პარტია “თეთრების” პოზიცია კონსტანტინე სალიასადმი ხელისუფლების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით

1 დრო ადასტურებს, რომ ხელისუფლების მიერ ცნობილი  მოღვაწის, კონსტანტინე სალიას შევიწროვება ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მან გამოკვეთილი სახე მიიღო ბატონი კონსტანტინესა და „თეთრების“ თანამშრომლობის დაწყების შემდგომ.

 2008 წლის ბოლოს „თეთრებმა“ თხოვნით მივმართეთ ბატონ კონსტანტინე სალიას, რომ მას, როგორც ექსპერტს, მონაწილეობა მიეღო პრეზიდენტისა და ხელისუფლებისადმი წარსადგენი „ღირსების ულრიმატუმის“ შემუშავებაში.

დოკუმენტზე მუშაობა ერთ წელზე  მეტხანს გაგრძელდა და მასზე პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ცნობილი ადამიანების ხელმოწერა შედგა 2009 წლის 23 ნოემბერს – ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ 6 წლისთავზე.

„ღირსების ულტიმატუმს’ (განთავსებულია „თეთრების ვებ.გვერდზე www. tetrebi.org) ხელი მოაწერა 10-ზე მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ, 30-მდე არასამთავრობო  ორგანიზაციამ და 1500-ზე მეტმა ცნობილმა მოღვაწემ, მათ შორის ბატონმა კონსტანტინე სალიამ. უფრო მეტიც, იგი გახლავთ  დოკუმენტის 23-ე პუნქტის ავტორი: „გაანალიზდეს მეწარმეთა, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ სასამართლო ორანგანოებში შეტანილ სარჩელებზე გამოტანილი განაჩენები და შედეგები გამოქვეყნდეს პრესაში“.

„ღირსების ულტიმატუმი“ პრეზიდენტ სააკაშვილის კანცელარიას ჩაბარდა 2009 წლის 25 ნოემბერს. სწორედ ამ დოკუმენტის შეუსრულებლობა გახდა საფუძველი სააკაშვილის მიმართ „უნდობლობის ვერდიქტის“ გამოტანისა.

უნდობლობის ვერდიქტი შემუშავდა, როგორც ქართველ, ასევე ევროპელ ექსპერტთა მონაწილეობით. ამ პროცესს ხელმძღვანელობდა  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, სამართლის დოქტორი, მინდია უგრეხელიძე.

2010 წლის 25 ნოემბერს გამართულმა  წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ  უნდობლობის ვერდიქტზე დაყრდნობით უნდობლობა გამოუცხადა პრეზიდენტ სააკაშვილს.

ჩვენ  ბატონი კონსტანტინე სალიას მაგალითზე ვაცნობიერებთ, თუ როგორ ვერაგულად ებრძვის სააკაშვილი და მისი რეჟიმი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ბატონი კონსტანტინეს დღევანდელი მდგომარეობის გამო და ვადასტურებთ ჩვენს განწყობას, ვიბრძოლოთ სიტყვისა და საკუთრების თავისუფლებისათვის საქართველოში.

ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ ბატონი კონსტანტინე სალია არ შეცვლის ჩვენს შეთანხმებას და როგორც პარტია „თეთრების“ წევრი, მომდევნო არჩევნებში კენჭს იყრის ჩვენი პარტიის სიით.

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები)

დამფუძნებელთა სახელით

 

თეიმურაზ შაშიაშვილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *