეზიდენტების პირველივე დღეებში, პირველი მთავრობის წარდგენისას სახალხოდ აცხადებდა, რომ ის მთავრობაში არ არის არცერთი მდიდარი და მყისვე მოკვეთდა მას, ვინც ხალხისგან განსხვავებულად იცხოვრებდა…

ეს კაცი, დღეს საქართველოს პრეზიდენტი მის ირგვლივ ითმენს მხოლოდ მდიდარს, სძულს ღარიბები… ამ კაცმა მთელი ქვეყნის სიმდიდრე ხელში ჩაუგდო მის პოლიტიკურ მეგობრებს, მისი ოჯახის წევრებს, მათ ვინც მონურად ემსახურებიან…

დღეს ზღაპრულ სიმდიდრეს ფლობენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ: პრეზიდენტის მეგობარი კოდუების, ახალაიების, ბეჟუაშვილების, მერაბიშვილის, ადეიშვილის, უგულავას, თარგამაძის ოჯახები, მისი ბიძა _ თემურ ალასანია, მისი ძმები, მისი დედა და დედის მეგობრები, განსაკუთრებით თურქეთიდან…

ყველაფერ ამის ჩვენებას შევეცდებით ”მხლების მუზეუმში”.

ჩვენი კატეგორიული პოზიციაა, პრეზიდენტმა 5 მარტს ხალხს და ქვეყანას, პოლიტიკოსთა და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩააბაროს ანგარიში, როგორ შესრულდა, “ღირსების ულტიმატუმი”, რომელიც საჯაროდ არის გაცხადებული და ჩაბარდა პრესიდენტს გასული წლის ნოემბერში.

და კიდევ ერთი:

ამ ადგილიდან 300 მეტრში არის ორი ბინა, ერთი სამოთახიანი _ პეკინის 16-ში, რომელიც ეკუთვნოდა ჩემს მეუღლეს და მეორე, ოთახნახევრიანი _ საბურთალოს 40-ში, რომელიც ჩემი კუთვნილება იყო. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ორთავე გავყიდეთ მხოლოდ იმისათვის, ელემენტალურად რომ გვეცხოვრა და მაკვირვებს როგორ შეძლეს “მოქკავშირ_ნაცმოძრაობის” მაღალმა ეშელონებმა წესიერად ასეთი სიმდიდრის მოპოვება, მით უფრო, ხალხის მასიური გაღარიბების ფონზე.

მაკვირვებს, რატომ ჰგონიათ უკანონოდ გამდიდრებულთ საკუთარი თავი ჭკვიანი, რატომ არიან პოლიტიკურად დიდ გულზე და რატომ თვლიან უჭკუოდ იმ ხალხს, ვინც ეს არ გააკეთა, ანუ იმ ხალხს, ვინც უწესოდ არ იცხოვრა და იცხოვრა და ცხოვრობს ისე, როგორც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

ვაცხადებ ყველას გასაგონად:

მამაპაპისეულს გარდა დედამიწის ზურგზე არაფერი გამაჩნია… ჩემი სიმდიდრე ის არის, რომ საკუთარი თავით დავდივარ და არა სხვისი კარნახით და სხვისი ფულით… ვამაყობ იმით, რომ სახელმწიფოს მიერ ჩემთვის მოცემული 2 ბინა გადავეცი ორ აკადემიკოსს : ქუთაისის ტეკნიკური უნივერსიტეტის რექტორს არჩილ კოსტავას და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს მაგალი თოდუას… Mმე კი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში თბილისში 7-ზე მეტი ნაქირავები ბინა გამოვიცვალე საცხოვრებლად…

მომდევნო კვირაში საკუთარ ბინაში ჩავატარებ პრესკონფერენციას _ წარვადგენ ჩემს დეკლარაციას და გავაკეთებ სპეციალურ მიმართვას პრეზიდენტის, ყოფილ და დღევანდელ ხელისუფალთა მისამართით… და შეფასებას ხალხისგან დაველოდები.

ახალი პოლიტიკური ძალის,,თეთრი მოძრაობა~ (,,თეთრები~) სახელით
თეიმურაზ შაშიაშვილი
5 თებერვალი
2010 წელი.
ბუკიას ბაღი

პ.ს. დოკუმენტური სტუდიის ,,რეპორტიორის~ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი ,,კუბლაშვილის საჩუქრები~ გადაეცა ტელეკომპანიებს: ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი~, ,,რეალ-ტვ.~, ,,მაესტრო~, Itv.~… საინფორმაციო სააგენტოებს… ეს პრეს-რელიზი დოკუმენტური ფილმის საიტზე კონკრეტული მისამართით გაეგზავნა იმ ტელევიზიებს, რომლებიც არ მოვიდნენ ბრიფინგზე (ტელეკომპანია ,,იმედი~, ,,რუსთავი-2~, ,,კავკასია~)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *