ორბელიანი

amashukeli-rezo
,,თამარის დროშა გაშალეს …’’
გრიგოლ ორბელიანი

დრო იყო, შარვან-რანიდან
ოდენ ბასიან-სპერამდე,
რანაირი და
რანი და
ყრმანი სატევარს ფერავდნენ!
– მომხდურის წესის ამგები,
და ერთმანეთის გამტანი!
…და კვნესდნენ ათაბაგები
,,შემხვეწნი ფერხთა მათთანი…’’
ისვრიან შხეებს ლალისას
თამარის იამბიკონი!
გულს მაწერია ხვალისად
იმავ გრიგოლის სტრიქონი:
,,ოსი,ფეხმარდი, მთიული:
ბრძოლაში შეუპოვარი…’
-სად გაქრა გონიღვთიური,
რატომ გვაქეზებს მსტოვარი?!
ძუძუმტე ცოდვის ჩამდენი,
ძარღვს თავად გადაიხსნიდა!
-ვაი, მამულო,რამდენი
,,დათვრნეს ისარნი სისხლითა…’’
ჩემს სასძლოს შენი შვენოდა
ვერცხლით ნაქარგი გვირისტი,
ომს მომავალი მღეროდა
ძმაი, ძმის გასაჭირისთვის!
თუ მტრობას გავჭედთ ხუნდებად
არცვინ დავრჩებით გაისად,
საფლავში გადაბრუნდება
ასული ბურდუხანისა!
ეხილოს შვების სადარი
მამულს,დაღლილს და გათელილ.
ერთ საწნახელში ჩამდგარა
ოსი, აფხაზი,ქართველი!
ენახოს ამოძირკვული
თაფლის სემრყვნელი იელი.
ჩემზე მოსული დიდგული
უცხო და გადამთიელი!
იქნებ კვლავ ამოღაღანდეს
სამშობლოს ცაზე ირისე
იქნებ ერთხელაც დაქალდეს
საქართველოსი პირიმზე.
სად ყვავილთ ფშვინვა ვაზის და
ყანის წკრიალი მიმოდის
-მდიდარი ფარნავაზითა,
ამაყი წმინდა ნინოთი!
კვლავ მოვაგონოთ მოქიშპეს
რარიგ ვიყავით მთლიანი
და ისევ დავდგეთ დროშის ქვეშ
ვითარ წერს ორბელიანი!

რეზო ამაშუკელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *