“მხილების მუზეუმი” – თემატური მიმართულებები

2“მხილების მუზეუმი” _ ხელისუფლებისადმი წარდგენილი “ღირსების ულტიმატუმის” შესრულების ანალიზია…

“მხილების მუზეუმი” _ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ხელისუფლების მხილებაა: სიყალბეში, ტყუილებში, კორუფციაში, სოციალურ დემაგოგიაში…

“მხილების მუზეუმი” _ იმის ჩვენების მცდელობაა, რა ხდება საქართველოში რეალურად და რას ეუბნებიან სახელისუფლებო სატელევიზიო არხებით მოსახლეობას……

“მხილების მუზეუმი” _ მცდელობა იმის ჩვენებისა, რა არ იცის რეალურად ხალხმა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ეს არის ქართული სულის განადგურება, ქართული ცნობიერების დანაწევრება, ხალხის დაბეჩავება, პატრიოტიზმის ჩასაკლავად…

“მხილების მუზეუმი” _ რეალური ფაქტებითა და ანალიზით იმის ჩვენების მცდელობა, რომ საქართველოში შეგნებულად მიდიოდა მოსახლეობის დამშევა და დაუძლურება, რათა შემდგომში ადვილად ემართათ ისინი.

“მხილების მუზეუმი” _ პირველი სახალხო მუზეუმის შექმნის მცდელობა, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, საჯარო გახადოს როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიების, პოლიტიკოსების, თანამდებობის პირების მამხილებელი მასალები……

“მხილების მუზეუმი” _… (ხაზგასმით ვამბობთ), იქნება მხილება მხოლოდ საჯარო პირებისა და არა ერთი მოქალაქის მიერ მეორეს დასმენა; რამეთუ მხილება დამნაშავისა, მართლმადიდებლური საქციელია და განსხვავდება დასმენის იმ ინსტიტუტისგან, რომელიც შექმნა ,,მოქკავშირ-ნაცების~ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ…

“მხილების მუზეუმის” თემატური მიმართულებები
……

I საქართველოში ბოლო 18 წელია, არც პოლიტიკური ხელისუფლება შეცვლილა და არც სახელისუფლებო იდეოლოგია

(წარმოდგენილი იქნება ფოტოები იმ პირონებისა, რომლებიც შევარდნაძის პერიოდიდან დღემდე, უვადოდ იმყოფებიან ხელისუფლებაში)

II ვინ წარმოადგენს სააკაშვილის გუნდს, რა ქონება ჰქონდათ გუშინ და რას ფლობენ დღეს.
(წარმოდგენილი იქნება სააკაშვილის გუნდის ქონებრივი დეკლარაციების პირველი და ბოლო ფურცლები და მათი სახლების ფოტოსურათები….)

III საქართველოს პარლამენტი _ არაოფიციალურად ბიზნესმენების, ოფიციალურად პარლამენტარების კლუბია.
(წარმოდგენილი იქნება ბიზნესმენი პარლამენტარების ფოტოსურათები იმის მინიშნებით, რა ბიზნესსაც ფლობენ …)

IV რა დაკარგა საქართველომ … ვინ ფლობს მიწას, წყალს, ტყეებს, წიაღისეულს, ჰაერს…
(წარმოდგენილი იქნება დაკარგული ტერიტორიები ქალაქების, რაიონების, სოფლების ჩამოთვლით… რას ფლობენ საქართველოში არაბები, ჩინელები, რუსები, ირანელები, თურქები… განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული გაყიდულ სტრატეგიულ ობიექტებზე _ ფოთისა და ბათუმის პორტები, ენგურჰესი და გაზი )

V რა დაანგრიეს საქართველოში
(წარმოდგენილი იქნება დანგრეული და შეურაცხოფილი ტაძრების, ეკლესიების, ძეგლების, შენობების, ქარხნების, ფაბრიკების, სავაჭრო ცენტრების (დეზერტირების ბაზარი) ფოტოსურათები)

VI მედია ტერორი

(წარმოდგენილი იქნება დოკუმენტალური (ვიდეო-აუდიო და ფოტო) მასალა დახურული ტელევიზიების, გაზეთების, პრესის სახლის შესახებ)

VII ბიზნეს ტერორი

(წარმოდგენილი იქნება დოკუმენტალური (ვიდეო-აუდიო და ფოტო) მასალა ბიზნესმენებისთვის წართმეული ქონების, ჯართადქცეული სამუშაო ადგილების…შესახებ)

VIII სახელისუფლებო ტერორი ……
(წარმოდგენილი იქნება ფოტო და ვიდეო მასალა)

IX სახელისუფლებო მკვლელობები …
(წარმოდგენილი იქნება ხელისუფლების მონაწილეობით განხორციელებული მკვლელობების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა)

X განათლებისა და მეცნიერების კრიზისი საქართველოში…
(ფოტოინფორმაცია უმაღლესი და საშვალო სკოლების შესახებ…
განათლების და მეცნიერების დაფინანსების ანალიზი…
სახელმძღვანელოები… სასწავლო პროგრამები… პროფესორ-მასწავლებლები…
განადგურებული ლაბორატორიები… გაყიდული კორპუსები…)

XI მატყუარა ხელისუფლება _
(წარმოდგენილი იქნება ფოტო და ვიდეო მასალა _ რას დაპირდა რეალურად რა გააკეთა დაწყებული წალენჯიხაში საათის დანიშვნით, დამთავრებული პრეზიდენტის იმ განცახებით, რომ ჩვენთან ყველაზე დაბალი გადასახადები და ფასებია, ყველაზე უკეთესი ცხოვრების პირობებია, ვიდრე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში
ამ ნაწილში წარმოდგენილი იქნება სრული ანალიზი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების, კერძოდ:
1.სად რა ღირს პური, შაქარი, ხორცი, რძის პროდუქტები, საერთოდ პირველი მოხმარების კვების პროდუქტები… სამედიცინო მომსახურეობა, მედკამენტები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, სატელეფონო მომსახურეობა, ბენზინი, გაზი, ელექტროენერგია, ინტერნეტი…
2.სად როგორია საბანკო სესხების საკრედიტო განაკვეთები;
3.სად როგორია მინიმალური ხელფასი და პენსია სფეროების მიხედვით: განათლებაში, კულტურაში, მედიცინაში, სამხედრო სფეროში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, სოფლად;
4.სად როგორია სწავლის გადასახადი როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლეს სასწავლებელში, როგორია სტიპენდიები

ამავე ნაწილში მოცემული იქნება შედარება 1995 და 2003 წლის ფასებთან).

XII ქართველი ჩინოსნები:

1.სად სწავლობენ მათი შვილები…
2.ვისი შვილი მსახურობს ჯარში…
რა უჯდება მათი შენახვა ქვეყნის ბიუჯეტს…
3.რა უჯდება ქვეყანას ხელისუფალთა ვიზიტები და როგორი ბილეთებით მგზავრობენ…
4.სად მუშაობენ მათი ოჯახის წევრები…

XIII ვისია თბილისი?
ვისია ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ბოლნისი, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი, თელავი, გორი, ტყიბული…?…

XIV როგორ ცხოვრობენ საქართველოში მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები, მასწავლებლები, ექიმები, ცნობილი სპორტსმენები, გამოჩენილი ადამიანები და საერთოდ გადამხდელები…

XV ვინ დგას ქუჩაში ხელგაწვდილი…
(ის ხალხი ხომ არა, ვისი თაობის შექმნილის გაყიდვით ყვავის ეს ხელისუფლება… ვისი თაობის შექმნილსაც დაეპატრონნენ ჩინოსნები და მათი ოჯახების წევრები, სანათესაო და მეგობრები?)

XVI რა ხდება მოხუცთა და მიუსაფართა სახლებში _ ვინ ცხოვრობს, როგორ ცხოვრობენ…
(წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ვიდეო და ფოტომასალა)

XVII რა ხდება ე.წ. ,,ნაცების~ გაჭირვებულთა სასადილოებში _ ვინ დადის და როგორ კვებავენ
(წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ვიდეო და ფოტომასალა)

XVIII პოლიტპატიმრები
(საქართველოს ხელისუფლება არ ღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. წარმოდგენილი იქნება პოლიტპატიმრების ფოტოსურათები და მათ წინააღმდეგ აღძრული საქმეები)

XIX სტრასბურგში მოგებული საქმეები და ქართული სასამართლოს სამარცხვინო ვერდიქტები
(წარმოდგენილი იქნება სტრასბურგში მოგებული საქმეების `ქეისი~ და ადამიანთა უფლებების შემლახველი ცნობები)

XX სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი, უმუშევრად და ულუკმაპუროდდარჩენილი ქართველები
(წარმოდგენილი იქნება სასამართლოს სტატისტიკა, რამდენი საქმე იქნა განხილული სასამართლოს მიერ შრომით დავებზე)

XXI დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოში
(სრულ ანალიზთან ერთად, (სტატისტიკა) წარმოდგენილი იქნება სად და როგორ ცხოვრობენ უცხოეთში ქართველები)

XXII ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს წარუმატებელი რეფორმები
(კონკურენციის გარეშე დარჩენილი სააფთიაქო ქსელები და გაძვირებული მედიკამენტები, სამარცხვინო შეღავათები სოციალურად დაუცველ ფენებზე, დანგრეული და კაპიკებად გაყიდული საავადმყოფოები და ექიმთა შელახული უფლებები)

XXIII სახელისუფლებო სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციები
(წარმოდგენილი იქნება ვინ და როგორ აფინანსებს მათ და სად იხარჯება ეს ფული…)

XXIV ვინ რით გააჩერეს, ვინ რით მოისყიდეს…უპირველესად პოლიტიკოსები…
(აქ წარმოდგენილი იქნება, თუ როგორ რიგდება ფულადი და მატერიალური დახმარებები, თანამდებობები, ფულადი პრემიები, ბიზნესი თავისიანებზე, ან ხელისუფლებისათვის საჭირო ხალხზე…)

XXV საქართველოს ბიუჯეტის ანალიზი
(რამდენით გაიზარდა, რის ხარჯზე, როგორ ნაწილდება, ვის ემსახურება…რა კავშირშია ბიუჯეტის ზრდა ფასების ზრდასთან… რა კავშირშია იმპორტი ბიუჯეტის ზრდასთან…)

XXVI საგარეო და საშინაო ვალები
(აქ წარმოდგენილი იქნება, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი ვალები, სახელმწიფოს მიერ გაცემული გარანტიები… ვინ განკარგავს სახელმწიფო სესხებს… ვინ იღებს სახელმწიფო გარანტიებს… რას და ვის ხმარდება საგარეო ვალები…)

XXVII გრანტიჭამიების პარპაში საქართველოში…
ვინ იღებს საერთაშორისო გრანტებს და ვინ არიგებს საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებებს…
(აქ წარმოდგენილი იქნება იმის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა, რომ საერთაშორისო გრანტებს იღებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებებს არიგებს პრეზიდენტი და მისი ოჯახი, მეგობართა და ახლობელთა წრე…)

XXVIII იმპორტ-ექსპორტის ანალიზი
(აქ წარმოდგენილი იქნება ნუსხა გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებებისა, რომელიც მიიღო დამოუკიდებელმა საქართველომ… ანალიზი იმისა, რა გადის საქართველოდან და რა შემოდის საქართველოში… რას ვყიდით და რას ვყიდულობთ ქვეყნების მიხედვით)

XXIX ვინ წინაურდებიან და ვინ არიან თანამდებობებზე საქართველოში:
1. ეკლესიათა მნგრეველები…
2. კომპრომეტირებულები
3. მკვლელები…
4. ფულიანთა შვილები…
5. სახლების მნგრეველები…
6. მიტინგების მრბეველები…
7. `თავისუფლების ინსტიტუტის~ წევრები და სოროსელები
8. რევოლუციის მოწყობის კურსებდამთავრებულები
9. ,,მხედრიონელები~

XXX საერთაშორისო არასამთავრობო და უფლებადაცვითი ორგანიზაციების ანალიზები ქართული დემოკრატიის კრახის შესახებ
(წარმოდგენილი იქნება “Fridom house”, “Human Raigts” და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები)

XXXI დასავლეთის პრესის მნიშვნელოვანი პუბლიკაციები

XXXII ქართული პრესის მამხილებელი პუბლიკაციები

XXXIII ოპოზიციის ლიდერთა ქონებრივი დეკლარაციები (ნებაყოფლობით)

განსაკუთრებული ხაზგასმა: ვითანამშრომლებთ ყველა დაინტერესებულ პარტიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის საშუალებასთან, პიროვნებასთან…
• დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ვებ გვერდზე www.tetrebi.org მიიღონ მონაწილეობა “ფორუმში” და განიხილონ ყველა წინადადება და მოსაზრება.

ინფორმაციისათვის:

1. ეს მოსაზრებები თანამშრომლობის დიდი განწყობით დაეგზავნება ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, მედიის საშუალებებს, უცხოეთში მომქმედ ქართულ ორგანიზაციებს, უცხოეთში გამოსულ ქართულენოვან გაზეთებს.

ახალი პოლიტიკური ძალა “თეთრი მოძრაობა” (“თეთრები”)

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *