„ქართულ-ოსური მისიის“ პარლამენტთან, მთავრობასთან, არასამთავრობოებთან თანამშრომლობის ქრონიკა

paralmenti„ქართულ-ოსურმა მისიამ“ 2013 წლის 20 თებერვალს წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს. დაადასტურა რა პატივისცემითი დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მთლიანად პარლამენტის მიმართ, მისიამ შესთავაზა თანამშრომლობა და ითხოვა დახმარება ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობისათვის საჭირბოროტო სამი საკითხის გადაწყვეტაში. ესენია: მიმოსვლის გამარტივება; ოსი და აფხაზი ეროვნების პატიმართა სიების და მათი მდგომარეობის დაზუსტება; პოლიტდევნილების პრობლემის მოგვარება და ამ გზით, გარკვეული თვალსაზრისით, ეკონომიკური კავშირების აღდგენა. საყურადღებოა, რომ წინადადებები თანამშრომლობის თაობაზე მოდიოდა თავად ბატონ დ.უსუფაშვილის მხრიდან მისიის წევრებთან 2012 წლის 19 დეკემბრის შეხვედრის დროს.

მისიამ მიმდინარე წლის 4 მარტს თანამშრომლობის წინადადებითა და დახმარების თხოვნით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, ბატონ სოზარ სუბარს და საქართველოს სახალხო დამცველს, ბატონ უჩა ნანუაშვილს.

სასიამოვნოა, რომ სახალხო დამცველმა დაუყოვნებლივ მიიღო მისიის წევრები, საქმიანი საუბრის შემდეგ კი, მეორე დღესვე ეწვია სასჯელაღსრულების ობიექტებს და შეუდგა მისიისადმი მიცემული დაპირების კონკრეტულ შესრულებას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *